IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სამოთხის ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება
vaxushti13
პოსტი Mar 31 2013, 07:59 PM
პოსტი #41


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



მსურს მივიღო ზუსტი პასუხები შემდეგ საკითხებზე:
1. შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი?
2. სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას?
3. სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“?
4. სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა............
5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ.
6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს?
7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა? ახალი კინოს ყურება ან წიგნის წაკითხვა შემეძლება? ან მე რომ წიგნი დავწერო და სამოთხეში არსებულ სხვა სულებს გავაცნო შემეძლება?
8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით?
9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ? თუ ნახავს შეეძლება მასთან გასაუბრება და სამყაროს არსის უკეთ შეცნობა?
10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს?
11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა?
12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები:
ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან?
ბ) ბიოლოგიურად/ანატომიურად გაუგებარი სქესის ადამიანები (რამდენიმე ათეულ ათასში ერთხელ იბადებიან) რომლებიც მამაკაცებიც არიან და ქალებიც და სრულიად გაუგებარია რომელ სქესთან უნდა იცხოვრონ/ჯვარი დაიწერონ რომ ეს ცოდვად არ ჩაეთვალოთ.
13. სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა?
14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ?
15. იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით? ვთქვათ, ქართველები ცალკე იქნებიან და პორტუგალიელები ცალკე? თუ აღრევაა ყველანაირი? თუ ვთქვათ ომის დროს დაიღუპნენ სამხედრო მეთაური და რიგითი ჯარისკაცი და ორივე სამოთხეში მოხვდა მაშინ ორივე თანაბარი იქნება? თუ ჯარისკაცს მაინც მოუწევს თავისი უფროსის ბრძანებების შესრულება?
16. შეიძლება ერთი ადამიანის სულს შეუყვარდეს მეორე ადამიანის სული რომელსაც სამოთხეში შეხვდება? შეეძლებათ მათ დაქორწინება და ერთად ცხოვრება?
17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში?
ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს?
18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს?
19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ?

ამ თემის ავტორი "forum.ge-ზე" არის არწივი9
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Jul 14 2013, 06:37 PM
პოსტი #42


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



arcivi9
ციტატა
„არ სჭირდება“ ერთია, მაგრამ თუ უბრალოდ უნდა?

რას ქვია უნდა?
ადამ და ევას სამოთხეში ენის ცოდნა უნდოდათ?
ციტატა
და რომელი იყო ეს ენა კერძოდ?

ზრახვა...
(მთაწმინდელების ცხოვრება წაკითხული გაქვს?)
ციტატა
დანახვის გარეშე ვიგრძნობ? საამისოდ ახლოს უნდა მივიდე მასთან?

რა მანძილით შემოსაზღვრავ ადამიანის სულს?
ციტატა
მით უმეტეს თუ ერთფეროვნება არაა! ესე იგი მოწყენაც შესაძლებელია

ეუჰ...
ერთფეროვნებაში შენ არ იწყენ და მრავალფეროვნებაში იწყენ?
ციტატა
საიდან იციან? ვინ აძლევს მათ ინფორმაციას?

სულის მოაზროვნებითობის თვისებიდან გამომდინარე...
როდესაც სხეულშია სული , სხეული ხედავს ხორციელი ვალის საშვალებით , ესმენს ხორციელი ყურის საშვალებით , ყნოსავს ხორციელი ნესტოების საშუალებით და.ა.შ. იმიტომ რომ სულის სამოსელია სხეული .
ხოლო როდესაც სხეულიდან გადის , საკუთარი მოაზროვნებითობით ამყარებს კონტაქტს გარესამყაროსთან და არა ხორციელი ნესტოებით , თვალებით , ყურებით და.ა.შ.
ციტატა
მე სავსებით სერიოზულად ვიკითხე

ხოდა მაშინ სავსებით სერიოზულად მიიღე იესოს პასუხი , რომ იქ არც ქორწინებაა და არც განქორწინება...
ციტატა

არასწორი პასუხია.

თუ სწორი პასუხი იცოდი რაღას მეკითხებოდი?biggrin.gif
ციტატა
რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერი სულაც არაა საჭირო, უბრალოდ ზოგი რამ გვინდა და გვაინტერესებს

და რისთვის გაინტერესებს მაგალითად ანტიკური კულტურის შესწავლა?

ციტატა
ანუ ღმერთს ვერ ვნახავთ?

პირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა ვერ ვნახავთ და არც არავის უხილავს.
რადგან ქმნილებას არ აქვს იმის დატევნის უფლება , რომ შემოქმედი პირდაპირი მნიშვნელობით დაინახოს.
თვით ანგელოზებსაც , უაღმატებულეს სერაფიმებსაც კი ვერ შეუძლიათ უფლის ხილვა და ,,თვალებს ფრთებით ფარავენ.''
ციტატა
ანუ სულის მიერ დატეული ინფორმაცია შეზღუდულია?

დატეული არა.
თუ დაიტია , ე.ი. ამის დატევნა შეუძლია.
ზოგადად სულის ,,დატევნებისეული ფუნქციაა'' შეზღუდული და გამომდინარეობს მისი შესაძლებლობებიდან.



ციტატა
11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა?

რა თქმა უნდა გარკვეული მდებარეობა აქვთ მაგრამ არა მიწიერი გადმოსახედიდან გამომდინარე .
სამოთხე იმ ზომისაა რამდენიც მართალთა სულებს ჭირდებათ და ჯოჯოხეთიც იმ ზომისაა , რამდენც ცოდვილთა სულებისთვისაა საჭირო .
მოკლედ რომ ვთქვათ-,,იმ ზომისაა რამდენის საჭიროებაცაა''უსასრულო არაა , რადგან უსასრულო და ყოვლისმომცველი მხოლოდ ღმერთია.

ციტატა
10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს?

ვიმეორებ ყველაფერს ვერ გაიგებს რაც აინტერესებს.
მაგ : ჩემ სულს აინტერესებს ღმერთის პირდაპირი მნიშვნელობით ხილვა. ამას ვერ გაიგებს , რადგან არ შეუძლია.

ციტატა
12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები:
ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან?
ბ) ბიოლოგიურად/ანატომიურად გაუგებარი სქესის ადამიანები (რამდენიმე ათეულ ათასში ერთხელ იბადებიან) რომლებიც მამაკაცებიც არიან და ქალებიც და სრულიად გაუგებარია რომელ სქესთან უნდა იცხოვრონ/ჯვარი დაიწერონ რომ ეს ცოდვად არ ჩაეთვალოთ.

ეკლესია აღიარებს სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობას და კათეგორიულად ეწინააღმდეგება ვთქვათ კათოლიკურ სწავლებას სალხინებელის არსებობის შესახებ .
ანუ ამბობს მკაფიოდ რომ მხოლოდ 2 ადგილი არსებობს-სამოთხე და ჯოჯოხეთი.
მაგრამ 2 ადგილის არსებობა არ ნიშნავს , რომ ამ 2 ადგილში არ არსებობდეს განსაზღვრული დონეები დამსახურების და სამართლიანობისდა შესაბამისად.
რომელი ადამიანის სული სად მოხვდება ზუსტად , ეს ადამიანმა კი არა , მისმა მფარველმა ანგელოზმაც არ იცის.
ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი , რამ რომ ის ადგილი , სადაც მოხვდება სული არის ყველაზე საუკეთესო მისთვის და ყველაზე სამართლიანი.
ვთქვათ შეურაცხადია ვიღაცა როგორც შენ თქვი.

ციტატა
13. სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა?

რა თქმა უნდა შეზღუდულია , იმიტომ რომ თავისუფლება ეკლესიის სწავლეით არ ნიშნავს აღვირახსნილობას და იმის კეთებას რაც მე მინდა.
მაგ: მე მინდა ღმერთის პირდაპირი მნიშვნელობით ნახვა.ამას მე ვერანაირად ვერ შევძლებ , თუნდაც სამოთხეში ყველაზე ,,აღმატებულ''ადგილზე მოვხვდე.

ციტატა
14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ?

დაღლილობა , ოფლი და.ა.შ. ეს ყველაფერი ადამიანის დაცემული ბუნებიდან გამომდინარეობს და არა იმიტომ რომ მისი სული ასეთი შექმნა თავდაპირველად ღმერთმა.
სულს იქ დაძინების საშუალება არ ექნება , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეს არ სჭირდება მას.

ციტატა
15. იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით? ვთქვათ, ქართველები ცალკე იქნებიან და პორტუგალიელები ცალკე? თუ აღრევაა ყველანაირი? თუ ვთქვათ ომის დროს დაიღუპნენ სამხედრო მეთაური და რიგითი ჯარისკაცი და ორივე სამოთხეში მოხვდა მაშინ ორივე თანაბარი იქნება? თუ ჯარისკაცს მაინც მოუწევს თავისი უფროსის ბრძანებების შესრულება?

ქრისტემ უარყო ყოველგვრი დაყოფა-რასების , ენების , კანის ფერის სქესის და.ა.შ. მიხედვით .
იქ ყველა თანაბარია და იღებს იმ ზომის პატივს თუ სასჯელს რასაც იმსახურებს ცხოვრების მიხედვით და არა იმას თუ რომელ სოციალურ ფენაზე იყო , რამდენი ქონდა ხელფასი , ჩინი და.ა.შ.

ციტატა
16. შეიძლება ერთი ადამიანის სულს შეუყვარდეს მეორე ადამიანის სული რომელსაც სამოთხეში შეხვდება? შეეძლებათ მათ დაქორწინება და ერთად ცხოვრება?

გითხარი უკვე , რომ იესოს სწავლებისმიხედვით , იქ არც ქორწინებაა და არც განქორწინება.

ციტატა
17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში?
ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს?

მოაზროვნებითობა სულის განუყრელი თვისებაა.
სამოთხეში ადამიანის ცუდი აზრი როგორ მოუვა? ცუდი აზრი ბოროტისგანაა , ბოროტს კი სამოთხეში არაფერი ესაქმება.
რაც შეეხება ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანის კარგ აზრზს. ეს რა თქმა უნდა შეიძლება , მაგრამ არა იმ ფორმით როგორც შენ თქვი.
რადგან გვაქვს იესოს სწავლება-რომ თუ ვინმეს განკურნება გინდა ჯერ შენი თავის განიკურნე და მერე სხვისი . ანალოგიურად თუკი ვინმეს შველა შეგიძლია , მოდი ჯერ შენ თავს უშველე.
სხვა მხრივ კი მდიდრისა და ლაზარეს შემთხვევა ამის დასტურია.
მდიდარს მოუვისა ,,კარგი აზრი'' , რომ ლაზარე დაეხმაროს მას.

ციტატა
18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს?

ინტელექტში არ ვიცი შენ რას გულისხმობ.
ისე კი სული თავის მოაზროვნებითობას ხორცშიც და მის გარეთაც ინარჩუნებს...

ციტატა
19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ?

თუ სული მომაკვდინებელი ცოდვით არაა დაცემული , სამოთხეში მყოფებმა კი არა , მიწაზე მყოფებმაც რომ თხოვონ გულითადი შემწეობა მათ ამოიყვანს.
ეკლესიას აქვს სწავლება , რომ ჯოჯოხეთი იმ ფორმით რა ფორმითაც ახლა არსებობს სამუდამო განსასვენებელი არაა.
იქ მყოფთა სულებისთვის , რომლებიც არ არიან მიუტევებელი ცოდვით დასნეულებულნი ხოლო დედამიწზე მათთვის გაიცემა მოწყალება , ტარდება შეკვეთილი წირვები , იხსენიებენ ლოცვებში და.ა.შ. მეორედ მოსვლის შემდეგ , როდესაც უკვე სამუდამო განსასვენებელი მიეცემათ სულებს , ამოყვანილი იქნებიან ისინი ჯოჯოხეთიდან და მართალთა სულებს შეერევიან...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
vaxushti13   სამოთხის ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება   Mar 31 2013, 07:59 PM
Alterego   ჰაჰაჰა მაგარი კითხ...   Mar 31 2013, 08:28 PM
vaxushti13   გაერთე კაცო რაღაც...   Mar 31 2013, 08:35 PM
qetevano   Alterego "აღფრთოვანებ...   Mar 31 2013, 08:59 PM
vaxushti13   [b]Alterego "აღფრთოვანე...   Mar 31 2013, 09:06 PM
vaxushti13   2 5 9 10 11 12 13 14 18 19 ეს შეკი...   Mar 31 2013, 10:13 PM
ხახაბოელი   მსურს მივიღო ზუსტ...   Mar 31 2013, 09:07 PM
ხახაბოელი   მსურს მივიღო ზუსტ...   Mar 31 2013, 09:20 PM
afxazi   Alterego ამ შემთხვევაშ...   Mar 31 2013, 10:23 PM
A.V.M   Alterego ცინიკურ პოსტებ...   Mar 31 2013, 10:26 PM
vaxushti13   ჩემს მიერ აღნიშნულ...   Mar 31 2013, 10:45 PM
A.V.M   vaxushti13 ნამდვილად არ მ...   Mar 31 2013, 10:48 PM
G_saxva   ძალიან პრიმიტიული ...   Apr 1 2013, 09:27 AM
marine   G_saxva და ბიბლია არ აქ...   Apr 1 2013, 04:59 PM
G_saxva   ყველაზე ცუდი დღეს ...   Apr 1 2013, 05:40 PM
arcivi9   G_saxva marine G_saxva ნუ როგორ...   Jul 12 2013, 01:00 AM
G_saxva   ნუ როგორც ვხვდები ...   Jul 12 2013, 09:30 AM
arcivi9   :blink: :blink: :blink: წმინდა მ...   Jul 12 2013, 02:30 PM
marine   წაკითხვას ბევრი დ...   Jul 12 2013, 03:14 PM
G_saxva   წაკითხვას ბევრი დ...   Jul 12 2013, 03:46 PM
გულთმისანი   წაკითხვას ბევრი დ...   May 20 2014, 12:49 PM
A.V.M   რა ხდება? რაღაც ,,კა...   Jul 12 2013, 04:35 PM
G_saxva   A.V.M წავიდა ჭეშმარიტ...   Jul 12 2013, 09:12 PM
A.V.M   G_saxva არავინაა კაცო ს...   Jul 12 2013, 09:25 PM
G_saxva   G_saxva არავინაა კაცო ...   Jul 12 2013, 09:31 PM
sopo...   კითხვების მოფიქრე...   Jul 13 2013, 02:14 AM
გულთმისანი   კითხვების მოფიქრე...   May 20 2014, 12:05 PM
arcivi9   marine G_saxva მოკლედ, თქვენ...   Jul 13 2013, 05:55 PM
qetevano   arcivi9 კითხვა სად დასვ...   Jul 13 2013, 06:59 PM
G_saxva   arcivi9 კითხვა სად დასვ...   Jul 13 2013, 07:53 PM
arcivi9   [b]arcivi9 კითხვა სად დას...   Jul 13 2013, 10:25 PM
A.V.M   arcivi9 მე დამისვი კაცო...   Jul 13 2013, 08:19 PM
A.V.M   შეგიძლიათ ხალხო და...   Jul 14 2013, 02:18 PM
qetevano   A.V.M დაიწყე (დამთქნა...   Jul 14 2013, 03:04 PM
A.V.M   რადგან შედარებით მ...   Jul 14 2013, 03:35 PM
arcivi9   A.V.M „არ სჭირდება“ ე...   Jul 14 2013, 04:17 PM
A.V.M   arcivi9 რას ქვია უნდა? ა...   Jul 14 2013, 06:37 PM
G_saxva   უმეტესი კითხვა რაც...   Jul 15 2013, 10:00 AM
vaxushti13   გამარჯობათ ხალხნო,...   Jul 16 2013, 10:13 PM
A.V.M   HA?   Jul 16 2013, 11:50 PM
G_saxva   ეე სად წავიდა ის არ...   Jul 16 2013, 11:57 PM
arcivi9   ეე სად წავიდა ის არ...   Jan 26 2014, 10:43 PM
qetevano   A.V.M თავისი გახსნილი...   Jul 16 2013, 11:57 PM
A.V.M   მე პასუხებს ვცემ დ...   Jul 16 2013, 11:57 PM
qetevano   G_saxva ერთი საკამათო პ...   Jul 16 2013, 11:57 PM
vaxushti13   ფორუმ.გე დან გადმო...   Jul 17 2013, 12:05 AM
G_saxva   ფორუმ.გე დან გადმო...   Jul 17 2013, 12:07 AM
vaxushti13   გამანებე თავი კიდ...   Jul 17 2013, 12:08 AM
A.V.M   vaxushti13 აზრის გამოსახ...   Jul 17 2013, 12:30 AM
esre ars cheshmariteba   ჯოჯოხეთი საერთოდ ვ...   Jul 17 2013, 11:46 PM
qetevano   esre ars cheshmariteba აუ მაპატი...   Jul 18 2013, 12:26 AM
A.V.M   esre ars cheshmariteba რა გინდა? ა...   Jul 18 2013, 12:36 AM
gigushka   4Nu-df24NlY   Mar 31 2014, 10:14 PM
A.V.M   gigushka მხოლოდ მამა თამ...   Mar 31 2014, 11:48 PM
ჯუბი   მსურს მივიღო ზუსტ...   Jun 12 2020, 11:36 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 11:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი