კითხვები და თხოვნები, განყოფილების თემატიკიდან გამომდინარე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები და თხოვნები, განყოფილების თემატიკიდან გამომდინარე |
თამარი_ცქნაფო |
Jun 1 2008, 06:03 PM
პოსტი
#21
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
აქ განათავსეთ თქვენი კითხვები და თხოვნები განყოფილების თემატიკიდან გამომდინარე: რა გაინტერესებს, რას ეძებთ, რამით ხომ არ შეგვიძლია თქვენი დახმარება ან რომელიმე წიგნის მოწოდება და ა.შ.
რაც შეეხება გრამატიკულ საკითხებს, მიაკითხეთ მეზობელ თემას აი, აქ: http://church.ge/index.php?showtopic=392&st=0 წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით, თამარი_ცქნაფო -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
A.V.M |
May 31 2013, 02:56 AM
პოსტი
#22
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ამ საკითხში აბსოლიტურად ეთანხმება ჩემი პოზიცია დეკანოზ ლევან მათეშვილის აზრზს , იმიტომ რომ :
1– კრეტინიზმია შეეწინააღმდეგო ვეფხისტყაოსანს და მისი აღმოფხვრა გინდოდეს . 2–უფრო კრეტინიზმია ის აზრი , რომ ეკლესია როდესმე და რაიმე ფორმით ეწინააღმდეგებოდა ამ გენიალურ ნაწარმოებს . ეს ცილისწამება კომუნისტურ პერიოდში გავრცელდა და ძალიან ვწუხვარ რომ დღესაც აქვს მოკიდებული საზოგადოებაში ფეხი . მახსენდება დეკანოზ დავით ისაკაძის სტუმრობა უცნობთან და ის ,,კონსესუსი'' რომელიც იქ შედგა : ,,კათალიკოსი რომელიც წვავდა და დევნდა ვეფხისტყაოსანს იყო ანტონი და არა კირიონი . '' აფხაზმაც აღნიშნა , რომ ყველა ის ინფორმაცია , რაც კი მოწოდებულია ანტონის მიერ ვეფხისტყაოსნის მდევნელობაზე არის მისი მოღვაწეობის შემდგომი დროს დაწერილი და ვერ მივიღებთ უეჭველ ჭეშმარიტებას , მით უმეტეს , რომ ანტონი , როგორც ფილოლოგი , რადიკალურად განსხვავებულად მოქმდებდა მისი ცხოვრების მანძილზე . კომუნისტურ პერიოდში რომ ვრცლდებოდა ცრუ ინფორმაციები , ამის შესახებ , ეს გასაგებია . მაგრამ საინტერესოა დღეს რა გვაძალებს რომ ამგვარი დეზინფორმაციები ვავრცელოთ? ვფიქრობ ის , რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში მიღებულია აზრი ანტონ პატრიარქის კათოლიკეობის შესახებ . და ხალხს იმდენად უნდა რომ შეურაცხყონ , ჩრდილი მიაყენონ , დაამდაბლონ იგი , რომ ხაზს უსვამენ მის მიერ სხვა , დადებითად შესრულებულ საქმეებს . ამის საფუძველს კი აძლევთ ანტონის შემდეგი ფრაზა : ,,რუსთაველი ამაოდ დაშვრა . '' რომელიც კონტქსტიდანაა ამოგეჯილი . ვფიქრობ იმ ხალხს , ვისაც ეს ფაზა აქვთ ხელზე დახვეული , საერთოდ არ აწვთ წაკითხული თუ რა კონტექსტშია მოხმობილი . თქვენის ნებათვით , კიდევ ერთხელ გაგახსენებთ , თუ რას წერს კათალიკოსი აქამდე შოთა რუსთაველზე : ,,დიდი პირიტიკოსი , დიდი რიტორი , დიდი სიტყვათა გამომთქმელი , დიდი ღვთისმეტყველი და.ა.შ მაგრამ იგი ამაოდ დაშვრაო . '' ეს ფრაზა თავად ნაწარმოების პროლოგს მიემართება და არა ,,მდევნელ–დამწველობას . '' ია რას წერს შოთა მიჯნურობაზე : ,,ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა, იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.'' ახლა უყურეთ მე რას ვშვებიო: ,,ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან'' აა...ბატონო . თვითონ წერს , რომ საღვთო სიყვარული პირველიაო , აღმატებულიო , მე კიევ უფრო მდარეზე , უფრო ქვედაზე ვწერო . სხვა რამე თქვა ანტონმა ? არა . შოთა ნასწავლი , მორწმუნე , განათლებული და.ა.შ კაცი იყოო , შეეძლო დაეწერა უაღმატებულესზეო , მაგრამ დაწერა უფრო მდარეზეო რითაც ამაოდ დაშვრაო . რაც შეეხება ეპისკოპოს ტიმოთე გაბაშვილს . თავიდანვე უნდა უარვყოთ რო მას რაღაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა შოთაზე , მტერი იყო ვეფხისტყაოსნის და.ა.შ ამას ისიც აბათილებს , რომ სწორედ მის მიერ მოწოდებული ცნობებით მოხდა იმ ფრესკის აღოჩენა , რომელიც პალესტინაშია . ხოლო მის მიერ გამოთქმული აზრი : ,,შოთას სწავლებით განირყვნა ერი ჩვენი . '' არის პირადი აზრი . ზოგს შეიძლება ვეფხისტყაოსანი ეგონა გამრყვნელად , ზოგს შეიძლება უნათლავი ჩვილები ეგონოს რომ ჯოჯოხეთში მოხვდება , ზოგს რა და ზოგს რა . მაგრამ ეს ყოველივე არის პირადი აზრი და არა ეკლესიის დამოკიდებულება ! ვინმე თუ წარმომიდგენ სხვა დოკუმენტურ მასალას , საიდანაც ამ ორი (ან თნდაც სხვა ) სასულიერო პირის აზრია გამოთქმული ამ საკითხის შესახებ , იმაზე გესაუბრებით . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი