დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 23 2013, 01:57 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
A.V.M
ხომ ნახე წინა გვერდზე რა დაწერა G_saxva-მ, ეკლესიის მამების შრომები წაიკითხეთო. მაგრამ როცა ეს მივწერე, ვერანაირი შრომები ვერ მიგვითითა: ციტატა ან აქ ან პმ-ში მომწერე, კონკრეტულად რომელ საეკლესიო შრომაშია მწინდა მამათა მიერ აქ განხილული საკითხი გარჩეული? ანუ რომელი წმინდა მამა განმარტავს ღმერთი დროის მიღმიერიაო და რომელი წმინდა მამა გვთავაზობს მასეთი თვალსაზრისის საფუძვლებს? სინამდვილეში ასეთი რამ გამოდის: გწამთ, რომ ღმერთი დროის მიღმაა, მაგრამ რატომ ან რის საფუძველზე გწამთ, არ იცით. თუ იცით, ახსენით და გამიზიარეთ მასეთი მრწამსის საფუძვლები, სიამოვნებით გავეცნობოდი. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი