დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Otherguy |
May 26 2013, 07:07 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
აკაკი
თუ ჩემზე მოქმედებს დრო, ესეიგი მასში ვარ ხომ? რადგან იესო განკაცდა, ჩვენ სისტემაში გადმოვიდა, მას სიკვდილი შეეძლო ხომ ასეა? როგორ შეიძლება ღმერთისთვის დრო არ გადიოდეს, მაგრამ დროში იყოს? აბა გამოთქმა - "დროის მიღმა" რას ნიშნავს? მე იმის თქმა მინდა, რომ ღმერთის იდეა ალოგიკურია ლოგიკური აზროვნებით. აბსოლუტურად უაზრობაა იმის თქმა, რომ სანამ სამყარო შეიქმნებოდა, ღმერთი მარტო იჯდა და ყურყუტებდა უთვალავი დროის მანძილზე. მერე უცებ მოუნდა და შექმნა სამყარო. მაგრამ თუ ღმერთი არის ლოგიკაზე მაღლა, მაშინ შეუძლებელია მასზე საუბარი საერთოდ. წარმოიდგინე, ჩვენ ვამბობთ - "ღმერთი არის ყოვლისმცოდნე". კი მაგრამ, რა იცოდა ღმერთმა მაშინ როცა მის გარდა არაფერი არ არსებობდა? თუ ადრე არ ყოფილა ღმერთი ყოვლისმცოდნე და მერე გახდა, ესეიგი შეცვლილა. მაგრამ ეს უფრო ლოგიკურია ვიდრე ის, რომ სრულყოფილი ღმერთი უთვალავი დროის მანძილზე იყო სრულიად მარტო და მერე უცებ რაღაც მისტიურ მომენტში მოუვიდა აზრად შეექმნა სამყარო. შეუძლებელია მარადიულმა არსებამ თქვას: "მოდი, შევქმნათ ადამიანი"-ო. ალოგიკურია უბრალოდ. თუ ვამბობთ, რომ ღმერთი ლოგიკაში არ ჯდება, მაშ როგორ ვმსჯელობთ მასზე. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი