პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
May 26 2013, 07:11 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე – საქართველოს წინსვლა გარდაუვალია
დღეს არის ბედნიერი დღე მთელი საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ვდღესასწაულობთ ეროვნულ დღესასწაულს – ჩვენს სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მართალია საქართველო ძნელად მიდის პროგრესისკენ, თუმცა, მისი წინსვლა გარდაუვალია. "მთელს საქართველოს, ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ყველას გილოცავთ ამ დიდი ეროვნულ დღესასწაულს", – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, საქართველო ბედნიერია იმით, რომ კორფუს მიტროპოლიტმა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა, როგორც "ნიშანი ქვეყნის წინსვლისა და წმინდანის დიდი დახმარებისა". "ღვთის განგებით და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა-კურთხევით ჩემი ინტრონიზაცია შედგა იმ დღესასწაულზე, როდესაც ჩვენ წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს ვზეიმობთ – 25 დეკემბერი, 1977 წელი. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ წმინდა სპირიდონი იქნებოდა საქართველოს და ჩვენი ეკლესიის მფარველი და წინამძღვარი", - ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორემ ქართველი ერის სახელით მადლობა გადაუხადა კორფუს მიტროპოლიტ ნექტარიოსსა და კორფუს მერს და მართლმადიდებლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის ისინი საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა. მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა საქართველოს პატრიარქს მრავალი წელი სიცოცხლე და საქართველოს ეკლესიის სადარაჯოზე მყარად დგომა უსურვა და უსახსოვრა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი, ასევე, მისი წიგნები და ფოტოების კრებული წმინდანის ცხოვრების შესახებ. საკვირაო ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა. დღესვე, "სახალხო კრების" ინიციატივით, სამების საპატრიარქო ტაძარში ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვილი გადაიხადა. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/78601-ili...l#ixzz2UPaeqkON -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი