დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
აკაკი |
May 26 2013, 07:17 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ციტატა ღმერთი მარტო იჯდა და ყურყუტებდა უთვალავი დროის მანძილზე. მერე უცებ მოუნდა და შექმნა სამყარო. ამის თქმა მინდოდა, რომ ეს "ყურყუტი" თუ რაც არ უნდა დავარქვათ, უკვე დროს მოიაზრებს, "უთვალავი დროის მანძილზე". იქ, იმ ერთადერთ წიაღში, არ არის დრო, საერთოდ ასეთი ცნებაც არაა, როგორც სიბნელე არაა ღმერთთან, იოანე რომ ამბობს. ანუ მცირედიც, გაკარებაც არ არსებობს დროის. სრული უდროობა. ზე-ყოფიერება. სიტყვები "მოდი შევქმნათ", და საერთოდ, ბიბლიის სხვა სიტყვები, როგორც გადმოცემულია იგი ბიბლიის ამ პირველ ფურცლებზე, სიტყვასიტყვით არ გაიგება. ამ მუხლის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მნიშვნელობა ისაა, რომ ღმერთს იმთავითვე ჰქონდა სამყაროს მოწყობა განზრახული ადამიანისთვის, განსაკუთრებული არსების შექმნა, რომ მისთვის უძვირფასესია ადამიანი. როგორც წინა პოსტში ვთქვი (რომელიც ჩავასწორე და გავამდიდრე) მასში თანამარადიულადაა სამყაროს შესაქმის ზრახვა, მისივე დროებით და ყოველივეთი, ამდენად ყველაფერი იცის კიდეც. ეს ყოველივე შეუძლებელია გონებამ გაიაზროს და შემდგომ აღწეროს, ამიტომაც წერია ბიბლიაში ის, რის გაგებაც უკვე შეიძლება. ბიბლია ამბობს, ღმერთის შემეცნება შეუძლებელია, შეუძლებელია გაიგო მისი არსი, ყოფიერების რაგვარობა. და ამავდროულად ამბობს, რომ ღმერთის შემეცნება შეიძლება, შეიძლება იმდენად, რამდენადაც თვითონ უახლოვდება თავის სამყაროს, მოდის მასთან, შედის მასში თავის ენერგიებით. უფლაზე, იესოზე საუბარს ახლა აქ, ცხადია, ვერ დავიწყებთ. ეს არის, როგორც მესმის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი