ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
ratinwt |
Jul 23 2013, 10:54 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-April 13 წევრი № 13,058 |
ციტატა აქედან ირონია გამოსჭვივის და გირჩევ რომ აღარ გაიმეორო.წმინდა მამებმა კი ძალიან კარგად დაწერეს და გაუგეს ამ საკითხს ყველაფერი . ფაქტია რომ შენ ვერ გაუგე წმ.მამებს .(ვფიქრობ იმიტომ , რომ არც გიცდია)ვნახოთ რის შესახებ ვამბობთ. ახლა არ წერია რომ ვერ შევლენ ,მაგრამ მთლად ცოდვილებივით არ დაიტანჯებიანო? მე ხომ არ მომიგონია ეს. ციტატა ამ სიტყვებში შენ გამოავლინე გაუცნობიერებლობა ეკლესიის სწავლებაში . თან იმ ფონზე , როდესაც რამდენიმე პოსტის წინ ამაზე გავამახვილე ყურადღება . მოდი უფრო დავკონკრეტდეთ :1-შენ ვერ ხვდები თუ რას ნიშნავს ნათლობა .2–ახლა იმაზე თუ რატომ ვერ ხვდები . ციტატა არ მონათლულა 14 000 ყრმა წყლით . ეს მართალია . ისინი ცხონდნენ –ესეც მართალია , მაგრამ ცხონდნენ რადგან მონათლულნი იყვნენ სისხლით.არ მონათლულა წყლით წმ.გიორგი–ეს მართალია ; იგი ცხონდა–ესეც მართალია , მაგრამ არასწორია რომ იგი მოუნათლავი იყო . იგი მოინათლა , სულიწმინდის მადლის მიერ , სისხლის საშუალებით . და.ა.შ.გასაგებია ხომ? ამდენი ხანი რას ვწერ ? ზუსტადაც იმას რომ სულიწმინით ნათლობაა მთავარი!!! თუ გინდა სისხლით ნათლობა უწოდე. ესაა მთავარი - სულიწმინდით ნათლობა . სულიწმინდით ნათლობა კი თავისთავად მოითხოვს ადამიანის პირად მზაობას , და მზადყოფნას. ჩემი ამ პოსტების არსი იყო რომ მთავარია სულიწმინდით ნათლობა და წყლით ნათლობა მხოლოდ რიტუალია. შეიძლება ჩვენ იმაში ვერ ვთანხმდებით რომ მართლმადიდებლურ ნათლობაში შენ ხედავ სულიწმინდით ნათლობას , მე ვერა. ჩემი აზრით მხოლოდ და მხოლოდ სულიწმინდის ხსენება ბავშვის ნათლობისას არ ნიშნავს სულიწმინდით ნათლობას. ეგრე მოსახლეობის უდედისი ნაწილია მონათლული,მაგრამ აქედან ყველა სულიწმინდითაა?? მე არ ვფიქრობ ასე. ასე იოლი რომ იყოს გაქრისტიანება... სულიწმინდით ნათლობა საკუთარი არჩევანით ნათლობაა, მოაზროვნე ადამიანის ნათლობაა. ფორმას სულ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ციტატა ესეც განვიხილოთ . მეთანხმები თუ არა რომ გათბობის გარეშე , 30 გრადუსიან ყინვაში გაიყინები?და რომ ერთადერთი გზა გადარჩენისა , გათბობაა?(კი ან არა ) კი. მაგრამ ყველას აქვს გათბობის შესაძლებლობა? თუ აქვს სხვადასხვა აქვს. ერთადერთ მაცხონებელ რელიგიაზე საუბარი ზოგადად ზედმეტია. არათუ ქრისტიანული დენომინაციები ,არამედ მის იქითაც რატომ არ არის ცხონება? თუნდაც ის ადამიანი ,რომელიც იბადება სადღაც გადაკარგულ ტომებში და შეიძლება სიტყვა ვერ გაიგოს ცხოვრებაში ქრისტიანობაზე. აქედან გამომდინარე ვიწრო პარტიული რელიგიური შეხედულებები მეორე მხარეს გადადის . ამ შემთხვევაში მთავარია სიკეთე , თავმდაბლობა. რაც შეიძლება ადამიანს ქრისტიანობის გარეშეც ჰქონდეს. ციტატა რომელ ქადაგებებს ისმენ? ახლა რომ დავლინკო უამრავს ჩამოვყრი წყეული კათოლიკეები. მათთან ეკლესიები ცარელაა , იმიტომ რომ სულიწმინდა არაა... ურჯულო მუსლიმები ,რაც მეტი იქნებიან აჭარაში მით მალე მოვა ტალღა რომელიც ჩაიტანს ბათუმს. ჩიაძირებაო. კიდევ ეს ლიბერალები ,რომლებიც სხვას არას აკეთებენ თუ არა ეკლესიის კრიტიკას . აგერ ადრე არ იყო და ახლა ვხვდები ეკლესიის კრიტიკას აქა იქო . წყეული ეკუმენისტები ,ისინი ამბობენ რომ ცხონების შანსი ყველას აქვსო , როცა აგერ ერთი ჩვენი რწმენაა ჭეშმარიტი ჩვენ ვართ რჩეული ერიო. gutani.ge ს ვიდეოებში და კიდევ სხვებშიც სხვა არაფერია ეს არ არის ვინმეს მიერ გამონაგონი ანტი ვიდეოები ,ამას თვითონ აკეთებენ ტვირთავენ და ჰგონიათ ჭეშმარიტებას ავრცელებენ... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი