დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
afxazi |
May 23 2013, 09:38 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
■გიორგი■
ციტატა თემის ირგვლივ ვერცერთი ვერ წერთ. რატომ? მოდი იცი რას გეტყვი. აქ ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. თქვენგან მუდმივად იმის ძახილი, რომ თურმე ვერაფერს ვწერთ და იმიტომ, რომ აზრზე არ ვართ, პროვოკაციის ელფერს ატარებს და არ გინდა. უკვე მერამდენედ გთხოვ ამას, მაგრამ რას იზავ ასე გასწავლეს, ასე მოიქეცი ამ სიტუაციებშიო. გარდა იმისა, რომ ვერ მოვისმინე რას გულისხმობ ტერმინ დროში (ტერმინ დროზე ვდავობთო, აბა რაზე ვდავობთ შე დალოცვილო, ამ სიტყვას იყენებ და რაზე უნდა ვიდავოთ), უამრავ გაურკვეველ რამეს წერ. შენ თქვი, რომ ბიბლიური სწავლებით დრო არის მარადიული, თუმცა ამის ვერანაიწი მტკიცება ვერ მოიტანე. მოკლედ, ერთხელ და სამუდამოდ ვითხოვ, ახსენი რას გულისხმობ ტერმინ დროში და რის საფუძველზე (არგუმენტად არ გამოდგება "მე ასე ვფიქრობ"). როგორც ვთქვი ამ სიტყვაში სრულიად სხვა შინაარსს დებენ და მას მარადიულობის შინაარსით არ იყენებენ. ამიტომ საწინააღმდეგო არგუმენტებით გაამყარე და საკუთარი ზმანებებით ნუ ცდილობ აქ ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომ "მაგარი" ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი შეწყდება და თემაც დაიხურება. შენ კი დაემშვიდობები აქაურობას პროვოკაციული გამონათქვამებისთვის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი