ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
A.V.M |
Jul 27 2013, 11:44 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ratinwt
ციტატა ეგ რომ მოვაშოროთ ნახევარი წინადადება რჩება ,აზრი იკარგება. ანუ არაფერი მაგ პოზიციის დასაგმობი აღარ რჩება. რას ქვია აზრი ეკარგება? აქ მთავარი ყურადღება პირველ ნაწილზე , ფაქტზეა გადატანილი. (თუ გინდა ამას კაზუსი უწოდე თქვა) დსა დაგმობა–ანათემირება ეს სულ სხვა თემაა და სხვა სალაპარაკო. სხვა კანონები რა? თუ ზუსტად მახსოვს საუბარი იყო რომ მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში მიდანო ხომ? ამაზე კი გიპასუხე , რომ ეს ავგუსტნეს პირადი აზრია და არა ეკლესიის სწავლლება . ეკლესია ასწავლის რომ ეს ჩვილები არ მიდიან ჯოჯოხეთში , რაც ავტომატურად ნიშნავს , რომ სამოთხეში ხვდებიან. ციტატა ადამიანი თვითონ ირჩევს თუ რისი წამდეს. მე თავს პირველ რიგში ქრისტიანად მივიჩნევ, ქრისტიანად რომელიც გზაზეა. ნამდვილად ვერ მივაკუთვნებ ამ ეტაპზე თავს რომელიმე კონკრეტულ დენომინაციას . მე ვარ ქრისტიანი!!! უფრო თავისუფალი ქრისტიანი - ან "მწვალებელი ეკუმენისტი" ვარ ფასეულობას ქრისტიანობის ფუნდამენტში ვხედავ, ეს უამრავი განსხვავება და ამაზე დავა ,გაყოფა , დაპირისპირება, მხოლოდ საკუთარი თავის ჭეშმარიტად გამოცხადება და სხვისი მწვალებლად არასწორად მიმაჩნია. პოზიცია , რომელსაც ახლა შენ იყენებ ძალიან მომგებიანადაა აღიარებული პოლემიკის პრინციპებიდან გამომდინარე , მაგრამ ჩვენთან ეგ არ გამოგვადგება. და რატომაა აღიარებული მომგებიანად იცი? მუდმივად ბრალდების მხარეს გიწევს ყოფნა და არა დაცვის მხარეს. დაცვის მხარეს მხოლოდ მაშინ შეიძლება აღმოჩნდე , როდესაც არასწორად დასმულ კითხვაზე ან გაგებულ საკითხზე კონტრარგუმენტს მიიღებ. მე არ ვაპირებ მხოლოდ ,,დარტყმების მოგერიებით'' დავკავდე , ამიტომ ამ საკითხის განხილვას გავაგრძელებ. თავს ქრისტიანად მიიჩნევ ეს სხვა თემაა . მე გეკითხები თუ კონკრეტულად რომელი რელიგიური კონფესიისადმი აპირებ თავის დაქვემდებარებას , რომელმა შემოინახა სრულყოფილად ქრისტეს სწავლება. თუ ვერცერთმა რელიგიამ ვერ შემოინახა სრულყოფილად ქრისტეს სწავლება და ამიტომ ახლის შექმნას აპირებ და მიგაჩნია რომ ეს იქნება ყველაზე მართებული? და.ა.შ.,. მოკლედ აღარ გავაგრძელებ , კი ხვდები როგორი პასუხის მიღება მსურს შენგან... ციტატა ნათლობაზე ვსაუბრობთ ჰო? ისინი ამბობენ რომ ბავშვობაში მოვნათლავთ და მერე მშობელი , ნათლია გაზრდის მას ჭეშმარიტ ქრისტიანად. ჩემი აზრით ეს ადამიანის თავისუფალი ნების დარღვევაა, უფლის მიერ მინიჭებული თავისუფალი ნების. მინდა რომ ეს საკითხები ბოლოს განვიხილო ერთად და ამიტომ , ცოტა ,,ლაითად'' გადავალ... ციტატა ჩემი აზრით, ეს იყო ამ მიზნით გაკეთებული. მეთი მრევლი , მეტი ძალაუფლება , მეტი შესაძლებლობა. კონკურენტთან უპირატესობის მოპოვება. განსაკუთრებით დაყოფის მერე წავიდა ეს პოლიტიკა - ჩემი აზრით კარგი...ეს მოვინიშნოთ და დავიმახსოვროთ... ციტატა 3 კომპონენტზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. ამიერიდან გექნება.. სჯული შედგება: მცნებებისგან , კანონებისგან , ტრადიციებისგან... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი