ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
ratinwt |
Jul 19 2013, 05:12 PM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-April 13 წევრი № 13,058 |
A.V.M
ციტატა გამახსენე ბიბლიაში ადგილი სადაც უშუალოდჯვრისწერის შესახებაა საუბარი , როგორ უნდა ცატარდეს რა და.ა.შ. ჯვრისწერაზე მგონი არაფერი არ დამიწერია. თუ ნათლობაზე ვამბობთ, მეც მაგას ვამბობ რომ არსად არ წერია : ასე მოვნათლოთ ბავშვი,საერთოდ ბავშვთა ნათლობა . ციტატა ქრისტე რატომ მოინათლა და ეს ებრაული ტრადიცია იყო.ადამიანს მხოლოდ 30 წლის შემდეგ უნდა დაეწყო ქადაგება , იქამდე აკრძალული იყო.დღეს ჩვენ ებრაელები ვართ? ვიცი ამ ტრადიციის შესახებაც. ციტატა კაი გაჩერდი ახლა...გეკითხები :1- ნათლობა არის თუ არა ხორცისა და სულის განკურნების გზა.2-ჩვილი , არის თუ არა უცოდველი . 3-რისკენ აქვს სწრაფვა ყოველგვარ უცოდველობასა და უბიწოებას?4-როდიდან მიმდინარეობს მცირე ასაკის ბავშვების მონათვლა? ნათლობა არის მხოლოდ რიგითი რიტუალი, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ადამიანი სულიერად მზად იყოს ნათლობისთვის ,გაათვითცნობიეროს რას აკეთებს, და არა მექანიკურად გააკეთოს რაღაც. თორემ მარტო წყალში ჩაყულჭება არაფერს არ ცვლის. დაზუსტებით ვერ ვიტყვი თარიღს ,მაგრამ ეს რომ ქრისტეს შემდეგ . ეკლესიამ - ინსტიტუტმა შემოიღო ეს ვიცი, მათი არგუმენტი ის იყო რომ მშობლემს უნდა აღეზარდათ ბავშვები სწორად. მაგრამ თავისუფალი ნება ,რომელიც ღვთისგან აქვს ბოძებული ადამაინს ამას რომ აკარგვინებდნენ ამას ვერ მიხვდნენ. ან მიხვდნენ ,მაგრამ ასე აწყობათ. ციტატა ,,დასკვნა'' სხვებთან შედარებით უფრო გონივრულია.დაველოდები ზემოთდაწერილ კითხვებზე პასუხს და მერე დავამატებ რაღაცეებს. ძაან მაგარი საიტია რა უნდა ქნა როცა თავად მგონი ადმინისტრატორი (ან მმართველი რაიმე) თავად გაყენებს შეურაცხყოფას , თავის თავს ის ვერ დასჯის. შენ კიდევ ვერაფერს იზავ. უცნაურია... მე ვაფიქსირებ ჩემ აზრს , შენ შენ აზრს. რატომ გგონია რომ მაინც და მაინც შენი აზრია სწორი , ერთადერთი ჭეშმარიტი და "გონივრული" ? იქნებ დაამატო რომ ესეც შენი აზრია. სულ თავიანთი თავი ჰგონიათ აქ ჭეშმარიტები, აზრადაც არ უშვებენ იმას რომ თვითონ ცდებოდნენ ან სხვა იყო მართალი. და დებილი არ უძახო საიტის იშვიათ ,მაგრამ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი