კითხვები და თხოვნები, განყოფილების თემატიკიდან გამომდინარე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები და თხოვნები, განყოფილების თემატიკიდან გამომდინარე |
თამარი_ცქნაფო |
Jun 1 2008, 06:03 PM
პოსტი
#21
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
აქ განათავსეთ თქვენი კითხვები და თხოვნები განყოფილების თემატიკიდან გამომდინარე: რა გაინტერესებს, რას ეძებთ, რამით ხომ არ შეგვიძლია თქვენი დახმარება ან რომელიმე წიგნის მოწოდება და ა.შ.
რაც შეეხება გრამატიკულ საკითხებს, მიაკითხეთ მეზობელ თემას აი, აქ: http://church.ge/index.php?showtopic=392&st=0 წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით, თამარი_ცქნაფო -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
afxazi |
May 29 2013, 04:09 PM
პოსტი
#22
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
გორგასალი
ციტატა არგი მაშინ მე მოვიყვან ცნობილ მოსაზრებებს ( ახლა ვკითხულობ ვიქტორ ნოზაძის "ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება"-ს არ ვიცი რამდენად შეესაბამება საეკლესიო(მართმადედებულ) შეხედულებას "ვეფხისტყაოსნის" შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ეს მოვძებნე რომელიც უპირისპირდება იმ მოსაზრებას : თითქოსდა ეკლესია "ვეფხისტყაოსანს" უპირისპირდებოდა). მოდით საქმეზე გადავიდეთ ( კარგი იქნება თუ სხვა მომხმარებლებიც მიიღებენ ამ საკითხში მონაწილეობას). 1) ყველაზე გავრცელებული არის მოსაზრება რომლის მიხედვითაც ეკლესიამ (ეკლესიის წარმომადგენლებმა) "auto da fe" გამოუცხადა "ვეფხისტყაოსანს" დააწვევინა წიგნები, ზოგი მათგანი დაახევინა და მდინარე "მტკვარში" გადააყრევინა. მოკლედ ეს არის ერთ ერთი პირველი რაც შემხვდა როდესაც ამ საკითხით დავინტერესდი. თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ ამის დასადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მაინტერესებს რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ საკითხთან მიმართებაში. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია იმ მღვდლების დამოკიდებულება რომლებმაც თითქოსდა "auto da fe" გამოუცხადეს "ვეფხისტყაოსანს". (მხედველობაში მყვანან : კათოლიკოს ანტონ პირველი და ტიმოთე მთავარ ეპისკოპოსი) იქნებ მითხრათ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხთან ამ საკითხს მეც ვარ გაცნობილი და უნდა ითქვას, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ის, რომ ანტონმა ვეფხისტყაოსნის ის პირველი გამოცემის ყველა ტომი დააწვევინა არაერთი ადამიანის ცნობით ვიცით, თუმცა ყველა ეს ადამიანი მოგვიანო პერიოდის მოღვაწეა და მათ შორის არავინ არის უშუალო თვითმხილველი, ეს ფაქტია. ის აზრი, რომ ანტონი სათავეში უდგა რადიკალურ ჯგუფს, რომელთაც თითქოს ვეფხისტყაოსნის ყველა ეგზემპლარი დაწვეს უფრო არარეალური ჩანს. ყოველშემთხვევაში ანტინი არ იქნებოდა ამის არც მომხრე და არც ინიციატორი, რადგან მისი მოღვაწეობა და შეხედულებები აბსოლუტურად განსხვავებულია ასეთი მიდგომისგან, მეტიც, ის თავად არაერთ ადგილას იყენებს ციტატებს ვეფხისტყაოსნიდან და მათ მაღალ შეფასებებს აძლებს. მის წინააღმდეგ იმ ფრაზას იყენებენ, როცა მან შოთა რუსთაველის შესახებ თქვა, რომ ის კარგი ღვთისმეტყველი იქნებოდა ფუჭად რომ არ დახარჯულიყოო. არადა ამ ციტატას სრულიად სხვა გააზრება აქვს და სხვა მნიშვნელობითაა ნათქვამი. რაც შეეხება ზოგადად ეკლესიურ დამოკიდებულებას, ცხადია ამ ფაქტს, თუ ის მოხდა საერთოდ (მე არ მჯერა რომ მოხდა), ვერ განვაზოგადებთ და ვერ ვიტყვით, რომ ეკლესიას რადიკალური მიდგომა აქვს ამ ძეგლისადმი, უფრო პირიქით არის ცხადია და ეს ბუნებრივიცაა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი