პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Jun 17 2013, 01:44 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია
10 უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთვაროს ადამიანმა, თუ წიგნის კითხვა არ იცის, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, წიგნს ძალიან დიდი ძალა აქვს და ადამიანმა ის არ უნდა დაივიწყოს. "წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უმაღლესს ამთავრებს, თუმცა არ იცის, სად დასვას სასვენი ნიშნები ან როგორ გამოიყენოს ციტირება. "ხშირია, როდესაც ადამიანი იწერს სხვა წიგნიდან და თავის ნათქვამად მიიწერს, რაც დაუშვებელია. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, რომელი წიგნებიდან უნდა დაიწყოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის ბიბლია. იქ არის დიდი სიღრმე, სიბრძნე, სულიერება და ცხოვრების წესები. დღეში თითო თავი უნდა წაიკითხოთ. ჩვენი დიდი წინაპრები გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი სწავლობდნენ და კითხულობდნენ ფილოსოფიურ წიგნებს და ამან დიდი შედეგი გამოიღო. ვისაც არ დაუწყია კითხვა, დღეიდან დაიწყეთ", - მიმართა მრევლს უწმინდესმა. პატრიარქმა სრულიად საქართველოს წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღე მიულოცა. ასევე დეკანოზი დავით გოცირიძე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. პატრიარქმა დღესვე ტრადიციულად დალოცა რამდენიმე გვარი, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. უწმინდესმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ხვალ მიემგზავრება ზემო აჭარაში, სადაც 1 200 ადამიანი უნდა მოინათლოს. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/80047-ili...l#ixzz2WPyQEbqG -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი