რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები. |
lingvo |
Dec 28 2009, 11:22 PM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენება დაკავშირებულია რთულ ფილოსოფიურ, რელიგიურ, სამართლებრივ და მორალურ პრობლემებთან, რომელთა დიდი ნაწილი ცალსახად ვერ გადაწყდება. თანამედროვე ბიოეთიკაში რეპროდუქციული ტექნოლოგიების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალურ და მწვავე განსახილველ თემათა რიგს განეკუთვნება. აგრეთვე აქტუალურია ნანოტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად ალბათ შესამცნევია, რომ სწრაფი ტექნიკური პროგრესი ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობებზე გადის.
• ხელოვნურ ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით • განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული – ინ ვიტრო ) ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში • სუროგატი დედობა • დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ხელოვნური განაყოფიერების მიმართ, განსაკუთრებით დონორის გამოყენების შემთხვევაში. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია შემდგომში მდგომარეობს: 1. დაუოჯახებელი ქალის ხელოვნური განაყოფიერება დაუშვებელია, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ნტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეგენბულად აქვს თავიდანვე ჩამორთმეული სრულფასოვან ოჯახში აღზრდის შესაძლებლობა 2. დაუშვებელია ქალის ხელოვნური განაყოფიერება ქმრის ნებართვისა და მონაწილეობის გარეშე 3. ქმრის ნებართვითა და დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერება არღვევს ცოლ ქმრულ ერთგულებას 4. ჰომოგენური განაყოფიერების მეთოდი სავსებით მისაღები საშუალებაა, რომელიც ქრისტიანულ ქორწინებას აძლვს შესაძლებლობას განახორციელოს რეპროდუქციული ფუნქცია 5. ინ ვიტრო მეთოდი მიუღებელია ზედმეტი ემბრიონის განადგურების აუცილებლობიდან გამომდინარე. 6.ოჯახური ურთიერთობების მთლიანობისა და უნიკალობის დაცვის თვალსაზრისიდან გამომდინარე, მორალურად დაუშვებელია კვერცხუჯრედებისა და განაყოფიერებული ემბრიონების დონორობის პრაქტიკა 7. ამ შეფასებას ექვემდებარება სუროგატული დედობის ყველა სახეობა. ამ მეთოდის საფუძელში დევს ძირითადი ემოციური და სულიერი კავშირის უგულებელყოფა, რომელიც მყარდება დედასა და ბავშვს შორის ფეხმძიმობის დროს. მედიცინეს ეთიკური პრობლემების განხილვის უძველესი ტრადიცია კათოლიციზმში მოიპოვება. კათოლიკური მორალი საბოლოო ჯამში უარყოფითად ეკიდება ხელოვნურ განაყოფიერებას, განსაკუთრებით ჰეტეროლოგიურ მეთოდს, რადგან მათი აზრით ეს ეწინააღმდეგება ქორწინების წმინდა საიდუმლოებას, მეუღლეთა ღირსებას, მშობელთა დანიშნულებას და ბავშვის უფლებას ჩასახული და დაბადებული იყოს ქორწინებაში და ქორწინების წყალობით. სუროგატული დედობა უარყოფილია ყველა კათოლიკე ავტორის მიერ, ამასთან კათოლიკე ავტორთა შორის არიან თეოლოგები, რომლებიც ეკგ-ისა და ეგ-ის მეთოდს ეთკურად მისაღებად თვლიან, თუ ის გამორიცხავს “ჭარბი” ემბრიონების პრობლემას. პროტესტანტული ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვის მომავალ ინტერესებს, მისი უფლებების გარანტიებს ნათესაურ ურთერთობებზე. რაც შეეხება ჰეტეროლოგიური განაყოფიერების შესაძლებლობას, მას არ გამორიცხავენ აუცილებლობის შემთხვევაში. ისლამი მუსლიმანური ფილოსოფიის – სუფიზმის, მორალისა და შარიათის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს ხელოვნური განაყოფიერების ყველა მეთოდს, თუ ამისათვის არ გამოიყენება კანონიერი ქმრის გენეტიკური მასალა. რაც შეეხება სუროგატულ დედობას, რადგან ისლამი აღიარებს პოლიგამიას ამიტომ მუცლადმტარებელი დედა შეიძლება იყოს ქმრის მეორე მეუღლე, რომელიც თავის გენეტიკურ მასალას აძლევს პირველ ცოლს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისათვის. აუცილებელი მოთხოვნაა დონორის სასქესო უჯრედების შესახებ სრული ინფორმაცია, რათა გამოირიცხოს სისხლის აღრევა და უზრუნველყონ კანონიერი ნათესაური კავშირი მუსლიმანური სამართლის შესაბამისად. იუდაიზმის პოზიცია არ არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ რაბინების უმრავლესობა გმობს დონორის გენეტიკური მასალით განაყოფიერებას. თუ დამტკიცებულია, რომ არანაირი სხვა თერაპია არ იქნება შედეგის მომტანი, მოცემულ საშუალებას კი შეუძლია პრობლემის მოხსნა, დასშვებად შეიძლება ჩაითვალოს ქმრის გენეტიკური მასალით განაყოფიერება. ბუდიზმის ავტორიტეტული წარმომადგენლები დადებითად აფასებენ დონორის გენეტიკური მასალის გმაოყენებას ხელოვნური განაყოფიერების მიზნით, ისევე როგორც სუროგატულ დედობას. ისინი ხაზს უსვამენ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებას: მეუღლეთა თანხმობის ნებაყოფლობა, დონორის ანონიმურბა, მისთვის ანაზღაურების გამორიცხვა. მაშასადამე ტრადიციული რელიგიები უარყოფითად ეკიდებიან რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. არატრადიციული რელიგიები, უპირველეს ყოვლისა პროტესტანტული რიგის კონფესიები და დომინაციები, ითვალისწინებენ რა ეპოქის თავისებურებებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისას შედარებით ლიბერალური პოზიციის დაჭერას ამჯობინებენ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
სოკრატე |
Jul 12 2013, 11:08 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 12-July 13 წევრი № 13,240 |
ერთი რამ მაინტერესებს..როდესაც შვილი არ გიჩნდება სექსი ცოდვა გამოდის?
რომელიც მსჯელობთ რომ ცოდვაა და რომ სხვა ემბდიონი იღუპება, არ გიფიქრიათ იმაზე რომ კი არ იღუპება იბადება ახალი სიცოხლე, ახალი ანგელოზი, ჩემმა მეუღლემ ორი გარე ორსულობა გაიკეთა და ეხლა მხოლოდ ეს ერთი გზა გვაქვს, რა ვქნათ ბატონებო აღარ დავწვეთ ერთად? ღმერთი როდესაც გაძლევს საშუალებას არ გამოვიყენოთ? გუშინ ვკითხულობდი ადამიანი რომ იხრჩობოდეს იმ ქვეყანაში არ შეიძლება რომ გადაარჩინო, ვინაიდან ეს უფლის ნებაში ჩარევა იქნებაო...ხელოვნური ეს სახელი ქვია თორემ რითი განსხვავდება სხვა მკურნალობისაგან? არ მივიღოთ წამლები, არ ჩაჯდეს ინვალიდი ეტლში, საერთოდ არ ვიაროთ მანქანებით,თვითმფრინავით... დაფიქრდით როდესაც იძახით სხვისი შვილი იშვილეთო-ეს ბავშვი როგორ არის გაჩენილი კანონიერად? იცი ეს? იქნებ ვიღაც მეძავს ყავს ვინმე ლოთოსგან....მე ჩემი შვილი მინდა ჩემი ცოლისგან და ამ ქვეყნად ეს ყველაზე მეტად მინდა ციტატა ერთი რამ მაინტერესებს..როდესაც შვილი არ გიჩნდება სექსი ცოდვა გამოდის? რომელიც მსჯელობთ რომ ცოდვაა და რომ სხვა ემბდიონი იღუპება, არ გიფიქრიათ იმაზე რომ კი არ იღუპება იბადება ახალი სიცოხლე, ახალი ანგელოზი, ჩემმა მეუღლემ ორი გარე ორსულობა გაიკეთა და ეხლა მხოლოდ ეს ერთი გზა გვაქვს, რა ვქნათ ბატონებო აღარ დავწვეთ ერთად? ღმერთი როდესაც გაძლევს საშუალებას არ გამოვიყენოთ? გუშინ ვკითხულობდი ადამიანი რომ იხრჩობოდეს იმ ქვეყანაში არ შეიძლება რომ გადაარჩინო, ვინაიდან ეს უფლის ნებაში ჩარევა იქნებაო...ხელოვნური ეს სახელი ქვია თორემ რითი განსხვავდება სხვა მკურნალობისაგან? არ მივიღოთ წამლები, არ ჩაჯდეს ინვალიდი ეტლში, საერთოდ არ ვიაროთ მანქანებით,თვითმფრინავით... დაფიქრდით როდესაც იძახით სხვისი შვილი იშვილეთო-ეს ბავშვი როგორ არის გაჩენილი კანონიერად? იცი ეს? იქნებ ვიღაც მეძავს ყავს ვინმე ლოთოსგან....მე ჩემი შვილი მინდა ჩემი ცოლისგან და ამ ქვეყნად ეს ყველაზე მეტად მინდა |
G_saxva |
Jul 12 2013, 12:11 PM
პოსტი
#3
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ერთი რამ მაინტერესებს..როდესაც შვილი არ გიჩნდება სექსი ცოდვა გამოდის? არა არ გამოდის, ბევრს არასწორად ესმის ცლო-ქმრობა. ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ოჯახს ქმნი არა იმიტომ რომ გამრავლდე არამედ იმიტომ რომ ცხონებიუს გზაზე თანამგზავრი იპოვო. ცოლქმრობის მიზანი კი არ არის გამრავლება არამედ შედეგი და გვირგვინია, არსებობს ისეთი შემთხვევები როდესაც კაცს ან ქალს თავიდანვე არ შეუძLია შვილი ყავდეს ეს იმას ნიშნავს რომ ოჯახი არ უნდა შექმნას? ეს სისულელეა და ამაზე არც კი უნდა იფიქრო. ციტატა რომელიც მსჯელობთ რომ ცოდვაა და რომ სხვა ემბდიონი იღუპება, არ გიფიქრიათ იმაზე რომ კი არ იღუპება იბადება ახალი სიცოხლე, ახალი ანგელოზი, სხვა ემბრიონი თუ იღუპება და სხვა სიცოცხლეს შენ ხელოვნურად კლავ რაც თავისთავად ცოდვაა, ვინ მოგცა უფლება გადაწყვიტო ახალი სიცოცხლე ახალი ანგელოზი დაბადო (ესეც ძალიან სდაო საკითხია) ? ციტატა ჩემმა მეუღლემ ორი გარე ორსულობა გაიკეთა და ეხლა მხოლოდ ეს ერთი გზა გვაქვს, რა ვქნათ ბატონებო აღარ დავწვეთ ერთად? ღმერთი როდესაც გაძლევს საშუალებას არ გამოვიყენოთ? პრიველ კითხვას რაც შეეხება ამას არავინ გიკრძალავს რელიგიის კუთხით (მართლმადიდებლობას ვგულისხმობ) ციტატა გუშინ ვკითხულობდი ადამიანი რომ იხრჩობოდეს იმ ქვეყანაში არ შეიძლება რომ გადაარჩინო, ვინაიდან ეს უფლის ნებაში ჩარევა იქნებაო... ციტატა ხელოვნური ეს სახელი ქვია თორემ რითი განსხვავდება სხვა მკურნალობისაგან? ანუ შენ გგონია მარტო სახელი რომ ქვია ხელოვნური მაგითი განსხვავდება და მეტი არაფრით. ის რაც ზემოთ აღნიშნე სხვა ემბრიონების (სხვა სიცოცხლის) მოკვდინება არაფერია? ციტატა არ მივიღოთ წამლები, არ ჩაჯდეს ინვალიდი ეტლში, საერთოდ არ ვიაროთ მანქანებით,თვითმფრინავით... ძალიან ცუდი შედარებაა რადგან ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში სხვის სიცოცხლეს არ კლავ, ეტლი და თვითმფრინავი კი ცხოვრების გაადვილებაში გეხმარება რათა მოერგო დღევანდელობის პირობებს. ციტატა დაფიქრდით როდესაც იძახით სხვისი შვილი იშვილეთო-ეს ბავშვი როგორ არის გაჩენილი კანონიერად? იცი ეს? იქნებ ვიღაც მეძავს ყავს ვინმე ლოთოსგან.... რა თქმა უნდა არის რისკი რომ ისეთი ადამიანი აღზრდა მოგიხდეს რომელსაც ზუსტად შეესაბამება სიტყვები " მაგრამ მარტო წრთვნა რას უზამს,თუ ბუნებამც არ უშველა." მაგრამ მეორე ვარიანტიც არსებობს კარგ ოჯახში დაბადებულებიც გამოსულან ლოთები და ნარკომნები, ეს ყველაფერი თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ამიტომ არის ამხელ პასუხისმგებლობის აღებას რომ ახლავს დიდი მადლი. ციტატა მე ჩემი შვილი მინდა ჩემი ცოლისგან და ამ ქვეყნად ეს ყველაზე მეტად მინდა მესმის შენი რასაც ამბობ, გინდა გყავდეს საკუთარი შვილი საყვარელი მეუღლისგან, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის ნების წინააღმდეგ რომ არ იყოს მიმართული სჯობს დაელაპარაკო მოძღვარს, აუხსნა სიტუაცია რა და როგორაა აზრი კითხო და კურთხება აიღო როგორ, თუ როგორ მოიქცე. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი