დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Otherguy |
May 26 2013, 01:24 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
დრო გადის ყველასთვის. ღმერთისთვისაც. თუ დრო არ გადის ღმერთისთვის, გამოდის ლოგიკაზე მაღლაა და თუ ლოგიკაზე მაღლაა, როგორ შეიძლება მასზე რაიმე სახის ლოგიკური საუბარი? თუ არ შეიძლება მასზე ლოგიკური საუბარი, რა უფლებით საუბრობს ვინმე მასზე და მსჯელობს თუ როგორია იგი?
დრო რომ გადის ვინმესთვის, არ ნიშნავს, რომ იგი მოკვდავია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მას აქვს ცვალებადობა აზრებში, ფიქრებში, ქმედებებში. მაგრამ თუ ღმერთისთვის დრო გადის, მაშინ მის მიერ სამყაროს შექმნა მომხდარა აბსოლუტურად ალოგიკურად. უსასრულო დროის მანძილზე ღმერთი მარტო ყურყუტებდა და უცებ ბუმ - თავში აზრად მოუვიდა რომ სამყარო შეექმნა, რაც მარაზმია. შეუძლებელია იმის აღქმა ლოგიკურად, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. ეგ აზრი მთლიანად ალოგიკურია. შეუძლებელია ერთმა მარადიულმა არსებამ დროის რაღაც მონაკვეთში შექმნას რამე. მართლმადიდებლები ამას მხოლოდ ძის შობას აწებებენ, არადა ყველაფერზე შეიძლება მსგავსი ლოგიკა გამოვიყენოთ. ასე რომ, თუ ღმერთი დროის მიღმაა, მაშინ მასზე ვერ ვისაუბრებთ. თუ არაა დროის მიღმა, მაშინ მისი იდეა მთლიანად აბსურდია. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი