პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
Jul 17 2013, 08:09 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია II რუსეთს ეწვევა
რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთს ეწვევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ განუცხადა. მიტროპოლიტის თქმით, რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო ღონისძიებები მოსკოვში, კიევსა და მინსკში გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დელეგაციის წევრებთან ერთად 23-30 ივლისს სამივე ქალაქში ჩაბრძანდება. "იქნება საუბარი იმ თემებზე, რომელიც ყოველთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არის. პირველი ეს არის აფხაზეთის თემა და ქართველი მეფეების ნეშთების გადმოსვენება", - დასძინა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა. მეუფის განმარტებით, დელეგაციის წევრები რუსეთის პატრიარქს შეხვდებიან. რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია კი ჯერ დაზუსტებული არ არის. შეხვედრებზე დაზუსტდება ასევე ასტრახანიდან ქართველი მეფეების: ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის გადმოსვენების საკითხიც. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/82209-ili...l#ixzz2ZJsSQ4HC -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი