ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
Dulos |
Apr 12 2007, 11:57 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. მორმონები და იეჰოვას მოწმეები პროტესტანტებად არ ითვლებიან და არც საკუთარ თავს თვლიან პროტესტანტად. ციტატა ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს. ჩემთვის უცნობია ასეთი პროტესტანტული ჯგუფი. აშშ-ში ერთერთმა ანგლიკანურმა ეკლსიამ დართო ნება მსგავს ამორალურობას და თუ არ ვცდები ერთერთმა ეპისკოპოსმაც იქორწინა კაცზე. ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ამის შესახებ ერთხმად ლაპარაკობს წმიდა წერილი: ეს სისაძაგლეა ღმერთის წინაშე, ყოველგავრი შეფერადების და შელამაზების გარეშე. ერთი საკითხია კიდევ რატომაც ხდება, თუმცა არანაირად ამართლებს ამას. როდესაც ეკლესია ქორწინების მოწმობას გასცემს, კანონი ავალდებულებს, რომ შეაუღლოს ყველა, ქალი კაცთან, კაცი კაცთან, ქალი ქალთან... უარის შემთხვევაში "წყვილს" უფლება აქვს სასამართლოში იჩივლოს და ხშირ შემთხვევაში იმარჯვებს კიდეც. ვინაიდან მათი უფლება დაირღვა. გავიმეორებ, რომ ჩვენს ეკლესიებში ამაზე ლაპარაკიც არ მიდის, ერთი მტკიცე და მკაცრი პოზიციაა შემუშავებული: ეს არის სისაძაგლე ღმერთის წინაშე და საშინელი ცოდვა. ეგ იქით იყოს უმრავლეს ეკლსიებში განქორწინებაა აკრძალული და ერთერთი მთავარი საკითხია რასაც ებრძვის ეკლესია. ციტატა ჰო, კიდევ ის ვიცი, რომ მორმონები აღიარებდნენ მრავალცოლიანობას. მაგრამ მერე ამან რეგისტრაციაში შეუშალათ ხელი და ფორმალურად აკრძალეს. თუმცა მაინც ფიქრობენ (თავისთვის) რომ მრავალცოლიანობა დასაშვებია. მორმონებზე ბევრის ლაპარაკი შეიძლება. მაგრამ ისინი არ არიან პროტესტანტები და თავს შევიკავებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ რეგისტარციაში კი არ შეუშალა ხელი, როგორც ცნობილია იუტას შტატში ცხოვროდნენ, სოლტ-ლეიკ-სიტი-ში მოსახლეობის 75% დღესაც მორმონია. იუტას შტატს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ და ამიტომ შეცვალეს ეს სწავლება. რამაც შემდეგ განხეთქილება გამოიწვია. P.S. სხვათა შორის თავისუფლების მეოდანზე, მერიოტის სასტუმროში ნომერში თუ შეხვალთ, უჯრაში "მორმონთა წიგნს" აღმოაჩენთ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი