პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
May 27 2013, 09:49 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს საპატრიარქო პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
2013-05-24 დღეს, 24 მაისს, სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან ერთად შეხვდა ინტერრელიგიურ სამუშაო ჯგუფში შემავალი რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებს. ყველამ გამოთქვა წუხილი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობრივი მოწოდებებისა და ქმედებების გამო. ამასთანავე, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ერთხმად დააფიქსირეს თავისი პოზიცია და აღნიშნეს, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა უმძიმესი ცოდვა არის და, ამდენად, მისი პროპაგანდა, ტირაჟირება და პოპულარიზაცია ყოვლად მიუღებელია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და დამსწრე რელიგიური დენომინაციების ლიდერები შეთანხმდენ, დაიწყონ აქტიური მუშაობა, რათა თავის მხრივ ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არსებული ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას. დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებებიც: ა). მოხდეს ზნეობრივ თემებზე ერთობლივი წიგნის (ან წიგნების) პუბლიკაცია; ბ). ყველამ შეუწყოს ხელი ოჯახის, როგორც სახელმწიფოს უმრთავრესი საყრდენის, სიწმიდისათვის ზრუნვის გაძლიერებას; გ). ეთხოვოს სახელმწიფოს ოჯახის დღის დაწესება-აღნიშვნა; დ). მოხდეს ზოგადად საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება; ე). საკანონმდებლო ორგანოსათვის განსახილველად შემუშავდეს გარკვეული წინადადებები, რომელიც მოზარდების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას შეუწყობს ხელს. შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერები შემდეგი რელიგიური დენომინაციებიდან: იუდეური თემი, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, იეზიდთა თემი, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისთა ეკლესია, ასევე - ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი პაატა გაჩეჩილაძე, კონფესიათაშორისი დიალოგისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი თეა გოგოტიშვილი. http://patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=761 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი