სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| gigia |
Sep 10 2011, 12:10 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 10-September 11 წევრი № 11,534 |
გამარჯობათ.რამდენიმე წიგნის წაკითხვის შემდეგ დავეჭვდი იმაში რომ ჩვენ შორის ცხოვრობენ ანგელოზები,მართალია ისინი არ არიან მდიდრები და მუშაობენ უბრალო სამსახურებში (ტაქსისტი,ნაყინის გამყიდველი) მაგრამ ზოგმა ადამიანმა მაინც შეიტყო მათ შესახებ.თუ შეიძლება დაწერეთ თქვენი მოსაზრებები რა დავალება უნდა ჰქონდეთ ამ ანგელოზებს დედამიწაზე
|
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Jul 26 2013, 12:12 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ციტატა წმინდა წერილი მოიხსენიებს მხოლოდ ორ ანგელოზს მიქაელს და გაბრიელს. სხვა დანარჩენი არ ვიცი ვინ არიან და არც მაინტერესებს მომიტევეთ, პატივცემულო "esre ars cheshmariteba", მაგრამ საკმაოდ პრეტენზიული და ამბიციური ადამიანი ჩანხართ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თქვენი სიტყვები: "არ ვიცი და არც მაინტერესებს". საქმე იმაშია, რომ ჩემი პოსტი არც თქვენს პასუხად დაწერილა და არც მარტო თქვენთვის. ამდენად, თუ არ გაინტერესებთ ნება თქვენია, - სამაგიეროდ სხვებს აინტერესებთ! ციტატა წმინდა წერილში არსებული შემთხვევებიდან დასტურდება რომ არ არის საჭირო ვიცოდეთ ანგელოზთა სახელები და პავლეც აღნიშნავს რომ ზოგიერთნი ანგელოზთა თაყვანისცემაში იყვნენ ჩათრეულნი კი მაგრამ, როგორ დასტურდება ეს წმიდა წერილიდან, თუ ის გვამცნობს თუნდაც ორი ანგელოზის სახელს? მათ თაყვანისცემას (ცხადია მათი გაღმერთების თვალსაზრისით) არ ამხილებდა პავლე მსგავსი რამ რომ მომხდარიყო? რა მნიშვნელობა აქვს ერთ ანგელოზს გააღმერთებ თუ ორს? განა ორივე მკრეხელობა არ არის? ან რა საჭიროა ანგელოზის სახელის დამალვა მისი გაღმერთების შიშით? ადამიანებმა მოციქულებსაც კი უწოდეს ღმერთები და მათი თაყვანისცემა დაიწყეს (იხ. საქმე მოციქულთა), მაგრამ რა - მოციქულებმა დამალეს საკუთარი სახელები? როგორ ფიქრობთ, სახელი იძლევა თაყვანისცემის საფუძველს თუ ძალის გამოვლინება? რატომ აღმერთებდნენ იუდეველნი ანგელოზებს ან მოციქულებს? მათ მიერ გამოვლენილი ძალისა და აღსრულებული სასწაულების გამო... ასე, რომ თქვენი "არგუმენტი" ანგელოზთა სახელების "მიჩქმალვაზე" გასაზიარებელი არ არის. ან რა წესია ყოველივეს დამტკიცება მოითხოვოთ გინდა თუ არა წმიდა წერილით? კი ბატონო, წმ. წერილი უძირითადესი წყაროა ჭეშმარიტების, მაგრამ არა ერთადერთი, რამეთუ ის წმიდა გადმოცემის ნაწილს წარმოადგენს. ქრისტეს არაფერი დაუწერია, მან ზეპირად ასწავლა მოციქულებს ცათა სასუფევლის შესახებ, ხოლო მოციქულებმა შემდეგ ჩაწერეს ის, რაც საჭიროდ ჩათვალეს ადამიანთა ცხოვნებისთვის და რაც ყველაზე მეტად იწვევდა პოლემიკას სხვადასსხვა კუთხის ქრისტეანებში. არადა ცნობილია, რომ პავლე ზეპირადაც ამცნებდა ბევრ რამეს ეკლესიას. ამის ნიმუშად გამოდგება თესალონიკელთა მიმართ მიწერილი ეპისტოლეები, სადაც ის იქაურ ქრისტეანებს ანტიქრისტესა და მისი მოსვლის შემკავებლის შესახებ პირადად ესაუბრებოდა. ლუკა მახარობელიც თავის სახარებას იწყებს სიტყვებით: "რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე" (ლუკა 1:1-3). ხედავთ, მრავალს მიუყვია ხელი ქრისტეს ცხოვრების აღწერისთვის, მაგრამ წმ. ლუკას გადაუწყვეტია მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრება აღეწერა ისე, როგორც ეს გადმოსცეს მას თვითმხილველებმა (ანუ ქრისტეს უშუალო მოსწავლეებმა). ასე, რომ წმიდა გადმოცემის უარყოფა წმიდა წერილის უარყოფის ტოლფასია, რამეთუ ერთიც და მეორეც უფლის ბოძებულია. თუმცა, ამას აჩვენებს ჩვენი განსახილველი ძირითადი საკითხიც. თავად განსაჯეთ: ჩვენ ვმსჯელობთ იმის შესახებ არის თუ არა გაბრიელი მთავარანგელოზი... გაბრიელი არის მახარობელი ანგელოზი (ასევე მომავლის მაუწყებელიც, რაც ჩანს დანიელის წინასწარმეტყველებიდან), სწორედ მან ახარა ზაქარიას იოანე ნათლისმცემლის შობა და ყოვლადწმიდა მარიამს შობა მაცხოვრისა. ლუკა 1:13-17: "ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით... უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს". ლუკა 1:26-28: "ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი - იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის". გარდა ამისა წმიდა წერილში ანგელოზები "კაცებადაც" იწოდებიან, ადამიანთადმი მათი გამოცხადების სახის მიხედვით, და "ანგელოზებადაც" ზეციერ ძალთა საზოგადო სახელის მიხედვით. ზოჯგერ კი უბრალოდ სახელებითაც ანგელოზური ბუნების მითითების გარეშე. დანიელი 9:21: "ჯერ კიდევ ლოცვაში ვიყავი, რომ კაცი გაბრიელი, ხილვაში რომ ვნახე პირველად, ანაზდად მოფრინდა და მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს" ("მთისათჳს წმიდისა ღმრთისა ჩემისაჲსა და მერმე მზრახვალობასაღა ლოცვასა შინა. და, აჰა, მამაკაცი გაბრიელ, რომელი ვნახე ხილვასა შინა ჩემსა დაწყებისა შორის მომფრინვალე და შემახო მე, ვითარ ჟამსა მსხუერპლისა სამწუხროჲსასა"). ანგელოზები არიან არა მარტო ანგელოზთა უქვემოესი დასის წარმომადგენლები, ან მთავარანგელოზები, არამედ სერაფიმებიც და ქერუბიმებიც. ეს ანგელოზური იერარქიის სხვადასხვა დასებია. ამიტომაც, თუ წმ. წერილში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ გაბრიელი მთავარანგელოზია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე არ არის. ლუკას სახარების მე-2 თავში ვკითხულობთ, რომ ღამით მწყემსებს გამოეცხადა ანგელოზი უფლისა და მასთან ერთად ზეციური მხედრობა, რომელმაც ახარა მათ მაცხოვრის შობა დავითის ქალაქში (ბეთლემში) (ლუკა. 2:10-14). მართალია, აქ არ წერია ანგელოზის ვინაობა, მაგრამ აშკარაა, რომ ის არის მთავარანგელოზი, რადგან მას ზეციური მხედრობა ახლავს. სწორედ ამ ნიშნით არის ცნობილი მიქაელ მთავარანგელოზიც, რომლის შესახებაც ნათქვამია: "და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ" (გამოცხ. 12:7). თავსართი "არქ"-ი (ბერძნ.) ნიშნავს უფროს წარგზავნილს. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მწყემსების ის უფროსი მახარობელი, რომელიც თავისი მხედრობით გამოჩნდა მათ წინაშე თუ არა იგივე გაბრიელი, რომელსაც დაევალა სამახარობლო მისია ზაქარიასთან და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან?! არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ მოვლენათა ლოგიკა ამგვარ დასკვნას ითხოვს. უკიდურეს შემთხვევაში, თქვენ თუ ამას არ დაიჯერებთ ნება თქვენია. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ მართლმადიდებლობა უდიდეს ანგარიშს უწევს წმ. გადმოცემას, რომელიც გარდა ზეპირი გადმოცემისა, მრავალ სხვადასხვა თხზულებებშია ჩაწერილი, მათ შორის, ზოგიერთ შეწყნარებულ აპოკრიფშიც. ასე, მაგალითად, წმ. წერილში ნათქვამია, რომ მიქაელი არის მთავარანგელოზი (იუდა 1:9). ეს არის ერთადერთი ადგილი წმ. წერილის კანონიკურ ტექსტებში, სადაც მიქაელი მთავარანგელოზად იწოდება. იუდას ეპისტოლეში ვკითხულობთ: "მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!" (იუდა 1:9). ხომ ვერ მეტყვით პატივცემულო საიდან აიღო ეს ისტორია წმ. მოციქულმა იუდამ? წმ. წერილი არაფერს იტყობინება ამ ისტორიის შესახებ. წმ. წერილში ეს ისტორია (მიქაელის პაექრობისა სატანასთან მოსეს სხეულის გამო) არსად წერია. ცხადია, გადმოცემებიდან, რომელსაც, როგორც ვატყობ თქვენ, წმ. მოციქულისგან განსხვავებით, არ აღიარებთ. ბიბლიის ზოგიერთი მკლევარის აზრით მოციქულ იუდას ცნობა მიქაელის მთავარანგელოზობის შესახებ აღებული აქვს აპოკრიფიდან "თქმულება მთავარანგელოზ მიქაელის პაექრობისა ეშმაკთან მოსეს სხეულის გამო", სადაც ნათქვამია, რომ ეშმაკი ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი უფლება მოსეს სხეულზე ერთი ეგვიპტელის მოკვლის გამო (გამოსვლა 2:11-15), ხოლო ა. პ. ლოპუხინის აზრით - ზეპირი გადმოცემიდან (თუმცა ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა). "საერთოდ, - როგორც ლოპუხინი აღნიშნავს, - გადმოცემა ისრაელის დიდი მთავრისა და სჯულმდებლის გარდაცვალებისა და დამარხვის შესახებ ფართოდ იყო გავრცელებული იუდაურ ზეპირსიტყვიერებასა და დამწერლობაშიც (მიდრაში)". კლიმენტი ალექსანდრიელის, ორიგენეს და ათანასე დიდის ცნობით ეს თქმულება მოცემულია ასევე ქრისტეანულ აპოკრიფში "მოსეს ამაღლება", მაგრამ მოცემული ისტორია ცნობილია იუდაური აპოკრიფიდანაც "მოსეს გარდაცვალება". აპოკრიფებს რომ დავანებოთ თავი, წმიდა წერილის მიხედვითაც ჩანს, რომ გაბრიელი და მიქაელი უბრალო ანგელოზები როდი არიან. თვით წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ისინი დგანან უფლის საყდართან ახლოს. რაც მას ჩვეულებრივ ანგელოზთაგან განასხვავებს. მაშ, ხედავთ პატივცემულო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონია გადმოცემების დაცვას და მათ გათვალისწინებას? ხედავთ რომ თვით მოციქულიც კი ეყრდნობა მის დრომდე არსებულ აპოკრიფებს და მთავარანგელოზის სახელს სწორედ იქიდან ახსენებს? თქვენც მიიღეთ ეს მხედველობაში გაბრიელ მთავარანგელოზთან დაკავშირებით, რადგან ეკლესია სწორედ ამგვარი გადმოცემებისა და გაბრიელის სამახარობლო მისიის საფუძველზე ამტკიცებს მის მთავარანგელოზობას. და ბოლოს, მაინც თუ არ გჯერათ ზემოთ ნათქვამი, ნება თქვენია, მე მჯერა ბატონო. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
gigia დაცემული ანგელოზები Sep 10 2011, 12:10 PM
A.V.M და დაცემული ანგელო... Sep 10 2011, 12:20 PM
death
გამარჯობათ.რამდენ... Sep 10 2011, 12:49 PM
GIORGI LELUASHVILI gigia
"ხელთა მათთა ზ... Sep 10 2011, 10:16 PM
georgios
:huh: :huh: :huh:
:blink: :blink: :blin... Sep 10 2011, 10:22 PM
afxazi gigia
იმედია გაგვიმხ... Sep 10 2011, 10:29 PM
A.V.M მე თუ მკითხავთ არა... Sep 11 2011, 12:57 AM
toka@ ვერ ვხდები თემის ა... Sep 11 2011, 12:58 AM
sopo...
მაგრამ ზოგმა ადამ... Sep 11 2011, 09:54 PM
karpaki რაგა ყველა ეშმაკი ... Sep 26 2011, 08:05 PM
ikanosi ვინ გაგშიფრეს ახლა... Sep 27 2011, 12:47 AM
terra gigia
გვეღადავები? Sep 27 2011, 01:23 AM
A.V.M
ვისაუბროთ ქართულა... Sep 27 2011, 06:58 PM
ქევანა afxazi
ჩემი ვარაუდით ა... Sep 27 2011, 08:30 PM
karpaki
afxazi
ჩემი ვარაუდით ა... Sep 27 2011, 09:12 PM
.zakaria. :) Sep 27 2011, 10:00 PM
georgios
ნეტა ესენი რომელ ე... Sep 28 2011, 12:23 AM
ქევანა georgios
არა, ეს არის წიგ... Sep 29 2011, 04:26 PM
georgios ქევანა
ჰოდა არაგლ... Sep 29 2011, 04:59 PM
ქევანა georgios
აი, ფრიად სამწუ... Sep 29 2011, 05:18 PM
A.V.M ამ სახელის ან მსგა... Sep 29 2011, 05:27 PM
menuko A.V.M
ამის მიზეზი მრე... Oct 15 2011, 02:24 AM
A.V.M ფორუმელნო ურიელს ხ... Oct 15 2011, 11:12 AM
GIORGI LELUASHVILI menuko
კაბალისტ, არა?
:კ... Oct 15 2011, 03:26 PM
A.V.M ლელუაშვილი ქართულ... Oct 15 2011, 06:01 PM
A.V.M ლელუაშვილი!
კითხ... Oct 17 2011, 12:57 AM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
გააჩნია.
უმეტეს... Oct 17 2011, 08:40 AM
ქევანა menuko
ეს მგონი არაკან... Oct 17 2011, 03:57 PM
A.V.M
არ ვაოფებ ქევან!თ... Oct 17 2011, 08:40 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
:D :D :D
:thumbs: Oct 17 2011, 10:20 PM
menuko ქევანა
აპოკრიფები... Oct 17 2011, 11:30 PM
ქევანა menuko
ეს საიდან მოიტა... Oct 18 2011, 04:22 PM
lasha_k ქევანა
მაინტერეს... Oct 19 2011, 11:45 AM
ქევანა lasha_k
გადადი ლოპუხინ... Oct 19 2011, 12:00 PM
GIORGI LELUASHVILI lasha_k
"ღვთის შვილებ... Oct 19 2011, 05:01 PM
lasha_k ქევანა
ცოტა რუსულ... Oct 19 2011, 08:51 PM
GIORGI LELUASHVILI lasha_k
გაიხარე;) Oct 19 2011, 09:05 PM
menuko GIORGI LELUASHVILI
უჰუუ, ეგრეა,... Oct 22 2011, 03:54 AM
afxazi menuko
შენ კიდე აქ ხარ?... Oct 22 2011, 10:24 AM
afxazi lasha_k
ზუსტი ციტატა რ... Oct 22 2011, 10:41 AM
ქევანა afxazi
მოხვედი მშველელ... Oct 22 2011, 12:25 PM
ikanosi
:D :D :D Oct 22 2011, 01:07 PM
afxazi ქევანა
შენ რა გით... Oct 22 2011, 03:12 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
რომ სეითის შთამ... Oct 22 2011, 07:49 PM
afxazi GIORGI LELUASHVILI
სხვა სიტყვ... Oct 22 2011, 08:15 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
ჰოდა გაუგებარი... Oct 22 2011, 08:33 PM
menuko GIORGI LELUASHVILI
და სწორედა... Oct 23 2011, 01:47 PM
GIORGI LELUASHVILI menuko
ეს წოდება ადამი... Oct 23 2011, 02:15 PM
afxazi menuko
იქნებ უშველოთ ... Oct 23 2011, 02:55 PM
afxazi ხოლო ის, რომ არ დაგვ... Oct 23 2011, 03:32 PM
menuko GIORGI LELUASHVILI
ჩემი აზრით ... Oct 23 2011, 03:49 PM
afxazi menuko
რა დონის მკრეხ... Oct 23 2011, 04:17 PM
menuko afxazi
შენ მკრეხელობა ... Oct 23 2011, 04:38 PM
afxazi menuko
იცოდა თავისი ყ... Oct 23 2011, 04:50 PM
menuko afxazi
იმიტომ რომ ჩემი ... Oct 23 2011, 05:17 PM
afxazi menuko
გაქრი შენ :D :D
ე... Oct 23 2011, 05:22 PM
GIORGI LELUASHVILI
ამის დამწერი დებ... Oct 23 2011, 05:26 PM
menuko afxazi
ეს სიტყვები შენ... Oct 23 2011, 05:27 PM
afxazi menuko
ცხადია ბოროტმა... Oct 23 2011, 05:31 PM
menuko
აბა რა არის ჭეშმარ... Oct 23 2011, 05:31 PM
afxazi
მოიცა ერთადერთი ხ... Oct 23 2011, 05:31 PM
menuko afxazi
აბა კეთილი სული ... Oct 23 2011, 05:34 PM
afxazi menuko
ვიდეობის დადებ... Oct 23 2011, 05:34 PM
menuko afxazi Oct 23 2011, 05:35 PM
afxazi menuko
კიდევ ერთხელ გ... Oct 23 2011, 05:36 PM
menuko afxazi
რატომ სისულელი... Oct 23 2011, 05:47 PM
A.V.M ჩვეული სურათია....
ხ... Oct 26 2011, 11:19 PM
menuko A.V.M
ივრითზე შესრულე... Oct 26 2011, 11:37 PM
dzvelmartlmadidebeli ძალზედ საინტერესო ... Jul 23 2013, 04:20 PM
A.V.M dzvelmartlmadidebeli
მადლობა რო... Jul 23 2013, 04:22 PM
dzvelmartlmadidebeli აქვე ბარემღა ჩამოვ... Jul 23 2013, 04:26 PM
esre ars cheshmariteba
აქვე ბარემღა ჩამო... Jul 25 2013, 10:55 PM
dzvelmartlmadidebeli ასე, რომ მართლმადი... Jul 23 2013, 04:42 PM
marine სიტყვა "დემონსტრ... Jul 24 2013, 03:31 PM
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა "დემონსტ... Jul 24 2013, 08:24 PM
Atm@n რა შეგიძლიათ მითხრ... Jul 25 2013, 06:00 AM
dzvelmartlmadidebeli RE: დაცემული ანგელოზები Jul 25 2013, 01:09 PM
dzvelmartlmadidebeli
როგორც უკვე აღვნი... Jul 25 2013, 01:30 PM
qetevano esre ars cheshmariteba
როგორ მოგ... Jul 25 2013, 11:44 PM
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
როგორ მოგ... Jul 27 2013, 09:15 PM
A.V.M
ჯერ შენ რომ გვითხრ... Jul 26 2013, 12:41 AM
Atm@n dzvelmartlmadidebeli
გმადლობ ინ... Jul 26 2013, 07:59 PM
dzvelmartlmadidebeli Atm@n
არაფრის, ღმერთი... Jul 26 2013, 08:59 PM
A.V.M dzvelmartlmadidebeli
ჩვენი შმაგ... Jul 27 2013, 11:18 PM
esre ars cheshmariteba
dzvelmartlmadidebeli
ჩვენი შმა... Jul 28 2013, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli
გასაგებია. :D Jul 28 2013, 09:24 PM
A.V.M esre ars cheshmariteba
ნებისმიე... Jul 29 2013, 12:09 AM
dzvelmartlmadidebeli esre ars cheshmariteba
უკაცრავა... Jul 29 2013, 06:52 PM
A.V.M dzvelmartlmadidebeli
არ იდარდო ... Jul 29 2013, 10:25 PM
esre ars cheshmariteba
dzvelmartlmadidebeli
არ იდარდო ... Jul 29 2013, 11:18 PM
A.V.M esre ars cheshmariteba
და ამის მ... Jul 30 2013, 12:28 AM
dzvelmartlmadidebeli esre ars cheshmariteba
ძვიფასო მ... Jul 30 2013, 12:30 AM
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
ძვიფასო მ... Jul 31 2013, 10:40 PM
A.V.M dzvelmartlmadidebeli
და არიოზამ... Jul 30 2013, 12:35 AM
dzvelmartlmadidebeli A.V.M
რა თქმა უნდა. ერ... Jul 30 2013, 12:56 AM
dzvelmartlmadidebeli
ეს თქვენი შეხედულ... Aug 1 2013, 09:01 AM
dzvelmartlmadidebeli P. S. მე დავამთავრე თქ... Aug 1 2013, 09:01 AM
A.V.M მოვრჩით გაოფებას...
... Aug 1 2013, 02:05 PM
esre ars cheshmariteba
მოვრჩით გაოფებას...... Aug 2 2013, 09:10 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2026 - 12:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი