მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jun 25 2013, 11:38 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რუსეთის პატრიარქი ათონის ივერთა მონასტერში
13/06/2013 ავტორი: სერგო ფარულავა 2013 წლის 5 ივნისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ათონის ივერთა მონასტერს ეწვია, სადაც მონასტრის მსახურებთან ერთად აღასრულა ლოცვა და თაყვანისცა ამავე მონასტრის, ივერიის ღვთისმშობლის ხატს. პატრიარქმა რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ დელეგაციასთან, ათონის მთაზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელთან, მილეტის მიტროპოლიტ აპოსტოლოსთან და მონასტრის საძმოსთან ერთად ილოცა. ტაძარში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცენტრალურ ფედერალურ ოკრუგში – ა. დ. ბელგოვი, სახელმწიფო დუმის დსთ-სა და თანამემამულეებთან ურთიერთობების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლ.ე. სლუცკი. ლოცვის შემდეგ პატრიარქი მონასტრის იღუმენს, არქიმანდრიტ ნათანაელს მიეგება. შემდგომ აღნიშნეს, რომ მონასტრის სალოცავთა შორის უმთავრესი – ივერიის ღვთისმშობლის ხატი – წარმოადგენს მოსკოვის გულს. მამა ნათანაელმა თქვა: “კარიბჭის ღვთისმშობელი” წარმოადგენს წმინდა რუსეთის გულს, ჩვენ კი ძმები ვართ, რადგან გვყავს საერთო დედა და მფარველი “კარიბჭისა”. მოსკოვი რომ მოვინახულეთ, თავს საკუთარ სახლში ვგრძნობდით, და როცა აქ მომლოცველებს ვღებულობთ – პირველ რიგში, თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, – ვგრძნობთ, რომ ძმებსა და ნათესავებს ვღებულობთ ჩვენს საკუთარ სახლში – “კარიბჭის” ღვთისმშობლის სახლში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყველანი მოსკოველები ვართ, რუსი მომლოცველები – წმინდა მთისა”. შემდგომ კი რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა მიმართა იღუმენსა და მონასტრის ძმობას (მოგვყავს მცირე შემოკლებით): “მაღალღირსო მეუფეო, მიტროპოლიტო აპოსტოლოს! თქვენო ღირსებავ, მამა ნათანაელ, ამ წმინდა მონასტრის იღუმენო! უხუცესო მამაო ბასილ! და ძვირფასო ძმებო! მსურს მადლობა გითხრათ ამ შესანიშნავი საშუალებისთვის, მომეცა რა შესაძლებლობა, ჩემს ცხოვრებაში კვლავ ვწვეოდი ივერიის მონასტერს. ყოველთვის, როცა ფეხს ვადგამ ათონზე, მაშინვე მოვდივარ “კარიბჭის” ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოსალოცად. უწინ მომლოცველებთან ერთად თან ვახლდი ჩემს კურთხეულ წინამორბედებს: უწმინდეს პატრიარქ პიმენსა და უწმინდეს პატრიარქ ალექსი II-ს, და ახლაც მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი აქ, ამ ღირსშესანიშნავ ჟამს. უნდა ითქვას, რომ, სავარაუდოდ, თითოეული რუსი პილიგრიმი განსაკუთრებული განიცდით მოეშურება ამ წმინდა მონასტრის თავშესაფარში. ჩვენი ქვეყნის გულს, დედაქალაქ მოსკოვს, საკმაოდ მძიმე ბედი აქვს, რთული ისტორია. მონღოლ-თათარების 300 წლიანი ბატონობის დროს მტრის ლაშქარი თავს ესხმოდა და არბევდა მას, სხვა შემთხვევებში კი განადგურების ზღვარზეც იდგა. ალექსეი მიხაილის ძის მეფობის დროს, პატრიარქ ნიკონის რჩევით, რუსები თხოვნით გამოეშურენ აქ, ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში, რომ ხატი წაებრძანებინათ დედაქალაქ მოსკოვში. რუს ხალხს სჯეროდა, რომ ეს ხატი შეაჩერებდა შემოსევებსა და თავდასხმებს დედაქალაქზე. მონასტრის ძმებმა დაწერეს ამ ხატის საოცარი ასლი და გაუგზავნეს რუსეთის მეფეს, ალექსეი მიხაილოვიჩს. 1648 წელს ამ ხატს საზეიმოდ მიეგება მოსკოვი. მოგვიანებით დაიწერა კიდევ ერთი ასლი , რომელიც განთავსდა ჭიშკართან, წითელ მოედანზე, რათა დაცულიყო დედაქალაქის ცენტრი. მძიმე შემთხვევებში მოსკოველები ლოცვით მიმართავდნენ მფარველ ღვთისმშობელს, სანამ ივერიის წმინდა გამოსახულება ზეციური დედოფლისა არ მოუვლენდა მათ დახმარებას.” მასალა მოამზადა აკაკი ჯოხაძემ წყარო: http://www.pravoslavie.ru http://www.orthodoxtheology.ge/130613/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი