დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
q-e-T-i |
Mar 2 2008, 09:29 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
დედაშვილური სიყვარულის არსი...
საგალობელი დედებს დიდება დედას, ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს, ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია, ვინც უსახელოდ დაბადებულს თითო ბავშვს უძლურს სამშობლოს უზრდის რუსთაველად, ვაჟად, ილიად! მე ვლოცავ იმ ქალს, ვინც არ იცის, რა არის შიში, ვისი თვალებით გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი, ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს, მარჯვენა მისცა აღემართა სვეტიცხოველი! დიდება დედებს, ვინც ცრემლებით მიწა აავსო, ძუძუ აწოვა მკლავდაკუნთულ სამას არაგველს, მადლობას ვუხდი დიდ წინაპრებს, შვილი სამასი სამშობლო მიწის ჭრილობებს რომ წამლად დაადეს. მადლი იმ დედებს, უკვდავება ვინც გაინაღდა, ვისი სახელიც ხალხის გულში ჩუმად სანთელობს, დიდება იმ ქალს, ვინც რწმენისთვის დაწვეს ჩირაღდნად, ვისაც საფლავში დღესაც სცივა უსაქართველოდ. მე ვლოცავ დედებს, ვინც ელოდნენ დილას ხვალინდელს, ვინც შვილის საფლავს უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ, ჩუმად იცრემლეს, ამ ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ, ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე! დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს ლომის ბოკვრები, და თუ მოგვიხმობს საქართველოს მიწა ბებერი, სამშობლო მიწის დასახსნელად ისე მოვკვდებით, ქართველი დედის სიამაყეს როგორც შეჰფერის! მედეა კახძე აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა ცხრა თვეს მუცლით დატარებდი, "ვაით"გშობე,"უით"გზარდე, და რად გიკვირს ყოველ ქალზედ უფრო დედას რომ უყვარდე? ქალი მამას ქმარში გაცვლის, ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება; მაგრამ დედას შვილის ტრფობა სამარეში თან ჩაჰყვება! ახლოს გული მისთვის უძგერს, შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება: უფიქრელად თავს შესწირავს,- დედა თვის შვილს ენაცვლება!.. მაგრამ შვილი ხშირად დედას გასცვის ხოლმე სიყვარულში!.. არ იცის,რომ მოტყუებულს სხვისი სატრფო რჩება ხელში!.. მაგრამ ნება ბუნებისა ეს არის და ასე იყოს: დედამ უნდა შვილისათვის თავის-თავი დაივიწყოს!.. რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ შავი ფიქრი გულს მიბურავს... ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია! ან გცივა და არა გხურავს! ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ, გულს გასვია მტრის ისარი და,რომ წყლული შეგიხვიოს, დედა -შენი არსად არი!.. ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს ყვავი ჰკორტნის და ყორანი, და უნაგირთ უპატრონოდ დაგხვიხვინებს თავს მერანი!.. ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს? მაშინ დედა_შენიც ჩიტად გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!.. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
marine |
May 27 2013, 04:11 PM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლეგენდაც კი არსებობს დედის უშრეტ სიყვარულზე: „ერთ ბიჭს შეუყვარდა გოგონა, დაავიწყდა დედა... გოგონამ დედის გული მოსთხოვა... დედამ ეს რომ გაიგო, უთხრა: „შენ ბედნიერი მყავდე და ჩემი გული წაუღეო...“ გახარებულს დედის გული შეყვარებულთან მიჰქონდა, როცა სისწრაფისაგან ფეხი ქვას წამოკრა და დედის გული გაუვარდა, იქიდან კი ხმა მოისმა: „ხომ არ დაშავდი, შვილო?“ - იმაზე დიდი სიყვარული, როგორც დედას შვილი უყვარს, არ არსებობს.
გაუფრთხილდით დედებს... სანამ დროა, მოეფერეთ მათ და ნუ ატკენთ გულს ნურაფრის გამო. დედა სიცოცხლის წყაროა. სანამ ის გყავს, მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია; ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი, მრჩეველი, სიხარულის გამზიარებელი. როცა ცუდად ხარ, დედას უხმობ საშველად, როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას, სახლში სწრაფად გინდა მიხვიდე, რომ კარების გაღებისთანავე დედას შენი წარმატება მიახარო, რადგან იცი, რომ მასზე მეტად ეს არავის გაუხარდება. როცა გულის გადაშლა მოგინდება, დედასთან მიდიხარ არა იმიტო, რომ შენ მეგობარი არ გყავს, არამედ იმიტომ, რომ მასზე უკეთ ვერავინ გირჩევს და გაგიგებს... დედა ტირის და ტკივა ჩვენს გამო. რაოდენ გულის მომკვლელია დედის ცრემლი? როცა ხედავ მის სევდიან თვალებს, რომლებიც ერთ დროს ანათედნენ, უცებ ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან, სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჟრუანტელი, პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი, ცრემლი სინანულის, გულისტკივილის, დარდისა და ბოლოს, ცრემლი საკუთარი თავისადმი უკმაყოფილებისა და საშინელი ტკივილის, რადგანაც შენ დედა აატირე, მისი ცრემლი კი ყველაზე წმინდა, სათუთი და სპეტაკია. შვილი დედისთვის ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც მას ღმერთმა აჩუქა, ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს, მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ...“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი