უფალი ამაღლდა ზეთისხილის მთიდან!, სულიერად ავმაღლებულიყავით ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უფალი ამაღლდა ზეთისხილის მთიდან!, სულიერად ავმაღლებულიყავით ! |
A.V.M |
Jun 12 2013, 09:49 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
უფლის ამაღლება და, აჰა, მე თქუენ თანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ორმოცი დღის მანძილზე მიწაზე იმყოფებოდა და მოწაფეებს ათჯერ გამოეცხადა. ამ ქვეყნად ხილული ყოფნის უკანასკნელ დღეს მან მოციქულებსა და მოწაფეებს უბრძანა, იერუსალიმს არ განშორებოდნენ. ელეონის მთაზე გაუძღვა მათ, იქ უქადაგა და სასწაულებრივი ძალის მოვლინება აღუთქვა: „მიიღოთ სული წმიდაჲ“. ელეონის მთაზე ხელი დაასხა ყველას, აკურთხა და მათ თვალწინ ცად ამაღლდა. ამაღლების დროს იქ იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც. ეკლესია ამგვარად უგალობს ამ სასწაულებრივ მოვლენას: „სრულ ჰყავ რა ცხოვრება ჩვენი და ზეცისათა შეაერთნენ ქვეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არასადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყვარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქვენთანა და ვერვინ შემძლებელ-არს ვნებად თქვენდა“. ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა. ჯვარცმული იესო ქრისტე მჯდომარეა მარჯვენით მამისა. იგი ამაღლდა, რათა მოავლინოს სული ნუგეშინისმცემელი, მან თვით უქადაგა მოციქულებს, რომ სულიწმიდის გარდამოსვლას დალოდებოდნენ. უფლის ამაღლებასთან დაკავშირებით ეკლესიამ დააწესა დღესასწაული, რომელსაც აღდგომიდან მეექვსე კვირის ხუთშაბათს ყოველწლიურად აღასრულებს. ძველ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „შედგება იმ დღეს ფეხი მისი ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით“. - See more at: http://orthodoxy.ge/tveni/gvtismshobeli/14...h.q6CSs10w.dpuf მრავალს დაესწარით ხალხებო! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
დემი |
Jun 13 2013, 03:58 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 19-May 13 მდებარ.: tbilisi წევრი № 13,156 |
ძვირფასო ფორუმელებო გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს, შეგეწიოთ მისი მადლი და ძალა
-------------------- უფალო მაპატიე მე ცოდვილს, რომ შენი დიდი სიყვარული ჩემს პატარა გულში ვერ დავიტიე...
|
marine |
Jun 13 2013, 04:01 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძვირფასო ფორუმელებო გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს, შეგეწიოთ მისი მადლი და ძალა იხარე, დემი, შენც და ყველა მრავალს დავესწროთ!!!!!!!!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი