ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
A.V.M |
Jul 22 2013, 11:52 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა არაა 30 წელი ვალდებულება, იმ დროს როცა ადამიანი დამოუკიდებლად აზროვნებს. ეს შეიძლება მოხდეს 18 წლის ასაკში ან ცოტა ადრე ან გვიან. მარგამ არანიარ შემთხვევაში ჩვილობის ასაკში . უშუალოდ ჩვილთა ნათლობაზე ყველაზე ბოლოს ვილაპარაკებ. იქამდე ჯერ არსებითი საკითხების განხილვას უნდა მოვრჩეთ . კარგია იმაზე რომ შევთანხმდით , 30 წლის ასაკში იესოს მონათვლა ტრადიციის გამო იყო , და არა ამ ასაკში პიროვნულად სრულად ჩამოყალიბებაზე დაყრდნობით და კიდევ იმაზე , რომ პიროვნულად სრულად ჩამოყალიბება 30 წლამდე ბევრად ადრე ხდება როგორც წესი. გავაგრძელოთ შენი პოსტის განხილვა. ციტატა რწმენა ტრადიციაა არაა! შეგიძლია მითხრა ის 3 კომპონენტი რომლებიდანაც სჯული შედგება? ციტატა აზრი?? გინდ სულ სულიწმინდის სახელით იძახონ. ეს სიტყვები ცვლის ამ შემთხვევაში რამეს? წინა პოსტში რაღაც გკითხე და არ გიპასუხია. იმედი მაქვს გამოგრჩა შემთხვევით და კვლავ გაგიმეორებ: სულიწმინდით ნათლობა რას ნიშნავს? ციტატა მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია ,რომ ამ თემაზე გადაჭრით ვთქვა რამე. ცალსახად პასუხს ვერ დავაფიქსირებ, თუმცა რაღაც არ მომწონს და მოდი დავწყევლოთ ვინმე არასწორია. გამომდინარე იქიდან რომ , როგოც შენი პოსტიდან ირკვევა , არ იცი რას ნიშნავს და რატომ ხდება-ანათემა , შეჩვენება , დაწყევლა განკვეთა და.ა.შ. ამ საკითხებზე ახლა არ გავამახვილებ ყურადღებას . მათზე სიამოვნებით გაგესაუბრებით თუ სურვილი გექნება მაშინ , როდესაც მოვრჩებით ამ საკითხს. ვისაუბროთ მერე ჩემო ბატონო თუ რატომ ხორციელდება ჩემ მიერ ზემოთნახსენები ღონისძიებები , რის გამო და.ა.შ. იქამდე კი ამ საკითხს მოვუბრუნდეთ . შენ წერდი : ციტატა 418 წელს, ნეტარი ავგუსტინეს მეთაურობით, დაიგმო პელაგიანიზმი. კრებაზე მიღებული იქნა ეგზომ უცნაური კანონები. ვნახოთ თუ რას ასახელებდი ამ ,,უცნაურ კანონებში'' ციტატა კანონი 1: ვინც ამბობს, რომ ადამი შეიქმნა მოკვდავი და მოკვდებოდა იმის მიუხედავად, შეჭამდა თუ არა აკრძალულ ნაყოფს - წყეულიმც იყოს! მოვაშოროთ ბოლო ნაწილი-,,წყეულიმც იყოს'' (რადგან ზემოთაცდავწერე , რომ ამაზე ახლა საუბარს აზრი არ აქვს) წინა მდებარე პუნქტს.(შენ თუ გინდა კაზუსი უწოდე) რაში არ ეთანხმები ,რატომ და რის გამოა უცნაური? ციტატა ბოდიში. მაგრამ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბევრ წყაროს ვერ ვნახულობ, ძალიან მწირია . შენ როდესაც ამგვარ სერიოზულ ბრალდებებს უყენებ ვინმეს . (მით უმეტეს ისეთ ,,ინსტიტუტს'' როგორიც ეკლესიაა , არგუმენტაციის გარეშე აკეთებ ხოლმე ამას? ან როცა ბრალდების დასასაბუთებლად არგუმენტს გთხოვენ , მხოლოდ ინტერნეტ სივრცით იფარგლები ხოლმე? ციტატა ს ნიშნავს იმას რომ მანამდე საკმაო ხნის შემოტანილია ე მოიცა... ჩვენ შემთხვევაში შემოტანილია-გატანილია არაა მთავარი . ჩვენთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია თუ ვის მიერაა შემოტანილი , როდის , რატომ და.ა.შ. სწორედ ამის შესახებ ვსაუბრობთ... ციტატა მაგრამ ამის წინააღმდეგ იოლ ქმედებას ანხორციელებს ეკლესია, წყევლის. დაწყევლა რა იოლია და ქმდეთუნარიანი დაწყევლა-ანათემაზე მოგახსენე უკვე... ციტატა მე ამას იმიტომ ვამბობ ,რომ არც არსებული ნათლობის წესზე მინახავს რამე სახარებაში. ეს გამომრჩენია წეღან.არა უშავს ახლა ვიტყვი . ანუ იმაზეც შევთანხმდით , რომ ,,რადგან სახარებაში არ წერია ჩვილთა ნათლობის შესახებ , ჩვენც არ უნდა მოვნათლოთ ისინი'' , ეს არგუმენტი არაა მართებული . სწორი ვარ ხომ?თუ რაღაც ვერ გავიგე შენს პოსტებში? ციტატა სასუფეველში ვერ შევლენო , მაგრამ არც ცოდვილებივით დაიტნაჯებიანო ბოდიში წმინდა მამების შეურაცხყოფისათვის,მაგრამ ასეთ აზრებზე მეცინება. მოიცა... ნამდვილად არ ვიცი შენი აღმსარებლობის შესახებ . (იმის გარდა რომ მართლმადიდებელი არა ხარ.დამავალებ თუ მომახსენებ) , რა თქმა უნდა გაქვს უფლბა რომ ეთანხმებოდე-ან არ ეთანხმებოდე ეკლესიის რომელიმე სწვლებას . მაგრამ როდესაც არასწორ რამეს წერ და ამას ეკლესიის სწავლებად მისაღებ , ეს ძალიან უარყოფითადაა აღქმული ყველგან (მათ შორის პოლემიკასა თუ დისკუსიაში) , ამიტომ გთხოვ , ამგვარი რამ მომავალში აღარ განახორციელო. რამდენიმე სიტყვით გეტყვი რასაც ვგულისხმობ : ციტატა სასუფეველში ვერ შევლენო , მაგრამ არც ცოდვილებივით დაიტნაჯებიანო . იქამდე კი არსებობს სამოთხე და არსებობს ჯოჯოხეთი . ეკლესია გმობს რაიმე საშუალი ადგილის არსებობას.(არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის , ამას იზიარებ თუ არა . მე სწავლებას გეუნევი) , აქედან გამომდინარე , თუ ვინმე არ ხვდება ჯოჯოხეთში ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად სამოთხეში იმყოფება.და თუ სამოთხეში იმყოფება ეს ავტომატურად ნიშნავს რომ არ იტანჯება . გასაგებია ხომ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი