ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
ratinwt |
Jul 19 2013, 11:18 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-April 13 წევრი № 13,058 |
puskuu
მერე სადმე ბიბლიაში წერია რომ ნათლია ბავშვობაშივე უნდა ჰყავდეს ადამიანს, მას დაუჯეროს და მან უნდა დააყენოს ჭეშმარიტების გზაზე? თუ ეს ქრისტიანების მიერ გამოგონილი ინოვაციაა, რაც შემდეგ გამოიგონეს. ქრისტეს შემთხვევაში ნათლიას სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა და არანაირად ეს ზღაპრები რომ თითქოს ჭეშმარიტების გზაზე ნათლიამ უნდა დააყენოს ბავშვი. ქრისტე რატომ მოინათლა 30 წლის ასაკში? ზრდასრული იყო ,აზროვნებდა, და არა ისე დაძალებით ,როგორც ახლანდელ ქრისტიანებში ხდება. იქნებ ვინმეს გაეხსენებინა ის რომ უფალი აძლევს ადამიანს თავისუფალ ნებას? და ბავშვობიდანვე ძალით ნათლობა პოლიტიკური მოვლენაა რათა კონკურენტ რელიგიურ გაერთიანებაზე მეტი მრევლი დააფიქსირონ , და მეტი ფული და ძალაუფლება იგდონ. მაგრამ დიდი პრობლემა არც ეს არაა რადგან ასეთ ბავშვობაში მონათვლას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დამოუკიდებელი რომ გახდება თავად რა გზას აირჩევს და სად წავა თავისი გულწფელი ნებით. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი