დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
■გიორგი■ |
May 15 2013, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორ უნდა მოიაზრებოდეს დრო და ღმერთი?
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების აზრით, ღმერთი დროის მიღმაა. ნუთუ მართლა ასეა? რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ახ.წ. 8-ე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ფილოსოფოსი, რომელსაც მრავალფეროვანი იდეური მასალის გაერთიანება ჰქონდა დასახული მიზნად, შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა, საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი და ეგონა, რომ ღმერთი დროის მიღმიერია. რას ფიქრობთ, საიდან მოიგონა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში მყოფი ასეთი უკიდურესი იდეა? საინტერესოა რატომ ჰგონიათ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს უზენაესი უფალი დროის მიღმიერი? რას ეფუძნება ასეთი იდეები? ბიბლიას რომ არ ეფუძნება ფაქტია. მაშინ საიდან იღებს სათავეს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
May 27 2013, 01:01 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
დრო არ გადის ღმერთისთვის, დრო გადის ღმერთის წინაშე... წმინდა წერილის ფონზე თუ ვიტყვით, ეგ თვალსაზრისი რაც მანდ დაწერე, არასწორია. წერილის თანახმად ღვთისთვისაც არსებობს დრო და ღვთისთვისაც გადის დრო. ციტატა ასე მესმის მე... გასაგებია როგორც გესმის; და მიუხედავად იმისა, რომ არასწორად გესმის, მაინც საინტერესო იქნებოდა ჩამოგეყალიბებინა, რის საფუძველზე დაასკვენი ეგ რაც ზემოთ დაწერე? შენი რწმენა რას ეფუძნება? წმინდა წერილს რომ არ ეფუძნება კარგად ჩანს, მაგრამ რაღაცას ხომ უნდა ეფუძნებოდეს? რას ეფუძნება? რის საფუძველზე მიხვედი მაგ დასკვნებამდე? უბრალოდ შენ რომ მასე გგონია, საკმარისი არაა სხვებისთვის რომ სხვებსაც მასე ეგონოს. ხვდები ხომ რასაც გეკითხები?-------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი