სამოთხის ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამოთხის ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება |
vaxushti13 |
Mar 31 2013, 07:59 PM
პოსტი
#41
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
მსურს მივიღო ზუსტი პასუხები შემდეგ საკითხებზე:
1. შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი? 2. სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას? 3. სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“? 4. სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა............ 5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ. 6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს? 7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა? ახალი კინოს ყურება ან წიგნის წაკითხვა შემეძლება? ან მე რომ წიგნი დავწერო და სამოთხეში არსებულ სხვა სულებს გავაცნო შემეძლება? 8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით? 9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ? თუ ნახავს შეეძლება მასთან გასაუბრება და სამყაროს არსის უკეთ შეცნობა? 10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს? 11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა? 12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები: ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან? ბ) ბიოლოგიურად/ანატომიურად გაუგებარი სქესის ადამიანები (რამდენიმე ათეულ ათასში ერთხელ იბადებიან) რომლებიც მამაკაცებიც არიან და ქალებიც და სრულიად გაუგებარია რომელ სქესთან უნდა იცხოვრონ/ჯვარი დაიწერონ რომ ეს ცოდვად არ ჩაეთვალოთ. 13. სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა? 14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ? 15. იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით? ვთქვათ, ქართველები ცალკე იქნებიან და პორტუგალიელები ცალკე? თუ აღრევაა ყველანაირი? თუ ვთქვათ ომის დროს დაიღუპნენ სამხედრო მეთაური და რიგითი ჯარისკაცი და ორივე სამოთხეში მოხვდა მაშინ ორივე თანაბარი იქნება? თუ ჯარისკაცს მაინც მოუწევს თავისი უფროსის ბრძანებების შესრულება? 16. შეიძლება ერთი ადამიანის სულს შეუყვარდეს მეორე ადამიანის სული რომელსაც სამოთხეში შეხვდება? შეეძლებათ მათ დაქორწინება და ერთად ცხოვრება? 17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში? ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს? 18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს? 19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ? ამ თემის ავტორი "forum.ge-ზე" არის არწივი9 |
A.V.M |
Jul 14 2013, 03:35 PM
პოსტი
#42
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რადგან შედარებით მეტი დრო მაქვს დავიწყებ....
ციტატა შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი? ახალის სწავლაო რომ დაწერე გამიხარდა , კარგი დასაწყისი იყო , მაგრამ შემდეგ ისეთი არაადეკვატური რაღაც წერია რომ აზრი აღარა აქვს არაფერს... საიქიოში ფრანგული ენის ცოდნა არაფერში ჭირდება სულს და ნურც ის გვავიწყდება , რომ პირველი სამეტყველო ენა , ადამიანს სამოთხიდან გამოძევების შემდეგ მიეცა , ხოლო სხვა ენები კი ბაბილონის გოდოლის შედეგ ჩამოყალიბდა. ციტატა სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას? კი არ იცნობ , იგრძნობ . სულს სხეულობა არ გააჩნია... ციტატა სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“? ეს ირონიული კითხვაა , მაგრამ რადგან ვთქვი ყველას ვუპასუხებ მეთქი , ამასაც ვუპასუხებ . უნდა ვიცოდეთ რომ ადგილმდებარეობის გარდა , სამოთხესა და ჯოჯოხეთს მდგომარეობაც გააჩნიათ . ანუ მდგომარეობას განიცდიან... ციტატა სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა............ ესეც ირონიულია . მაგრამ მაინც ვუპასუხებ . რასაც შენ ამბობ , ეგაა ერთ–ერთი დამახინჯებული ორიგიანისტული სწავლება . რომ კეთილ ანგელოზს მოეწყინა სიკთეში , ანუ განიცადა– ,,მოყირჭება'' და გახდა ბოროტი . სამოთხეში მოწყინება შეუძლებელია განიცადო , იმიტომ რომ ერთფეროვნება არაა იქ... ციტატა 5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ. გარკვეული დოზით იციან და ეს დასტურდება სხვადასხვა გამოცხადებებით . ციტატა 6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს? ესეც ცინიკური კითხვაა . ისეთივე ცინიკური , როგორაც იესოს კითხეს შურიანმა და ბოღმიანმა ხალხმა . მე იესოს პასუხს გავიმეორებ , რომ იქ ,,არც იქორწინებენ და არც განქორწინებენ . არამედ იქნებიან ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.'' ციტატა 7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა? ახალი კინოს ყურება ან წიგნის წაკითხვა შემეძლება? ან მე რომ წიგნი დავწერო და სამოთხეში არსებულ სხვა სულებს გავაცნო შემეძლება? ესეც ირონიულია . ასეთი რამ შეუძლებელია , რადგან საჭიროება არაა ამის... ციტატა 8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით? ტერმინი ,,ნათელში'' ყოფნა არ ნიშნავს იმას , რომ იქ ,,დვიჟოკი'' მუშაობს და 220 ვოლტია . არც ჯოჯოხეთში ცეცხლის ნთება ნიშნავს იმას , რომ იქ ვიღაც ,,კაჩიგარია'' რომელიც რცცილას უკეთებს ბუხარში და ცეცხლს ანთებს. ციტატა 9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ? თუ ნახავს შეეძლება მასთან გასაუბრება და სამყაროს არსის უკეთ შეცნობა? ღმერთის ნახვა და მასთან გასაუბრება , პირდაპირი მნიშვნელობით არცერთ ქმნილებას არ შეუძლია. თვით ანგელოზებსაც კი... ციტატა 10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს? ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ გაიგებს. ნებისმიერი რამის ცოდნა , პირდპირპროპორციულია იმასთან თუ რამდენის დატევნა შეუძლია სულს... 10 კითხვით შემოვიფარგლები ჯერ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 08:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი