პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
Jul 18 2013, 08:29 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქმა მახათას მთაზე ისტორიული ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა
19:30 18-07-2013 პატრიარქმა მახათას მთაზე ისტორიული ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მახათას მთაზე ისტორიული ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. უწმინდესმა კომპანია "BK Capital"-ის დამფუძნებლის , შოთა ბერიკაშვილისა და ფონდ "ივერიისას" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძისგან მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა, დეტალებს გაეცნო და მშენებლები დალოცა. პატრიარქმა ტაძრის საკურთხეველი დაათვალიერა და ტაძრის შუაგულში სანთელიც დაანთო. მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ტერიტორიის დატოვებამდე ჟურნალისტებმა უწმინდესს რუსეთთან დაკავშირებით ვიზიტზეც ჰკუთხეს, თუმცა პატრიარქმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ აქ ამის ადგილი არ არის. "აქ დღეს ჩვენ ლოცვისთვის შევიკრიბეთ", - აღნიშნა ილია მეორემ. უწმინდესმა დალოცა მშენებლები, პაატა ბურჭულაძე, მახათას მთაზე შეკრებილები და მთელი საქართველო, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "BK Capital"-ის დამფუძნებელმა შოთა ბერიკაშვილმა განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპი, რომელიც ერთი თვეა, რაც დაიწყო. ტაძრის მშენებლობა დაახლოებით 20-24 თვეში დასრულდება. მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის საძირკველი 2011 წლის 12 მაისს ეკურთხა, 2012 წლის 17 აპრილს ტაძრის საძირკველი გაიჭრა, ხოლო 2013 წლის 7 მაისს მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო. ტაძრის მშენებლობა 2700 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს, ტაძრის სიგრძე იქნება 60 მეტრი, სიგანე 32 მეტრი, სიმაღლე ჯვრის ძირამდე 51 მეტრი იქნება. მშენებლობას ახორციელებს კომპანია "BK Capital"-ი. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...athvaliera.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი