ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
ratinwt |
Jul 20 2013, 10:49 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-April 13 წევრი № 13,058 |
A.V.M
ციტატა ბავშვის ნათლობაზეც მივალთ...ნუ ჩქარობ.იქამდე ჯერ ეს განვიხილოთ . არც ჯვრისწერაზე არ წერია არაფერი , (შენც დამეთანხმე ) და მაგ ლოგიკით ჯვრისწერაც გავაუქმოთ , უფრო სწორად არც უნდა შემოღებულიყო . მართალი ვარ? არა მე ჯვრისწერაზე არ მითქვავს არაფერი უბრალოდ. მე სადმე ვთქვი რომ ნათლობა უნდა გაუქმდეს? მე ვამბობ რომ ეს არსებული ფორმა არასწორია. ისე ჯვრისწერაც ჩამოყალიბებული ადამიანების თანხმობის შემდეგ ხდება ... ციტატა წეღანდელი პოსტდან ეს რომ იცოდი არ გამოჩენილა.ანუ შევთანხმდეთ , რომ იესო იმიტომ მოინათლა 30 წლისა , რომ ებრაული სჯულის აღმსრულებელი იყო და არა იმიტომ , რომ მხოლოდ ამ ასაკში ჩამოყალიბდა , როგორც სრულყოფილი პიროვნება და ამ სრულყოფილმა პიროვნებამ მიიღო გადაწყვეტილება რომ მონათლულიყო.შევთანხმდით? ერთი მხრივ არის ტრადიცია , მაგრამ იესო ამ გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად იღებს. ჩამოყალიბებულია, ანუ მას შემდეგ როცა თავად აზროვნებს. და არ აურჩევია ეს მისთვის მშობელს. ციტატა მოიცა... ვიცდი... ციტატა შენ თუ მხოლოდ ეს გგონია ნათლობა , მაშინ თემა უნდა სევცვალოთ. მართლმადიდებლების ნათლობა კი აი ესაა:,,5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt....dpuf'' 7. ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი. 8. მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით. სულიწმინით ნათლობაა უმნიშვნელოვანესი ,ანუ ადამიანი სულიერად მზად უნდა იყოს ამისთვის. ეს არ ხდება ასე იოლად წყლით ნათვლით, წყლით ნათლობა ბოლო ფორმალური ნაწილია. რა წყალს აქვს განსაკუთრებული შემადგენლობა რაც ადამიანს აქრისტიანებს? ეს უბრალოდ დიდი პროცესის - ადამიანის სულიერად ახლიდან დაბადების ბოლო ნაწილია . წყალი - წყალია მარტო წყლის დასხმა საკუთარი სურვილისა და მომზადების გარეშე არის არაფრის მქმნელი რიტუალი. ციტატა აი ეს , მხოლოდ რიგითი რიტუალია და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს?კი ან არა. სულიწმინდით ნათლობის გარეშე არანაირი აზრი არ აქვს!! ციტატა ნუ ცდილობ თემიდან გადახვევას ხომ? დებილი არავის დაუძახია შენთვის და ნუ გინდა რომ დაგიძახოს ვინმემ... არანაირად არ ვცდილობ, იმ თემას შედაბამის ადგილას ვცემ პასუხს. უბრალოდ ასეთი მიმართვა შეურაცხყოფაა ციტატა მოიცა...მოიცა...ქრისტეს შემდეგ არის 34 წელიც და 2014 წელიც.რომ გვაკრიტიკებ , ასეო და ისეო , ჯერ გვითხარი თუ რა დროიდან(მიახლოებით მაინც) შემოდის მცირე ასაკის ბავშვთა ნათლობა და ამის რომელი წყარო იცი.არ გეუბნევი ჩემ აზრზს და შენ აზრზს. გეკითხები წყაროს , საიდანაც ამის შესახებ იგებ და იქიდან აკეთებ დასკვნებს. აი კონკრეტულად ვნახე ის რაზეც ვამბობდი. 418 წელს, ნეტარი ავგუსტინეს მეთაურობით, დაიგმო პელაგიანიზმი. კრებაზე მიღებული იქნა ეგზომ უცნაური კანონები. კანონი 1: ვინც ამბობს, რომ ადამი შეიქმნა მოკვდავი და მოკვდებოდა იმის მიუხედავად, შეჭამდა თუ არა აკრძალულ ნაყოფს - წყეულიმც იყოს! კანონი 2: ვინც ამბობს, რომ ბავშვების ნათლობა აუცილებელი არაა, ან რომ მათი ნათლობისას წარმოთქმული სიტყვა "ცოდვათა მისატევებლად" გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი და არა ადამის ცოდვის გამო - წყეულიმც იყოს! კანონი 3-1: ვინც ამბობს, რომ მოუნათლავი ჩვილებისთვის რაიმე შუა ადგილია სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ან რომ ისინი არ წარწყმდებიან, იმის მიუხედავად რომ შეუძლებელია ცხონდეს ადამიანი ნათლობის გარეშე - წყეულიმც იყოს მართლმადიდებლური ლოგიკით ჩვილებიც ჯოჯოხეთში უნდა მოხვდნენ ვინც ვერ ასწრებს ნათლობას და ისე კვდება . ანუ ვერ შედის სასუფეველში - რაც უბრალოდ უსამართლობაა! იქიდან გამომდინარე ის ღმერთი რომელიც მე მწამს უსამართლო არაა, ეს მიდგომა ცალსახად მიუღებელია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი