ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
A.V.M |
Jul 23 2013, 12:08 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა საა ჩემი აზრი თუ ეთანხმები აზრი აღარ აქვს დისკუსიის და გრძელ-გრძელი პოსტების უაზროდ გაგრძელებას არა ჩემო კარგო... რადგან დავიწყეთ პოლემიკა , ბოლომდე უნდა გავიდეთ . შუა გზაზე მიტოვება მე არანაირი საქმისა არ მიყვარს და მით უმეტეს პოლემიკისა . ციტატა რავიცი წმინდა მამები ამბობენ არ შედიან , მაქსიმუმ სატანჯელს აცდენო და რავიცი ვერ გაუგეს ალბათ... აქედან ირონია გამოსჭვივის და გირჩევ რომ აღარ გაიმეორო. წმინდა მამებმა კი ძალიან კარგად დაწერეს და გაუგეს ამ საკითხს ყველაფერი . ფაქტია რომ შენ ვერ გაუგე წმ.მამებს .(ვფიქრობ იმიტომ , რომ არც გიცდია)ვნახოთ რის შესახებ ვამბობთ. ციტატა მერე , ამდენი ხანი მაგას არ ვწერ?? რომ მიდგომა ნათლობის გარეშე ვერ შეხვალ არასწორია თქო? ამ სიტყვებში შენ გამოავლინე გაუცნობიერებლობა ეკლესიის სწავლებაში . თან იმ ფონზე , როდესაც რამდენიმე პოსტის წინ ამაზე გავამახვილე ყურადღება . მოდი უფრო დავკონკრეტდეთ : 1-შენ ვერ ხვდები თუ რას ნიშნავს ნათლობა . 2–ახლა იმაზე თუ რატომ ვერ ხვდები . იმიტომ რომ მართლმადიდებლური ნათლობა მხოლოდ წყლით გგონია სრულდება . ნათლისღება ხდება არათუ ნივთიერება წყლით- (H20) , არამედ სულიწმინდით . წყალი , ეს უბრალოდ ნივთიერებაა და არაფერია სულიწმინდის მადლის გარეშე.უბრალოდ ტრადიციაში დამკვიდრდა წყლით ნათლობა სხვადასხვა მიზეზების გამო და არა იმიტომ რომ მხოლოდ წყლით მონათლული შედის სასუფეველში. მე გითხარი და დამეთანხმე რომ ავაზაკი , წყლით არ იყო მონათლული. ამაში სწორი ხარ , მაგრამ ცდები იმაში , როდესაც მეუბნევი რომ მოუნათლავი იყო. ანუ , ეკლესიის სწავლების მიხედვით (ვიმეორებ , არ აქვს მნიშვნელობა ამას ეთანხმები თუ არა . უბრალოდ გიდებ იმ მოძღვრებას , რომლის ცოდნის გარეშეც სწავლებას აკრიტიკებ) ავაზაკი მოინათლა სისხლით. ანუ მოინათლა , მაგრამ არა წყლით. არ მონათლულა 14 000 ყრმა წყლით . ეს მართალია . ისინი ცხონდნენ –ესეც მართალია , მაგრამ ცხონდნენ რადგან მონათლულნი იყვნენ სისხლით. არ მონათლულა წყლით წმ.გიორგი–ეს მართალია ; იგი ცხონდა–ესეც მართალია , მაგრამ არასწორია რომ იგი მოუნათლავი იყო . იგი მოინათლა , სულიწმინდის მადლის მიერ , სისხლის საშუალებით . და.ა.შ. გასაგებია ხომ? ციტატა ერთადერთი მაცხონებელი რელიგია მართლმადიდებლობაა. რა ვქნა რომ ამ ფრაზაშივე მაგრად არ ვეთანხმები, იმდენად არასწორია ეს ფრაზა რომ მრავალმხრივ შეიძლება განიხილო. ერთ-ერთი რომ თქვას კიდე ჰო ესეც განვიხილოთ . მეთანხმები თუ არა რომ გათბობის გარეშე , 30 გრადუსიან ყინვაში გაიყინები? და რომ ერთადერთი გზა გადარჩენისა , გათბობაა? (კი ან არა ) ციტატა ხომ შეუძლია ნებიმსიერ ეკლესიას იოლად თქვას. ვინ ცხონდება ? მე არ ვიცი, ჩემი აზრით ის რასაც მე ვასწავლი არის სწორი და ამ გზით ცხონდები. მაგრამ ის სხვა რამდენად მცდარია ამას მე ვერ განვსაზღვრავ. შეიძლება ის სხვა უფრო სწორ გზას ადგას. მე როგორც რიგითი ადამიანი ვერ გავცემ საგზურებს სამოთხის მიმართულებით, და ვერც სხვაზე ვიტყვი შევა თუ არა სასუფეველში .რადგან მე რიგითი ადამიანი ვარ. შეიძლება მე ვფიქრობ რომ მე ვარ სწორი ,მხოლოდ მე ვადიდებ მართალს. მაგრამ მართლმადიდებლობაზე პრივილეგია მე არ მაქვს მარტო. შეიძლება ის სხვისი სწვალებაა უფრო სწორი. აი ეს იოლი სათქმელია, მაგრამ არავინ არ ამბობს იმას რომ მე ვერ გავცემ სამოთხის საგზურ შეგვიძლია ეს ყველაფერი გვერძე გადავდოთ და ზემოთნახსენებ კითხვას ვუპასუხოთ . იქიდან მოვალთ აქამდე... ციტატა უმეტესობას ამ ქადაგებებისას რასაც ვისმენ ლაპარაკობენ იმაზე თუ რა ცუდი და არასწორია სხვა. არა იმაზე თუ რა არის მათში სწორი. მთავარია ის რომ ის სხვა ცუდი და მცდარია. რომელ ქადაგებებს ისმენ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი