![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
giorgi3112 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 30-May 13 მდებარ.: თბილისი წევრი № 13,184 ![]() |
დიდი ხანია მსურდა ამის კითხვა მოძღვარზე, მაგრამ ვერ მოვახერხე, იქნებ თქვენ დამეხმაროთ და გამცეთ პასუხი.
მარკოზის სახარებაში (თავი 7) ვკითხულობთ: 24. წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა. 25. რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას. 26. ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან. 27. მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. გთხოვთ ამიხსენით როგორ უნდა გავიგოთ სიტყვა "ძაღლები", რომელიც როგორც ვიცი ებრაელების გარდა ყველა ერზე იყო ნაგულისხმევი? როგორც მახსოვს სახარების ზოგ (ასევე მართლმადიდებლურ) ვარიანტში კი წერია, რომ მაცხოვარი ბრძანებს - იგი მხოლოდ ებრაელების გადასარჩენადაა მოსული. გთხოვთ განმიმარტოთ. -------------------- ქრისტეს გარეშე სიცოცხლე, სიკვდილზე უარესია!!!
|
![]() ![]() |
giorgi3112 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 30-May 13 მდებარ.: თბილისი წევრი № 13,184 ![]() |
ციტატა მაგრამ თუკი სიმდაბლით გავაცნობიერებთ, რომ ძაღლები ვართ, თუკი აღუარებთ და გავამხელთ ჩვენს ცდოვებს, მაშინ განიკურნება ასული ჩვენი, ანუ ქმედებანი საეშმაკო მაპატიეთ მაგრამ მე ვიცი რომ ცოდვილი ვარ, არ მაქვს პრეტენზია დიდ სულიერებაზე ან ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე, მაგრამ მე ვცდილობ ვებრძოლო ცოდვებს და თავი ყველაზე უარესად მიმაჩნია, მაგრამ მე ამ ყველაფერთან ერთად არ მავიწყდება, რომ უფლის მიერ შექმნილი ადამიანი ვარ და არა ძაღლი. ასე რომ არასოდეს გავაცნობიერებ რომ ძაღლი ვარ, რამეთუ უფალმა ადამიანად შემქმნა. ღმერთმა თავისდახატად შექმნა ადამიანი თავისუფალი ნებით - იმისდამიუხედავად თუ მას ემსახურება თუ მამონას. -------------------- ქრისტეს გარეშე სიცოცხლე, სიკვდილზე უარესია!!!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 03:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი