საპატრიარქოს უნივესიტეტი, აგრესიული რექტორი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საპატრიარქოს უნივესიტეტი, აგრესიული რექტორი |
unknown lady |
Mar 25 2013, 09:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 25-August 10 წევრი № 9,343 |
მოგესალმებით, ჩემი პირველი თემა ამ ფორუმზე სამწუხარო ამბავს შეეხება. 2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში, საპატრიარქოს უნივესრსიტეტში. იმედი მქონდა, რომ მართლაც ცოდნას და მადლს აზიარებს ეს უნივერსიტეტი ადამიანებს. თანდათან დავინახე რექტორის აგრესია თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ. რომ არ ვისაუბრო სხვებზე მოვყვები პირად მაგალითს. ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!) თქვენ ჩვენი სტუდენტები ხართო? მეც გავყევი. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ ეს არსებითი არ არის. ვუპასუხეთ, დიახ თქვენი სტუდენტები ვართ. ხოდა ძალიან სამწუხაროა, მობილობა იქნება და გადადითო. ყვიროდა და შეგვიყვანა აუდიტორიაში. საკმაოდ ხაზგასმით ვუთხარით, რომ ხელშეკრულებაში არ გვიწერია, რომ მწეველ ადამიანს არ აქვს სწავლის უფლება და სიგარეტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ ეწეოდნენ გოგოები. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში. მე ვარ ეკლესიის მრევლი ბავშვობიდან. ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე. ის სულ გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა არ არის "კბილთა ღრჭენა". ეს არ არის აგრესია და ადამირიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმა. სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას. ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის) აღინიშნება სწვალის ძალიან დაბალი ხარისხი, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენა და გახალტურება. რექტორი არის უნივერსიტეტის სახე. უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს. საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. არ ზრუნავს ხარისხზე. მე კი ამის გამო ვწუხვარ. საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი და იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება. ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ვერც განათლებას აძლევს და რწმენაშიც აბრკოლებს. სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს. რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია. პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია. |
unknown lady |
Jun 2 2013, 01:28 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 25-August 10 წევრი № 9,343 |
ძვირფასო მარინე,
ამბავი იმ ტერიტორიაზე მოხდა, რა ტერიტორიაც წერილში აღვნიშნე. დაძახება ყურს მისწვდა, იმიტომ რომ დაცვა გამოვიდა ეზოს გარეთ. მერე შევედით ეზოში და გავიგეთ ქალის ხმით კივილი საერთოდ, განწყობილი ხართ ეჭვის შესატანად. ვწერ გასაგებად: ლექციები ცდება საპატრიარქოს უნივერსიტეტში ქრონიკულად, ლექტორები ახალტურებენ - ჩათვლებს არც ამოწმებენ ნიშნებს პირდაპირ წერენ, ჩათვლებზე გადაწერაა, ბევრი პირდაპირ სახლში გვატანს დასაწერად. სწავლის ხარისხი ნულს ქვემოთ არის. რატომღაც ყურს იყრუებს ყველა ამაზე. გნებავთ გაიგეთ და შეიტანეთ ყველამ პირადად ის წვილილი, რაც შეგიძლიათ, რომ გააუმჯობესოთ სწავლის ხარისხი, თუ არა და იმკითხავეთ სად ეწეოდნენ სიგარეტს მაგისტრატურის სტუდენტები რაც შეეხება სიგარეტის გამო უპირობოდ გარიცხვას (არა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცხადია) მოდი მოვწევ გარეთ, გამრიცხეთ და ვიჩივლებ რადგან საპატრიარქოს ლოგოს ატარებ, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. მე სახელმწიფომ მომცა გრანტი, დამიფინანსა მაგისტრატურა, უნივერსიტეტმა და მე ორმხრივად მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას. ვარღვევ ხელშეკრულებას? გამრიცხოს. დააღვევს ბატონი ვარდოსანიძე? მე ვუჩუვლებ და ისე მოვუგებ, მზე მაღლა დარჩება თუ არა და ჩამოართვან აკრედიტაცია, რადგან ხარისხს ვერ აკმაყოფილებს და სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა მოქმედებდეს ასეთ უხარიხსო პროდუქტზე, მაშინ პრეტენზიაც არ მექნება. ახლა ბიუჯეტი იფლანგება რაზე? იმაზე, რომ ლექტორმა ლექციები გააცდინოს, ჩათვლა არ შეამოწმოს, გამოცდაზეც არ მობრძანდეს და სახლებში ვწეროთ, ფორმალურად. ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქართველოში ბნელა და გეშლებათ თუ ეკლესია კოლექტივების სამართავი რელიგია გგონიათ მიხედეთ სწავლის ხარისხს, ნუ აცდენთ ლექციებს, გამოცდებზე და ჩათვლებზე გადაწერა არ შეიძლება. გინდათ თუ არა, მოგიწევთ ხარისხზე ზრუნვა. თქვენს კისერზე იქნება უცოდინარი სპეციალისტების გამოშვება კეთილ საქმეს აკეთებს საპატრიარქო უნივერსიტეტის შექმნით, თქვენ კი სკამებზე დახარბებულები, მარტო საკუთარ თანამდებობებზე ფიქრობთ, რომ როგორმე სადმე დაგნიშნონ და ხელფასი მიიღოთ იზრუნეთ სწავლის ხარისხზე და აკეთეთ ის, რაც თქვენი მოვალეობაა და რაშიც ხელფასს გიხდიან თორემ წერილობით კი არა ვიდეო მასალით ვაჩვენებ საზოგადოებას საპატრიარქოს უნივერსიტეტის სწავლის დონეს. |
G_saxva |
Jun 2 2013, 05:55 PM
პოსტი
#3
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ავწერ გასაგებად: ლექციები ცდება საპატრიარქოს უნივერსიტეტში ქრონიკულად, ლექტორები ახალტურებენ - ჩათვლებს არც ამოწმებენ ნიშნებს პირდაპირ წერენ, ჩათვლებზე გადაწერაა, ბევრი პირდაპირ სახლში გვატანს დასაწერად. სწავლის ხარისხი ნულს ქვემოთ არის. რატომღაც ყურს იყრუებს ყველა ამაზე. ამ წერილში მარტო იმაზეა საუბარი რა საშინელი და ცუდი სწავლაა. მებადება კითხვა თუ არ მოგწონს რატომ არ გადაიხარ სხვაგან? თუ ფულს ტყუილად იხდი უკმაყოფილო ხარ როგორც ლექტორებით ასე სწავლის დონით? გიჭერს ვინმე არ გადახვიდე დარჩიო? ციტატა რაც შეეხება სიგარეტის გამო უპირობოდ გარიცხვას (არა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცხადია) მოდი მოვწევ გარეთ, გამრიცხეთ და ვიჩივლებ რადგან საპატრიარქოს ლოგოს ატარებ, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. მე სახელმწიფომ მომცა გრანტი, დამიფინანსა მაგისტრატურა, უნივერსიტეტმა და მე ორმხრივად მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას. ვარღვევ ხელშეკრულებას? გამრიცხოს. საერთოდ რა გინდა ვერ გავიგე თან ამბობ საშინელი სწავლააო თან დისწიპლინა რომ მკაცრია არ მოგწონს სიგარეტის წევა თუ გინდა მოწიე ამის გამო შენიშვნას თუ მოგცემენ და გაგრიცხავნე იმაზე ნუ დაიწყებ წუწუნს იმათი ბრალია დისწიპლინა რომ აქვთ და მკაცრად ითხოვენო. ყველას ვერ გაეკიდებიან ვინ სად მოწევს სიგარეტს და თუ თქვენ სასწავლებლის წინ ეწეოდით ისე რომ ბ ვაროდსანიძემ ფნაჯრიდან დაგინახათ არაფერი უნდა ეთქვა? ციტატა დააღვევს ბატონი ვარდოსანიძე? მე ვუჩუვლებ და ისე მოვუგებ, მზე მაღლა დარჩება თუ არა და ჩამოართვან აკრედიტაცია, რადგან ხარისხს ვერ აკმაყოფილებს და სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა მოქმედებდეს ასეთ უხარიხსო პროდუქტზე, მაშინ პრეტენზიაც არ მექნება. ახლა ბიუჯეტი იფლანგება რაზე? იმაზე, რომ ლექტორმა ლექციები გააცდინოს, ჩათვლა არ შეამოწმოს, გამოცდაზეც არ მობრძანდეს და სახლებში ვწეროთ, ფორმალურად. უჩივლე აქ რატომ წერ და საჯაროდ რატომ განიხილავ? არ მოგწონს და გგონია შენი უფლებები ირღვევა მაშინ იჩივლე სასამართლოში თუ განათლების სამინსიტროში. კიდევ ერთხელ გაივიმეორებ თუ არ მოგწონს გადადი და უკეთესი ადგილი მოძებნე, არ გეგონოს ვიცავდე მეგობრული რჩევაა სადაც ცოდნას ვერ მიიღებ დროის ტყუილად ხარჯავ და აჯობებს ის ადგილი იპოვო სადაც ისწავლი. ციტატა ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქართველოში ბნელა და გეშლებათ თუ ეკლესია კოლექტივების სამართავი რელიგია გგონიათ შენ მგონი საერთოდ ეკლესიის წინააღმდეგი ხარ ციტატა თქვენს კისერზე იქნება უცოდინარი სპეციალისტების გამოშვება მგონი ყველა ადამიანი თავად ირჩევს რა გააკეთოს. ცუდ პროდუქტს თუ იყიდი იმას ნუ დააბრალებ შენი ბრალიაო, შენ იყიდე და უნდა იცოდე ცუდის ყიდვა რომ არ გარგებს. აქაც ზუსტად იგივეა საკუთარ შეცდომას სახვას ნუ აბრალებ. პ.ს ეს რამდენი თვის წინ გახსნილი თემაა კიდევ თუ იქ სწავლობ და იგივე აზრზე ხარ ნამდვილად არ მესმის შენი ან რატომ სწავლობ ან რატომგა წერ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი