პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
Jun 29 2013, 09:20 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი - გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო
წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება განიხილეს. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნისა" და ინტელექტუალური კლუბის "წიგნის მეგობრების" ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში, ახალგაზრდებმა ტრადიციულად ბიბლიიდან ერთი თავი წაიკითხეს, მოგვიანებით, მათ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის შედევრები განიხილეს. ღონისძიებას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ასევე, მიწვეული სტუმარი, მხატვარი და მწერალი რეზო ემილიანე ადამია. როგორც პატრიარქმა ბრძანა, გალაკტიონი უდიდესი პოეტია. მისი თქმით, თავად პოეტს არ იცნობდა, თუმცა უწმინდესმა შეკრებილ საზოგადოებას გალაკტიონის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი მოუყვა. პატრიარქის განცხადებით, ეკლესიას ძალიან მძიმედ აწვა ფაქტი, რომ გალაკტიონს წესი აგებული არ ჰქონდა. "ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ გალაკტიონის შესახებ. მაგრამ გალაკტიონი მაინც სულ სხვა არის. გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო. თქვენ იცით, რომ აღსასრული მისი ძალიან რთული იყო: ის გადავარდა, თუ გადააგდეს, თუ რა მოხდა... ძალიან მძიმედ აწვა ეკლესიას ის ფაქტი, რომ გალაკტიონს არ ჰქონდა წესი აგებული და ჩემ დროს მოხდა მისთვის წესის აგება. გალაკტიონი, რამდენიც არ უნდა ვიკითხოთ, ჩვენ მაინც ვერ მივწვდებით მის სიმაღლეებს და სიღრმეებს. მაგრამ გალაკტიონი ძალიან ახლოს არის ჩვენთან, განსაკუთრებით ჩემთან, იმიტომ, რომ მე აღვავლინე პირველი ლოცვა გალაკტიონისთვის. მისი სული შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ის ადამიანი, რომელმაც დაწერა "დედაო ღვთისა, მზეო მარიამ", როგორ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეიწყალოს. მე მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ერთად ვართ და ვიხსენებთ მის სახელს და ეს სიტკბო მის სახელზე მოგართვით", - ბრძანა უწმინდესმა და ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ტკბილეული მიართვა. თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსიც გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულები წიგნების მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" გამომცემლობა პალიტრა L"-ის წიგნებით, "ჩემი რჩეულის" სერიიდან გალაკტიონის ტომებით დაჯილდოვა. "ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ შაბათს განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა. კვლავ განვაგრძობთ ასეთივე ტემპით, ყოველ შაბათს გავახარებთ მკითხველებს განსხვავებული აქციებითა და საღამოებით", - განაცხადა "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ წამალაშვილმა. ღონისძიების ფოტოგადაღება Leko Photography-მ უზრუნველყო. ამასთან, ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ გუნდს საზოგადოებრივი რადიო საშუალებას მისცემს, გალაკტიონის ერთ-ერთი ლექსი ჩაწეროს, რომელიც რადიოეთერში იტრიალებს. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/81005-patriarqi...l#ixzz2Xcv6Cch8 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი