სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| unknown lady |
Mar 25 2013, 09:59 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 25-August 10 წევრი № 9,343 |
მოგესალმებით, ჩემი პირველი თემა ამ ფორუმზე სამწუხარო ამბავს შეეხება. 2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში, საპატრიარქოს უნივესრსიტეტში. იმედი მქონდა, რომ მართლაც ცოდნას და მადლს აზიარებს ეს უნივერსიტეტი ადამიანებს. თანდათან დავინახე რექტორის აგრესია თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ. რომ არ ვისაუბრო სხვებზე მოვყვები პირად მაგალითს. ჩემი ორი ჯგუფელი ეწეოდა სიგარეტს, არა ეზოში, არამედ ქუჩაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნის. სერგო ვარდოსანიძემ ფანჯრიდან დაუყვირა (!) გოგოებს (!) თქვენ ჩვენი სტუდენტები ხართო? მეც გავყევი. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ ეს არსებითი არ არის. ვუპასუხეთ, დიახ თქვენი სტუდენტები ვართ. ხოდა ძალიან სამწუხაროა, მობილობა იქნება და გადადითო. ყვიროდა და შეგვიყვანა აუდიტორიაში. საკმაოდ ხაზგასმით ვუთხარით, რომ ხელშეკრულებაში არ გვიწერია, რომ მწეველ ადამიანს არ აქვს სწავლის უფლება და სიგარეტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ ეწეოდნენ გოგოები. ძალიან აგრესიულად იყვირა, რომ ეს არ არის ბენდუქიძის უნივერსიტეტი ან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. ეტყობა ბატონ სერგოს ავიწყდება, რომ ყველა ადამიანში არის უფლის ხატი, მათ შორის კახა ბენდუქიძეში. მე ვარ ეკლესიის მრევლი ბავშვობიდან. ჩემი მოძღვარია მამა დავით შარაშენიძე. ის სულ გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა არ არის "კბილთა ღრჭენა". ეს არ არის აგრესია და ადამირიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმა. სამწუხაროდ, საპატრიარქოს უნივერსიტეტი აგრესიულ მართლმადიდებლობას გვაცნობს და ამით ძირს უთხრის მართლმადიდებლობას. ბოლოს რექტორმა აღნიშნა, რომ ხალხი გიყურებთ და ისე მაინც მოწიეთ არავინ იცოდესო (ეს ორმაგი სტანდარტებია ე.ი. ბატონი სერგო ტყუილს გვასწავლის) აღინიშნება სწვალის ძალიან დაბალი ხარისხი, ლექტორების მხრიდან ლექციების გაცდენა და გახალტურება. რექტორი არის უნივერსიტეტის სახე. უნივერსიტეტს კი ყავს რექტორი, რომელიც სტუდენტებს წასვლას ურჩევს. საინტერესოა, რომ ეკლესია მწეველ ადამიანებს არ ყრის მისი წიაღიდან. არ ზრუნავს ხარისხზე. მე კი ამის გამო ვწუხვარ. საერთოდ ამ თემით ჩემს მოქალაქობრივ მოვალეობას ვიხდი და იმედი მაქვს ყველა ბატონი სერგოსნაირი აგრესიული მართლმადიდებელი არ არის. მე უფრო სიყვარულით, თავმდაბლობით და მოთმინებით მგონია შესაძლებელი ცოდნისა და მადლის მოპოვება. ბატონი სერგო კი უყვირის, აგდებს, შეურაცხყოფს სტუდენტებს. ვერც განათლებას აძლევს და რწმენაშიც აბრკოლებს. სამოქალაქო ენაზე ამას სტუდენტების უფლებების დარღვევა ქვია. კანონი ქუჩაში მოწევას არ კრძალავს და არც სწავლის უფლებას ართმევს მწეველს. რელიგიის ენაზე კი ბატონი სერგოს მოწოდებები ერესია. პატივისცემით და მწუხარებით, რომ მართლმადიდებლობა ბევრს კბილთა ღრჭენაში ეშლება და კოლექტივების სამართავი ინსტრუმენტი ჰგონია. |
![]() ![]() |
| unknown lady |
Jun 2 2013, 01:28 PM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 25-August 10 წევრი № 9,343 |
ძვირფასო მარინე,
ამბავი იმ ტერიტორიაზე მოხდა, რა ტერიტორიაც წერილში აღვნიშნე. დაძახება ყურს მისწვდა, იმიტომ რომ დაცვა გამოვიდა ეზოს გარეთ. მერე შევედით ეზოში და გავიგეთ ქალის ხმით კივილი ვწერ გასაგებად: ლექციები ცდება საპატრიარქოს უნივერსიტეტში ქრონიკულად, ლექტორები ახალტურებენ - ჩათვლებს არც ამოწმებენ ნიშნებს პირდაპირ წერენ, ჩათვლებზე გადაწერაა, ბევრი პირდაპირ სახლში გვატანს დასაწერად. სწავლის ხარისხი ნულს ქვემოთ არის. რატომღაც ყურს იყრუებს ყველა ამაზე. გნებავთ გაიგეთ და შეიტანეთ ყველამ პირადად ის წვილილი, რაც შეგიძლიათ, რომ გააუმჯობესოთ სწავლის ხარისხი, თუ არა და იმკითხავეთ სად ეწეოდნენ სიგარეტს მაგისტრატურის სტუდენტები რაც შეეხება სიგარეტის გამო უპირობოდ გარიცხვას (არა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცხადია) მოდი მოვწევ გარეთ, გამრიცხეთ და ვიჩივლებ ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქართველოში ბნელა და გეშლებათ თუ ეკლესია კოლექტივების სამართავი რელიგია გგონიათ მიხედეთ სწავლის ხარისხს, ნუ აცდენთ ლექციებს, გამოცდებზე და ჩათვლებზე გადაწერა არ შეიძლება. გინდათ თუ არა, მოგიწევთ ხარისხზე ზრუნვა. თქვენს კისერზე იქნება უცოდინარი სპეციალისტების გამოშვება კეთილ საქმეს აკეთებს საპატრიარქო უნივერსიტეტის შექმნით, თქვენ კი სკამებზე დახარბებულები, მარტო საკუთარ თანამდებობებზე ფიქრობთ, რომ როგორმე სადმე დაგნიშნონ და ხელფასი მიიღოთ თორემ წერილობით კი არა ვიდეო მასალით ვაჩვენებ საზოგადოებას საპატრიარქოს უნივერსიტეტის სწავლის დონეს. |
| G_saxva |
Jun 2 2013, 05:55 PM
პოსტი
#3
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ავწერ გასაგებად: ლექციები ცდება საპატრიარქოს უნივერსიტეტში ქრონიკულად, ლექტორები ახალტურებენ - ჩათვლებს არც ამოწმებენ ნიშნებს პირდაპირ წერენ, ჩათვლებზე გადაწერაა, ბევრი პირდაპირ სახლში გვატანს დასაწერად. სწავლის ხარისხი ნულს ქვემოთ არის. რატომღაც ყურს იყრუებს ყველა ამაზე. ამ წერილში მარტო იმაზეა საუბარი რა საშინელი და ცუდი სწავლაა. მებადება კითხვა თუ არ მოგწონს რატომ არ გადაიხარ სხვაგან? თუ ფულს ტყუილად იხდი უკმაყოფილო ხარ როგორც ლექტორებით ასე სწავლის დონით? გიჭერს ვინმე არ გადახვიდე დარჩიო? ციტატა რაც შეეხება სიგარეტის გამო უპირობოდ გარიცხვას (არა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცხადია) მოდი მოვწევ გარეთ, გამრიცხეთ და ვიჩივლებ საერთოდ რა გინდა ვერ გავიგე თან ამბობ საშინელი სწავლააო თან დისწიპლინა რომ მკაცრია არ მოგწონს ციტატა დააღვევს ბატონი ვარდოსანიძე? მე ვუჩუვლებ და ისე მოვუგებ, მზე მაღლა დარჩება უჩივლე აქ რატომ წერ და საჯაროდ რატომ განიხილავ? არ მოგწონს და გგონია შენი უფლებები ირღვევა მაშინ იჩივლე სასამართლოში თუ განათლების სამინსიტროში. კიდევ ერთხელ გაივიმეორებ თუ არ მოგწონს გადადი და უკეთესი ადგილი მოძებნე, არ გეგონოს ვიცავდე მეგობრული რჩევაა სადაც ცოდნას ვერ მიიღებ დროის ტყუილად ხარჯავ და აჯობებს ის ადგილი იპოვო სადაც ისწავლი. ციტატა ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქართველოში ბნელა და გეშლებათ თუ ეკლესია კოლექტივების სამართავი რელიგია გგონიათ შენ მგონი საერთოდ ეკლესიის წინააღმდეგი ხარ ციტატა თქვენს კისერზე იქნება უცოდინარი სპეციალისტების გამოშვება მგონი ყველა ადამიანი თავად ირჩევს რა გააკეთოს. ცუდ პროდუქტს თუ იყიდი იმას ნუ დააბრალებ შენი ბრალიაო, შენ იყიდე და უნდა იცოდე ცუდის ყიდვა რომ არ გარგებს. აქაც ზუსტად იგივეა საკუთარ შეცდომას სახვას ნუ აბრალებ. პ.ს ეს რამდენი თვის წინ გახსნილი თემაა კიდევ თუ იქ სწავლობ და იგივე აზრზე ხარ ნამდვილად არ მესმის შენი ან რატომ სწავლობ ან რატომგა წერ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
unknown lady საპატრიარქოს უნივესიტეტი Mar 25 2013, 09:59 PM
A.V.M unknown lady
პირველი რასაც... Mar 26 2013, 02:00 AM
A.V.M
პირადად მე რომ არ ვ... Mar 26 2013, 02:16 AM
unknown lady სამწუხაროდ, ოჯახის... Mar 26 2013, 05:03 PM
A.V.M unknown lady
ღმერთმა გამო... Mar 26 2013, 10:53 PM
sergi_glaxa unknown lady
ბრავო გაბედულ... Mar 27 2013, 09:11 AM
marine
A.V.M
მგონი უკანასკნე... Mar 29 2013, 02:29 PM
marine მე პირადად არ მიმა... Mar 27 2013, 10:47 AM
G_saxva ჩემ აზრს დავწერ: მე ... Mar 27 2013, 10:55 AM
marine
ჩემ აზრს დავწერ: მე... Mar 27 2013, 11:38 AM
G_saxva ჯერ იმას დავწერ რო... Mar 27 2013, 12:20 PM
marine ბატონ სერგოს პირად... Mar 27 2013, 12:23 PM
A.V.M marine
:* :* Mar 30 2013, 01:22 AM
sergi_glaxa
მე თქვენი ყველას ა... Mar 30 2013, 10:57 PM
marine A.V.M
sergi_glaxa
მჯერა, რომ კ... Apr 2 2013, 04:08 PM
A.V.M marine
და მრწეველობა ს... Apr 3 2013, 12:14 AM
marine
marine
და მრწეველობა ს... Apr 3 2013, 10:34 AM
G_saxva
marine
და მრწეველობა ს... Apr 3 2013, 10:39 AM
A.V.M G_saxva
აქ ჩავდე არსი ,,თ... Apr 3 2013, 10:05 PM
qetevano unknown lady
ბატონ სერგოს ... Jun 2 2013, 06:26 PM
A.V.M
მაქამდე ვიცოცხლოთ... Jun 3 2013, 09:48 PM
kent5 სერგო ვარდოსანიძე ... Jun 9 2013, 05:38 PM
qetevano 5 ივლისს, პარასკევს,... Jul 2 2013, 11:23 PM
A.V.M qetevano
ვა...
თბილისში რო... Jul 3 2013, 12:02 AM
G_saxva ძალიან საინტერესო... Jul 3 2013, 08:52 AM
qetevano G_saxva
ხოოო რომ გაიგებ... Jul 3 2013, 11:30 AM
G_saxva
G_saxva
ხოოო რომ გაიგე... Jul 3 2013, 11:45 AM
qetevano G_saxva
ნუ ხარ ასეთი მორ... Jul 3 2013, 11:48 AM
G_saxva
G_saxva
ნუ ხარ ასეთი მო... Jul 3 2013, 12:00 PM
A.V.M G_saxva
მოველ უკვე!
გე... Jul 3 2013, 09:31 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th October 2025 - 10:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი