დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 23 2013, 07:50 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
თურმე ვერაფერს ვწერთ და იმიტომ, რომ აზრზე არ ვართ, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ჩვენ წინაპრებს კარგად აქვთ ნათქვამი. თუ აზრზე ხართ რატომ გგონიათ რომ ღმერთი დროის მიღმაა და დროს საწყისი აქვს, მაშინ რატომ ვერ წერთ მაგ მრწამსის საფუძვლებს? რამდენჯერ გთხოვეთ ან წმინდა მამათა შრომა მიმითითეთ ან თქვენ თვითონ დაწერეთ მეთქი. ვერ დაადგით საშველი. ახლა საკუთარ თავზე გაბრაზებული მე მიქნებ თითებს? სირცხვლია დავით.... ციტატა პროვოკაციის ელფერს ატარებს და არ გინდა. უკვე მერამდენედ გთხოვ ამას, მაგრამ რას იზავ ასე გასწავლეს, ასე მოიქეცი ამ სიტუაციებშიო. ეგ მეთოდიკა რასაც შენ მიმართავ მოძველებული, გაცვეთილი და სამარცხვინოა. თუ არ გსურს ნორმალური საუბარი, არავინ გაძალებს. გინდ დახურე თემა, გინდ გადმოხურე. ქება-დიდებას ვერ დაგიწყებთ რის საფუველზე გგონიათ მასე დაწერეთთქო. გთხოვეთ არაერთხელ, ვერაფერი დაწერეთ. ფაქტია რომ ვერაფერი დაწერეთ. სიბრაზე კარგს არაფერს მოგიტანს. ციტატა გარდა იმისა, რომ ვერ მოვისმინე რას გულისხმობ ტერმინ დროში (ტერმინ დროზე ვდავობთო, აბა რაზე ვდავობთ შე დალოცვილო, ამ სიტყვას იყენებ და რაზე უნდა ვიდავოთ), მშვენივრად იცი რას ნიშნავს დრო. ტერმინოლოგიაზე დავით და კამათით, არაფერი მიიღწევა. თუ გსურს როგორ განიმარტება დრო, არსებობს ლექსიკონები და ნახე. აგერ თუნდაც ეს: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=11291 ციტატა უამრავ გაურკვეველ რამეს წერ. შენ თქვი, რომ ბიბლიური სწავლებით დრო არის მარადიული, თუმცა ამის ვერანაიწი მტკიცება ვერ მოიტანე. სხვა უზერთან საუბრისას ვახსენე და პოსტები არ წაიკითხე ალბათ. არაა პრობლემა დავით, აგერ ბატონო, ერთ ბიბლიურ მუხლს მიგითითებ და ერთად წავიკითხოთ: "საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ." გამოთქმა საუკუნითგან უკუნისამდე დროის უსასრულობაზე მიუთითებს. ციტატა ახსენი რას გულისხმობ ტერმინ დროში ერთი მოვლენიდან მეორე მოვლენამდე არსებულ ხანგრძლივობას, აგრეთვე ფიქრიდან ფიქრს შორის არსებულ ხანგრძლივობას, აზრიდან აზრს შორის ხანგრძლივობას, განზრახვიდან განზრახვას შორის არსებულ ხანგრძლივობას. ციტატა როგორც ვთქვი ამ სიტყვაში სრულიად სხვა შინაარსს დებენ და მას მარადიულობის შინაარსით არ იყენებენ. როგორ არ იყენებენ! ეს გამოთქმა: "უკუნისამდე შენ ხარ", სწორედ დროის დაუსრულებლობაზე, მარადიულობაზე მიუთითებს, რომ ღმერთის არსებობას დასასრული არ აქვს, ის დროის უსასრულობიდან დროის უსასრულობამდე არსებობს! ათეისტები როგორ იყენებენ დროს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წმინდა წერილში გამოყენებული დროის უსასრულო ხანგრძლივობასთან და შესაბამისად, თეოლოგიაში მათი თვალსაზრისი ვერანაირად ვერ გამოდგება. ახლა დროა ამ და გასულ პოსტებში დაწერილის საპირისპირო დაწერო და საწინააღმდეგო არგუმენტებით გაამყარო და საკუთარი ზმანებებით არ ეცადო ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომ "მაგარი" ხარ. გასულ პოსტებშიც მოგწერე, ბავშვები არ ვართ მაგარი ხარ და სუსტი ხარ-ზე ვიკინკლაოთ. თუ მართლა არაფერი გაქვს სათქმელი, თუნდაც არგუმენტირებული არ იყოს, მაშინ ასე მოიქეცი: ციტატა წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი შეწყდება და თემაც დაიხურება. შენ კი დაემშვიდობები აქაურობას პროვოკაციული გამონათქვამებისთვის. მასეთი დაბოლოება, მხოლოდ იმის მტკიცებულება იქნება, რომ გწამს ის, რასაც წმინდა წერილისეული საფუძვლები არ აქვს! არათუ წმინდა წერილისეული, არამედ წერილის გარეშეც კი ვერ ჩამოაყალიბეთ რატომ გგონიათ მასე. +++++++++++++++++++++++++++ ■გიორგი■ საერთოდ არ მაინტერესებს ახლა სახვამ რა დაგიწერა . ამაზე თვითონ გითხრას , უნდა მითხრას მაგრამ ვერ მეუბნება ხომ ხედავ? დიდის ამბით დაწერა, ამ საკითხებს წმინდა მამათა შრომებში გაეცნობითო და როცა ვთხოვე რომელი წმინდა მამის ნაშრომს გავეცნოთქო, ვეღარაფერი ვერ დაწერა. როგორც გაირკვა, უმრავლესობას სჯერა ისეთი რამის, რაც არ იცის რატომ სჯერა. თუ ეცოდიებოდა, აქამდე დაწერდა. ციტატა მაგრამ სენი თანამოაზრე ,, ჭშეშმარიტება'' რომ ტყუილებს ძახის და ,, გვაბოლებს'' რა ვქნათ ? ეგ ადამაინი ზოგ რამეს სწორს იძახის, ზოგ რამეს ნახევრად სწორს და ზოგსაც არასწორს. მაგრამ რაშიც ფიქრობ რომ გაბოლებს, აუხსენი რომ ცდება. იქნებ გაამართლმადიდებლო? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი