პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Jul 21 2013, 03:21 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - ვერავითარი მტრის ძალა საქართველოს ვერაფერს დააკლებს
14:15 21-07-2013 ილია მეორე - ვერავითარი მტრის ძალა საქართველოს ვერაფერს დააკლებს ვერავითარი მტრის ძალა ვერაფერს დააკლებს საქართველოს, _ ამის შესახებ უწმინდესმა სამების საკათედროს ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქართველი ხალხი და საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და მას ვერანაირი ძალა ვერ დაჩაგრავს. "ვერავითარი მტრის ძალა ვერ დააკლებს მათ ვერაფერს, იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა დგას საქართველოს სადარაჯოზე და ღმერთმა ინებოს, რომ რწმენა ჭეშმარიტი სარწმუნოების, სიყვარული და სიხარული სუფევდეს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში", - ბრძანა უწმინდესმა. მისი თქმით, მთავარი საზრუნავი "ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო და საქართველოა". "როცა ჩვენ ვამბობთ საქართველოს შესახებ, ჩვენ ვამბობთ წარსულში, აწმყოსა და მომავალში. წარსულში ჩვენმა ერმა, ჩვენმა ქვეყანამ დიდი საგმირო საქმეები გამოავლინა. სულ ბრძოლაში იყო საქართველო. ხშირი შემთხვევა იყო, როცა გამარჯვებული გამოდიოდა, ასევე იყო მრავალი შემთხვევა, როცა დამარცხებული ვიყავით, მაგრამ ქართველი ერი მაინც დიდ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, ჩვენს წარსულს. თუნდაც დიდგორის ომი ავიღოთ. დიდგორის ომი საოცარი მაგალითია ქართველებისთვის, ის ჩახერგილი გზა, რომლის გამო უკან არ შეიძლებოდა დახევა, ეს იყო დიდი მაგალითი თვითონ პიროვნების, დავით აღმაშენებლისა. ჯარი თუ დაიღუპებოდა, თვითონაც უნდა დაღუპულიყო, ამიტომ ჩვენ დიდ პატივს მივაგებთ ჩვენს წარსულს, ჩვენს მეფეებს, ჩვენს პატრიარქებს", - აღნიშნა პატრიარქმა. მისივე თქმით, დედა როცა თავის შვილს ლოცავდა და ომში ისტუმრებდა, ლოცავდა მას, რომ თუ დაეცემოდა, გმირულად დაცემულიყო და ომიდან არ უნდა გამოქცეულიყო. როგორც უწმინდესმა ბრძანა, აწმყო ძალიან მოკლეა, ყოველი წუთი აწმყოსი გადადის წარსულში, ამიტომ ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს წარსულს. "უპირველეს ყოვლისა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი სულიერი, მატერიალური და კულტურული ფასეულობანი, ჩვენი წინაპრები, ღმერთი, რწმენა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აქ დღეს დგანან ჯარისკაცები და მინდა დავლოცო. ერთი ნაწილი შეიძლება წავიდეს უცხოეთში ავღანეთში და როგორც ადრე, ისე მშვიდობით დაბრუნდნენ ჩვენს სამშობლოში, - ბრძანა პატრიარქმა. მან დღეს ტრადიციულად რამდენიმე გვარი და ჯარისკაცები დალოცა. აქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ოჯახის სიძლიერესა და სიმტკიცეზე ისაუბრა. როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შედეგ, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახებს, შვილებს და ოჯახები უნდა იყვნენ მრავალშვილიანი. "ჩვენ უკვე 17 000-ზე მეტი ნათლული გვყავს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ, რომელთაც ემუქრებოდათ სიკვდილი და დღეს ისინი ჩვენი საამაყო შვილები არიან. მე მინდა ვთქვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახის სიძლიერეს, ოჯახის სიმტკიცეს და ბავშვებისთვის მოგვიწყო ერთი ადგილი სამების ტაძრის ეზოში. მე მინდა დავლოცო ბიძინა ივანიშვილი და ღმერთმა შეუწიროს ის სიკეთე, რომელსაც ის აკეთებს ჩვენი ერისთვის", _ ბრძანა უწმინდესმა. დღესვე ილია მეორემ ტრადიციულად დალოცა რამდენიმე გვარი, ასევე, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში გაემგზავრებიან. დღევანდელ საკვირაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა ინგლისიდან, საფრანგეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულმა სასულიერო პირებმაც მიიღეს. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ili-daloca.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი