მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Jun 28 2013, 09:57 AM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
რამოდენიმე საათის წინ ინტერნეტში მართლმადიდებელი ეპისკოპოსის თავისკვეთის ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ჩვენს საიტზე აპრილში გაცნობეთ, რომ სირიაში მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი გაიტაცეს , აპრილის შემდეგ ეპისკოპოსთა შესახებ არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ის რამაც ამ საათებში მთელი საქრისტიანო შეაძრწუნა იყო ის სიახლე რაც intifada-palestine.com-მა გაავრცელა , რომ Syrian Orthodox bishop and his assistant, beheaded by militants – მეამბოხეებმა სირიელ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს და მის თანაშემწეს თავი მოკვეთეს; აქ იყო საუბარი, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტ პავლე იაზიგზე (ანტიოქიის ალეპოს სამთავარეპიკოპოსო ეპარქია), იგია დოქტორი პატროლოგიაში, რომელიც გახლავთ ასევე ამჟამინდელი ანტიოქიელი პატრიარქის – იოანე Х ღვიძლი ძმა; ამ ინფორმაციას თან ერთვოდა საშინელი, სისხლიანი ვიდეო (ჩვენს მკითხველს ვურჩევთ არ უყურონ ამ საშინელ კადრებს, ჩვენც არ ვდებთ ვიდეოს პირდაპირ ბმულს ) თუ როგორ აჭრიან თავს ორ ადამიანს… ღვთის მადლით, ეს ინფორმაცია, მართალია აიტაცა უამრავმა , განსაკუთრებით ასადის რეჟიმის მომხრე, ბლოგებმა, მაგრამ საბოლოოდ ეს საშინელება არ დადასტურდა, იგი არცერთმა ცნობილმა უცხოურმა სააგენტომ არ გაავრცელა; ჩვენს მიერ იქნა გადამოწმებული დამასკოს დაქვემდებარებაში მყოფ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებთან, სადაც ჩვენდა სასიხარულოდ გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გატაცებულ ეპისკოპოსთა შესახებ უკვე თვეებია არანაირი ინფორმაცია არა აქვთ, ადასტურებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეო არ ასახავს ქრისტიან იერარქთა ეგზეკუციას და ეპისკოპოსები ცოცხლები არიან.
ვმადლობთ ღმერთს ამისათვის და კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ სამენოვან, ინგლისურ-არაბულ-ბერძნულ ლოცვას, რომელიც ბერძნულ-მართლმადიდებლურ სივრცეში გავრცელდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობი , მიტროპოლიტ პავლეს განთავისუფლებისათვის და შემოგთავაზებთ ამ ლოცვის მოკრძალებულ ქართულ თარგმანს, ჩვენც შევუერთდეთ ამ ლოცვას : My LADY, THEOTOKOS, PROTECT YOUR SON & SERVANT; HIS EMINENCE METROPOLITAN OF THE ORTHODOX CHURCH OF ALEPPO & ISKENDERUN k.k. PAUL YAZIGI & PRAY TO YOUR SON & LORD TO LEAD HIM BACK SAFE TO HIS PARISH & SPIRITUAL CHILDREN!! ياوالدة الاله سيدتي، احفظي ابنكِ وعبدكِ، سيادة المطران بولس يازجي، مطران حلب واسكندون للروم الارثوذوكس وتشفعي الى ابنك والهك ان يعيده بنعمته سالماً لرعيته وأولاده الروحيين! ΠΑΝΑΓΙΑ ΚΑΙ ΘΕΟΤΟΚΕ ΜΟΥ, ΠΡΟΣΤΑΤΕΨΕ ΤΟΝ ΓΙΟ ΚΑΙ ΔΟΥΛΟ ΣΟΥ, ΤΟΝ ΣΕΒΑΣΜΙΟΤΑΤΟ ΜΗΤΡΟΠΟΛΙΤΟΥ ΧΑΛΕΠΙΟΥ ΚΑΙ ΑΛΕΞΑΝΔΡΕΤΤΑ, κ.κ. ΠΑΥΛΟ YAZIGI ΚΑΙ ΠΡΕΣΒΕΥΕ ΣΤΟΝ ΓΙΟ Κ ΘΕΟ ΣΟΥ ΝΑ ΤΟΝ ΕΠΙΣΤΡΕΨΕΙ ΚΑΛΑ ΣΤΗΝ ΕΚΚΛΗΣΙΑ ΚΑΙ ΤΑ ΠΝΕΥΜΑΤΙΚΑ ΤΕΚΝΑ ΤΟΥ!! ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, დედაო ჩვენო, დაიცავი შენი მსახური და შვილი ალეპოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი პავლე იაზიგი, ევედრე ძესა შენა და უფალსა ჩვენსა, რაითა მშვიდობიანად დაუბრუნდეს მის სამწყსოს და მის სულიერ შვილთ ! მასალა მოამზადა სერგო ფარულავამ p.s. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გავრცელებული ვიდეო მართალია ღვთის მადლით არ ასახავს ეპისკოპოსთა ეგზეკუციას, მაგრამ სამწუხაროდ იქ ხდება ორი ქრისტიანის თავისკვეთა , ესენი იყვნენ მისიონერები ფრანცისკანელი ბერი Fr. Francois Murad და მისი ასისტენტი. წყარო :http://www.orthodoxtheology.ge/category/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი