![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ძალიან მიხარია რომ ახალი თემის გახსნა მიწევს , თან იმის გამო , რომ წინამ 100 გვერდს მიაღწია .
იმედი მაქვს ეს თემაც ისეთივე პოპულარული და შედეგის მომცემი იქნება , როგორც წინა 2 . გისურვებთ წარმატებებს! ღმერთი არს ჩვენთან ! ვიწყებთ ! ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
mekaje |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
A.V.M
ციტატა კაპერნაუმში რომ ჩაუშვეს დავრდომილი სახურავიდან , ეგ ეპიზოდი ყველას მოგეხსენებათ . რა ტიპის სახურავი იყო და როგორ ახადეს? აღმოსავლეთში სახლები უმეტესად წარმოადგენდა ოთხკუთხა ნაგებობას, რომლის შუაგულშიც ეზო იყო მოქცეული, ე.ი. სახლი ეზოს ეკრა გარს. სწორედ აქ იმართებდა დღესასწაულები და საოჯახო შეკრებები, თუ საუბრები. შესაძლოა, მაცხოვარი, მეტი სიფართოვის გამო, ხალხს სახლის ოთახში კი არ ასწავლიდა, არამედ ეზოში, რომელსაც, მზის მცხუნვარებისაგან დასაცავად თხელი ტყავით ან ქსოვილით ფარავდნენ. ამ საფარებლის მოცილება სულ ადვილად შეიძლებოდა ისე, რომ ხალხისათვის, რომელიც ეზოში იყო შეკრებილი, არავითარი საფრთხე არ შეექმნათ. სახლის სახურავები იყო ბრტყელი, რომელსაც გარს მოაჯირი ერტყა. იქ თავისუფლად შეეძლო სული მოეთქვა კაცს, ამიტომაც სახურავებზე ასასვლელად სახლს ეზოდან ან ქუჩიდან კიბეები ჰქონდათ მიდგმული. ადვილი შესაძლებელია, რომ მძიმე ავადმყოფის გულშემატკივრებს, ამ კიბეებით ესარგებლათ რათა სახურავიდან ჩამოეშვათ სხეული იესოსთან. ცხადია, რომ ყოველგვარი სიტყვების გარეშე, ისინი თავიანთი მოქმედებით გამოხატავდნენ ქრისტესადმი დიდ რწმენას. კითხვა: რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე? -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი