IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფინიკიელი ქალი
giorgi3112
პოსტი Jun 1 2013, 03:01 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 30-May 13
მდებარ.: თბილისი
წევრი № 13,184



დიდი ხანია მსურდა ამის კითხვა მოძღვარზე, მაგრამ ვერ მოვახერხე, იქნებ თქვენ დამეხმაროთ და გამცეთ პასუხი.

მარკოზის სახარებაში (თავი 7) ვკითხულობთ:

24. წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა.

25. რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას.

26. ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან.

27. მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.

გთხოვთ ამიხსენით როგორ უნდა გავიგოთ სიტყვა "ძაღლები", რომელიც როგორც ვიცი ებრაელების გარდა ყველა ერზე იყო ნაგულისხმევი? როგორც მახსოვს სახარების ზოგ (ასევე მართლმადიდებლურ) ვარიანტში კი წერია, რომ მაცხოვარი ბრძანებს - იგი მხოლოდ ებრაელების გადასარჩენადაა მოსული. გთხოვთ განმიმარტოთ.



--------------------
ქრისტეს გარეშე სიცოცხლე, სიკვდილზე უარესია!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
mama archili
პოსტი Jun 19 2013, 08:40 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 15-February 12
წევრი № 12,059



giorgi3112
აი რას წერს თეოფილაქტე ბულგარელი :

(თ. 7, მ. 24-30)

24. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად. 25. რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა. 26. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა. 27. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. 28. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა. 29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა. 30. და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა.



მას შემდეგ, რაც უთხრა საკვების შესახებ და დაინახა, რომ იუდეველბმა არ იწამეს, უფალი წარმართთა საზღვრებს გადალახავს, რათა იუდეველთა ურწმუნოებისდა გამო, გამოხსნამ მათმან წარმართებზე გადაინაცვლოს. თავიდან უფალი თავის დაფარვას ცდილობდა, რათა იუდეველებს არ ჰქონოდათ საბაბი მისი დადანაშაულებისა თითქოსდა იგი არაწმიდა წარმართებს მიეკედლა. მაგრამ მას არ შეეძლო დამალულიყო, ვინაიდან არ შეიძლებოდა იგი დამალულიყო და ვერავის ეცნო. ხსენებული დედაკაცი, იგებს რა მის შესახებ, მხურვალე რწმენას გამოიჩენს. ამიტომაც, უფალი მაშინვე არ თანმხმდება (მის თხოვნაზე), არამედ გადადებს წყალობას, რათა უჩვენოს, რომ რწმენა დედაკაცის მტკიცეა და იგი მოთმინებით იცდის, მიუხედავად უარისა. ვისწავლოთ ჩვენც, რათა მაშინვე არ დაუტევოთ ლოცვა, როდესაც მყისვე არ ვიღებთ იმას, რასაც ვლოცულობთ. უფალი წარმართებს „ძაღლებს“ უწოდებს, რამდენადაც იუდეველთათვის ისინი არაწმიდანი იყვნენ. „პურს“ უწოდებს ის წყალობას, რომელიც ღმღტის მიერ „შვილთათვის“, ანუ იუდეველთათვის იყო განკუთვნილი. ამიტომაც ამბობს, რომ წარმართები არ უნდა იყვნენ მონაწილე იმ წყალობისა, რომელიც იუდეველთათვისაა განკუთვნილი, რამდენადაც დედაკაცი გონივრულად და რწმენით პასუხობს, იღებს კიდეც იმას, რასაც ითხოვს. იუდეველბს, ამბობს ის, აქვთ პური, ანუ მთლიანად შენ ჰყავხარ, გარდამოსული ზეცით, და წყალობანნი შენნი, ხოლო მე „ნამცეცს“ ვითხოვ, ანუ მცირე ნაწილს შენი წყალობისა. მაგრამ შეხედე, როგორ მოქმედებს უფალი! მას არ უთქვამს: ჩემმა ძალამ გადაგარჩინა შენ. არამედ რა უთხრა „მაგის სიტყვისათვის“, ანუ შენი რწმენისათვის „ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა.“. აქედან შენც მიიღე შენთვის სასარგებლო გაკვეთილი. თითოეული ჩვენგანი, როდესაც ცოდვას სჩადის არის „დედაკაცი“, ანუ სუსტი სული: ასეთი სულია „ფინიკელი“, როგორც მეწამული, ანუ სისხლიანი და მომკვსინებელი ცოდვის მქონე. ასეთ სულს ჰყავს „ასული“ - მზაკვრული ქმედებანი, ქმედებანი საეშმაკო. ვართ რა ცოდვილნი, ჩვენ „ძაღლებად“ ვიწოდებით, არაწმინდებით აღვსავსენი; რის გამოც არა ვართ ხოლმე ღირსნი ღამრთაებრივი „პურის“ მოღებისა, ანუ უწმიდეს საიდუმლოთა ზიარებისა. მაგრამ თუკი სიმდაბლით გავაცნობიერებთ, რომ ძაღლები ვართ, თუკი აღუარებთ და გავამხელთ ჩვენს ცდოვებს, მაშინ განიკურნება ასული ჩვენი, ანუ ქმედებანი საეშმაკო.''


ხოლო იმის ფიქრი , რომ ღმერთი მხოლოდ ებრაელთა გადასარჩენად მოვიდა , არის ცოდვა , რადგან მან დაცემული კაცობრივი ბუნება გამოიხსნა , ჩვენ ყველა კი მიგვაკუთვნა ერთ ,,ეროვნებას'' რომელიცაა - ,,ახალი ისრაელი.''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 11:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience