ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
გლახა |
Apr 12 2007, 11:26 AM
პოსტი
#2
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
solomony
პროტესტანტებს თუკი ერთ ჯამში მოაქცევ და ასე განიხილავ, შეცდომას დაუშვებ. ძირითადი მიმდინარეობებია: ლუთერანული, ანგლიკანური, მეთოდისტური, ბაფთისტური..მოგვიანებით ჩამოყალიბდა ორმოცდაათიანული და ქარიზმატული მიმდევრობები. მათში სემდეგ აზრთა სხვადასხვაობის გამო მრავალი დაყოფა მოხდა. დღეს არსებობენ კონსერვატული და ლიბერალური ფრთის პროტესტანტები. არიან ისეთი ბაფთისტურ-ორმოცდაათიანული ეკლესიები, რომლებშიც ქალისათვის აკრძალულია საყურით, კოსმეტიკით, სარვლით სიარული. მათ ეკლესიაში სწავლების უფლება არ აქვთ. მსახურებაზე აუცილებლად თავსაფარი უნდა ეფაროთ. არ უნდა გაეკარონ წვეთ ალკოჰოლიან სასმელსაც კი. ისინი სასულიერო სიმღერების შესასრულებლად იყენებენ ფორტეპიანოს, გიტარას, ორღანს.... ხოლო ლიბერალური ფრთის პროტესტანტებშიც არის განსხვავება: ისინი 'ძაან მოდერნები' არიან: იცმევენ და იკრასკებიან უკანასკნელ მოდაზე: ქადაგებენ "აყვავების სახარებას" (ეს ერთგვარი ცრუ სწავლებაა). რომ მორწმუნე უნდა იყოს მდიდარი და ა.შ. იყენებენ ხმაურიან მუსიკას ეკლესიაში, ცეკვავენ სიმღერის დროს და ა.შ. ყავთ ქალი მსახურები: დიაკონისები, პასტორები. მათი უმეტესობა წინააღმდეგია ერთსქესიანთა ქორწინებისა და გაუკუღმართებული ორიენტაციის მსახურის დანიშვნისა საერთოდ..ისინი ამას სოდომისა და გომორის ცოდვას უწოდებენ. არსებობენ ისეთი ჯგუფებიც, რომელნიც ჯვარსწერენ ერთსქესიანებს.. მაგრამ ასეთები ხომ კათოლიკებშიც არიან? ციტატა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში დიახ იცავენ, მაგრამ არა მართლმადიდებლების მსგავსად. ბევრი ჯგუფი (საქართველოში) ოთხშაბათსა და პარასკევსაც მარხულობს. ერთი ნიუანსი: საქართველოში მცხოვრები პროტესტანტები ძალიან განსხვავდებიან დასავლელი ევროპელებისაგან: აქ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ფეხბანვის რიტუალი, ზიარებისას ერთი ბარძიმიდან ღვინის დალევა და ა.შ. და სერთოდ ჩვენი პროტესტანტები უფრო თბილები არიან |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი