დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 18 2013, 02:09 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
G_saxva
ეგ ბმული რაც დადე, კარგად მაქვს წაკითხული, მაგრამ იოანე დამასკელი ვერ ხსნის და ვერც იმის საფუძვლებს წარმოუდგენს მკითხველს რის გამო ჰგონია რომ ღმერთი დროის მიღმაა. დრო ქმნილება არაა რომ მის მიღმიერი იყოს ღმერთი. დამასკელი მაგ ნაშრომში მხოლოდ თავის [ჩემი აზრით მცდარ] სუბიექტურ აზრს გამოხატავს, რომ ჟამთე შემქმნელია ღმერთიო. მსგავსი რამ არსადაა წმინდა წერილში გაცხადებული. რატომ ფიქრობს მასე? რის საფუძველზე? ამას ვკითხულობ ზუსტად. შენ რატომ გჯერა მასე? უბრალოდ დაიჯერე, იმიტომ რომ დამასკელმა სთქვა. რატომ დაიჯერე, თავადაც არ იცი.... ჩემთვის მასე ადვილი არაა ვინმეს პირადი მოსაზრებები დავიჯერო. ეჰ... არავის არაფერი დაგიწერიათ. ესე იგი არაფერი გაქვთ სათქმელი..... დაველოდოთ აფხაზს. (დავითს). -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი