პირადად ამ ფორუმის ადმინისტრატორს - გიორგის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პირადად ამ ფორუმის ადმინისტრატორს - გიორგის |
sergi_glaxa |
May 28 2013, 08:41 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
გიორგი გამარჯობა!
იცი, რომ ამ ფორუმის კარგა ხნის წევრი ვარ, მგონი რიგით მე 12. ძალიან მიყვარდა ეს ფორუმი და ფორუმელები. მადლობა, რომ შენს მიერ შექმნილ ამ ფორუმის მეშვეობით უამრავი ბრწყინვალე პიროვნება გავიცანი, მათ შორის შენც. ბევრ აქ გაცნობილ ადამიანთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს და ვმეგობრობ. სამწუხაროდ, ამ ფორუმმა (ჩემთვის) ამოწურა თავისი თავი...დიდი ხანია...მას შემდეგ რაც ის ადამიანები აღარ არიან აქ, რომლებთანაც მძაფრი კამათიც კი ერთობ საინტერესო იყო... ბევრი რომ არ გავაგრძელო - ჩემი თხოვნაა, გაუქმდეს ყველა ჩემი თემა და პოსტი, რაც ამ ფორუმის შექმნიდან დამიწერია და შემიქმნია..გაუქმდეს ჩემი ანგარიში. იმედი მაქვს ამ თხოვნას გაითვალისწინებთ და რაც შეიძლება მალე. წინასწარ მადლობა. პატივისცემით, სერგი |
ნაინა |
May 28 2013, 10:35 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
აი ორი ჭკვიანი.
გოორგი იმედია თავად გაგცემთ პასუხს, მაგრამ მეც მაქვს სურვილი საკუთარი აზრი გამოვხატო თქვენს მოთხოვნაზე. თუ ასე ძალიან არ გინდათ ამ ფორუმზე თქვენი პოსტები არსებობდეს, თავადვე შეგიძლიათ ჩამოყვეთ და გაანადგუროთ. სერგის ორი ნიკი აქვს რამდენადაც მე მახსოვს ( თუ არ ვცდები და მეტი არ აქვს სინამდვილეში ) მაგრამ ატმანის ნიკებს ვინ დაითვლის. ხომ ვერ მეტყვით ვის ექნება იმის დრო და საშუალება, რომ ჩამოყვეს და 2006 თუ 2007 წლიდან დღემდე მოიძიოს თქვენი დაწერილი პოსტები თუ გახსნილი თემები და ანადგუროს? ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევთ თავს და ზედმეტად ხომ არ ავალდებულებთ სხვას? აბა კარგად დაფიქრდით. თუ პოსტების წერა არ გინდოდათ არც არავინ გაძალებდათ, თუ რამე არ მოგწონთ თქვენს ნაწერებში, ან თუნდაც არ გაქვთ სურვილი ამ ფორუმზე თქვენი პოსტი არსებობდეს, ადექით და თავად გაისარჯეთ მათ წასაშლელად. რაც შეეხება ნიკის, უფრო სწორად ნიკების გაუქმებას, ჩამოწერეთ რა ნიკებიც გაქვთ და გააუქმებენ. ესაა სულ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 11:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი