უფალი ამაღლდა ზეთისხილის მთიდან!, სულიერად ავმაღლებულიყავით ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უფალი ამაღლდა ზეთისხილის მთიდან!, სულიერად ავმაღლებულიყავით ! |
A.V.M |
Jun 12 2013, 09:49 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
უფლის ამაღლება და, აჰა, მე თქუენ თანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ორმოცი დღის მანძილზე მიწაზე იმყოფებოდა და მოწაფეებს ათჯერ გამოეცხადა. ამ ქვეყნად ხილული ყოფნის უკანასკნელ დღეს მან მოციქულებსა და მოწაფეებს უბრძანა, იერუსალიმს არ განშორებოდნენ. ელეონის მთაზე გაუძღვა მათ, იქ უქადაგა და სასწაულებრივი ძალის მოვლინება აღუთქვა: „მიიღოთ სული წმიდაჲ“. ელეონის მთაზე ხელი დაასხა ყველას, აკურთხა და მათ თვალწინ ცად ამაღლდა. ამაღლების დროს იქ იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც. ეკლესია ამგვარად უგალობს ამ სასწაულებრივ მოვლენას: „სრულ ჰყავ რა ცხოვრება ჩვენი და ზეცისათა შეაერთნენ ქვეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არასადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყვარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქვენთანა და ვერვინ შემძლებელ-არს ვნებად თქვენდა“. ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა. ჯვარცმული იესო ქრისტე მჯდომარეა მარჯვენით მამისა. იგი ამაღლდა, რათა მოავლინოს სული ნუგეშინისმცემელი, მან თვით უქადაგა მოციქულებს, რომ სულიწმიდის გარდამოსვლას დალოდებოდნენ. უფლის ამაღლებასთან დაკავშირებით ეკლესიამ დააწესა დღესასწაული, რომელსაც აღდგომიდან მეექვსე კვირის ხუთშაბათს ყოველწლიურად აღასრულებს. ძველ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „შედგება იმ დღეს ფეხი მისი ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით“. - See more at: http://orthodoxy.ge/tveni/gvtismshobeli/14...h.q6CSs10w.dpuf მრავალს დაესწარით ხალხებო! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Jun 13 2013, 04:05 PM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მეც გილოცავთ მაგრამ გურამმა არ გახსნა ამაღლებაზე თემა? გურამ სად ხარ?
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი