საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
May 26 2013, 08:37 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საპატრიაროს განცხადება 17 მაისის მოვლენებზე
საქართველოს საპატრიარქო გულისტკივილს გამოთქვამს იმ მოვლენების გამო, რომელიც 17 მასს განვითარდა. საპატრიარქოს განცხადება ჟურნალისტებს საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. “საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ 17 მაისს დაგეგმილი აქციის ჩატარებისას მოხდა და რომელსაც, ჩვენი აზრით, პროვოკაციის ხასიათი ჰქონდა. ქვეყანაში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანული, მუსლიმური და სხვა ტრადიციული რელიგიის მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება და სამართლიან პროტესტს იწვევს. მით უმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორებმა ანგარიში არაფერს გაუწიეს და შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ძლიერ ემოციურ კავშირშია. ეს დამატებით გამაღიზიანებელ მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცა”, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. მისივე განცხადებით, საპატრიარქო ცალსახად ემიჯნება მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივ ნორმებში არ ჯდება. „სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. ამ ერთეულმა ადამიანებმა ზიანი მთელ ეკლესიას მიაყენეს. საპატრიარქო მათ ქმედებს შეისწავლის და ჩვენის მხრივ სათანადო ზომებს მივიღებთ. უნდა აღნიშნოს, რომ არა სასულიერო პირთა ძალისხმევა და პოლიციის თავდადება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა”, – აღნიშნა დეკანოზმა. http://www.ambioni.ge/sapatriarqos-gancxad...isis-movlenebze -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი