დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Otherguy |
May 26 2013, 01:24 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
დრო გადის ყველასთვის. ღმერთისთვისაც. თუ დრო არ გადის ღმერთისთვის, გამოდის ლოგიკაზე მაღლაა და თუ ლოგიკაზე მაღლაა, როგორ შეიძლება მასზე რაიმე სახის ლოგიკური საუბარი? თუ არ შეიძლება მასზე ლოგიკური საუბარი, რა უფლებით საუბრობს ვინმე მასზე და მსჯელობს თუ როგორია იგი?
დრო რომ გადის ვინმესთვის, არ ნიშნავს, რომ იგი მოკვდავია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მას აქვს ცვალებადობა აზრებში, ფიქრებში, ქმედებებში. მაგრამ თუ ღმერთისთვის დრო გადის, მაშინ მის მიერ სამყაროს შექმნა მომხდარა აბსოლუტურად ალოგიკურად. უსასრულო დროის მანძილზე ღმერთი მარტო ყურყუტებდა და უცებ ბუმ - თავში აზრად მოუვიდა რომ სამყარო შეექმნა, რაც მარაზმია. შეუძლებელია იმის აღქმა ლოგიკურად, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. ეგ აზრი მთლიანად ალოგიკურია. შეუძლებელია ერთმა მარადიულმა არსებამ დროის რაღაც მონაკვეთში შექმნას რამე. მართლმადიდებლები ამას მხოლოდ ძის შობას აწებებენ, არადა ყველაფერზე შეიძლება მსგავსი ლოგიკა გამოვიყენოთ. ასე რომ, თუ ღმერთი დროის მიღმაა, მაშინ მასზე ვერ ვისაუბრებთ. თუ არაა დროის მიღმა, მაშინ მისი იდეა მთლიანად აბსურდია. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
აკაკი |
May 26 2013, 06:08 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
დრო გადის ყველასთვის. ღმერთისთვისაც. თუ დრო არ გადის ღმერთისთვის, გამოდის ლოგიკაზე მაღლაა და თუ ლოგიკაზე მაღლაა, როგორ შეიძლება მასზე რაიმე სახის ლოგიკური საუბარი? თუ არ შეიძლება მასზე ლოგიკური საუბარი, რა უფლებით საუბრობს ვინმე მასზე და მსჯელობს თუ როგორია იგი? დრო რომ გადის ვინმესთვის, არ ნიშნავს, რომ იგი მოკვდავია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მას აქვს ცვალებადობა აზრებში, ფიქრებში, ქმედებებში. მაგრამ თუ ღმერთისთვის დრო გადის, მაშინ მის მიერ სამყაროს შექმნა მომხდარა აბსოლუტურად ალოგიკურად. უსასრულო დროის მანძილზე ღმერთი მარტო ყურყუტებდა და უცებ ბუმ - თავში აზრად მოუვიდა რომ სამყარო შეექმნა, რაც მარაზმია. შეუძლებელია იმის აღქმა ლოგიკურად, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. ეგ აზრი მთლიანად ალოგიკურია. შეუძლებელია ერთმა მარადიულმა არსებამ დროის რაღაც მონაკვეთში შექმნას რამე. მართლმადიდებლები ამას მხოლოდ ძის შობას აწებებენ, არადა ყველაფერზე შეიძლება მსგავსი ლოგიკა გამოვიყენოთ. ასე რომ, თუ ღმერთი დროის მიღმაა, მაშინ მასზე ვერ ვისაუბრებთ. თუ არაა დროის მიღმა, მაშინ მისი იდეა მთლიანად აბსურდია. დრო არ გადის ღმერთისთვის, დრო გადის ღმერთის წინაშე. ეს არ გამორიცხავს ღმერთზე საუბრის შესაძლებლობას, რადგან ამოსავალი წერტილი მთელი საწინასწარმეტყველო, სამოციქულო, პატრისტიკული და, აქედან გამომდინარე, საღვთო წერილისა, ე.ი. მთელი საეკლესიო ტრადიციისა ის ჭეშმარიტებაა, რომ საქმე გვაქვს გამოცხადებასთან. ღმერთი პირველი ამბობს, პირველად ღმერთმა შეგვიყვარა, არა ჩვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ ვორჭოფობთ, ვმსჯელობთ და დაკვირვებებს ვაწარმოებთ, როგორც ფილოსოფოსები, მაშინ, როცა წერილი აცხადებს სულ სხვა, პიროვნულ, ზედროულ ღმერთს, ვიდრე ფილოსოფოსთა ღმერთია. მოსეს გამოცხადებაც ხომ ესაა. და რამდენგზის იმეორებს ღმერთი, "მე გამოვეცხადე თქვენს მამებს". დროის ორი კონცეფცია უნდა განვიხილოთ, ზეციური და ქვეყნიური (ასე ვუწოდებ მას): 1) დრო, რომელიც იწყება, დასაბამი აქვს და აღარასოდეს სრულდება, ე.ი. დაუსრულებლად გრძელდება, რაც უკავშირდება ზეციურ სამყაროს ანგელოზთა. 2) დრო, რომელსაც დასაწყისთან ერთად აქვს დასასრულიც, იგი იწყება და მთავრდება, რაც უკავშირდება ხილული კოსმოსს, ე.ი. შესაქმეს. მისი დასასრულში (შევნიშნავ, არა კოსმოსის დასარულში, არამედ ამ დროის დასასრულში, წარმავალობის დასარულში) იგულისხმება მისი შეერთება დროის პირველ კონცეფციასთან, ე.ი. იგი სრულდება იმით, რომ უერთდება დაუსრულებელ დროს, რომელსაც ოდესღაც მიეცა დასაწყისი და აღარ სრულდება. უერთდება არა იმ, ზეცურ სამყაროს, არამედ დროის დაუსრულებლობას. ღმერთს არ აქვს არც დასაწყისი, არც დასასრული, შესაბამისად, ორივე მათგანის მიღმაა. იგია ორთავეს შემოქმედი და, ამასთან, იმყოფება მათში (არის ტრანსცენდენტალურიც და იმმანენტურიც) თავისი უქმნელი ენერგიებით. პირველ მათგანში ქმნილების სრულყოფაში მოყვანას არ სჭირდება დროის პერიოდი, მაგ. ანგელოზის შექმნას არ სჭირდება რაღაც პერიოდი დროში. ის იქმნება სრულყოფილი და, რასაკვირველია, ეს სრულყოფა მარად მზრდადია (როგორც ადამიანი, ისე ანგელოზიც მოწოდებულია "იყოს სრული, როგორც ღმერთ"), რასაც მეორე კონცეფციაზე ვერ ვიტყვით. ის რაც გადმოცემულია "დაბადებაში" სწორედ მეორე კონცეფციაა, წერია რა: "ენ არხე...", ან ებრაულად "ბერეშით", რაც ნიშნავს "დასაბამად", "დასაწყისში", ეს კი გულისხმობს იმას, რომ ხილული სამყარო დროსთან ერთად (მე-2 კონცეფცია) შეიქმნა და, ამავდროულად, მასში მიეცა დასაწყისი მის განვითარებას, მოწესრიგებას ("კოსმონ"). ღმერთში, იმყოფება რა იგი ყოველგვარ უდროობასა და სრულ მარადიულობაში (დაუსაბამო, უსაწყისოსა და დაუსრულებელში), სამყაროს შექმნის ზრახვა თანამარადიულია, სამყარო იქმნება და ხორცს ისხამს უდროობიდან, მისი დასაწყისი არის გასაყარო უდროობასა და დროის დასაწყისს შორის, ესაა წერტილი. წერიტლი "არხესი", "ბერეშითის", ე.ი. ხიულული სამყაროს მოწყობის დასაწყისის. ასე მესმის მე... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი