IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქი
თათარაშვილი
პოსტი Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



IPB-ს სურათი

სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ smile.gif

ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი"



ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Jul 31 2013, 01:38 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საზოგადოება

12:53 / 31-07-2013
საქართველოს პატრიარქი - დაძაბული ურთიერთობები საქართველო-რუსეთს შორის ხელოვნურად არის შექმნილი
"ილია მეორე: ძმები ვიყავით და ძმებად დავრჩებით", - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა Кавказская Политика ნადეჟდა კევორკოვას ინტერვიუს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვტილია, თუმცა საქართველოს პატრიარქი ხუთი წლის განმავლობაში რჩება საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად, რომელიც რუსეთში ჩადის და არა მხოლოდ მოსკოვის პატრიარქ კირილს ხვდება, არამედ - ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც.

"საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გავლენა უპრეცედენტოა. ამერიკული გამოკვლევების თანახმად, მისი რეიტინგი 92%-ზე ქვევით არ ჩამოდის. ხუთი წლის წინ პატრიარქი პირადად ესაუბრა რუსეთის სამხედრო უწყებას და პირადად ჩავიდა საომარი ქმედებების ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრების საქართველოში გადმოსასვენებლად", - წერს ნადეჟდა კევორკოვა და დასძენს, რომ რუსეთში ვიზიტამდე ილია II კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენი რამ აერთიანებთ რუსეთსა და საქართველოს გარდა მართლმადიდებლობისა - მათ შორის კულტურა, ტრადიციები, საერთო ისტორია, პოეტები და საბჭოთა კავშირის თვით ყველაზე გავლენიანი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლიდერი იოსებ სტალინი.

"პირველ რიგში, მინდა ყველას მივმართო - ის დაძაბული ურთიერთობები, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის წარმოიშვა - ხელოვნურად შექმნილია. მიუხედავად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობებისა, ჩვენმა ეკლესიებმა შეინარჩუნეს ძმური, ჩვენმა ხალხმა კი თბილი ურთიერთობები. ჩვენ დიდი სიყვარულით ვხვდებით რუსულ მრევლს და ისინი ესწრებიან ჩვენს ღვთისმსახურებას, თავის მხრივ ქართველებიც ხშირად სტუმრობენ რუსულ წმინდა ადგილებს", - განაცხადა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და დასძინა, რომ დაძაბული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან რუსეთშიც და საქართველოშიც არსებობენ კეთილი ძალები, რომლებიც გამოასწორებენ ამ გაუგებრობას. მისივე თქმით, აფხაზეთიცა და ცხინვალიც კვლავ იქნება საქართველოს შემადგენლობაში.
"ჩვენ შევინარჩუნეთ თბილი ურთიერთობები აფხაზებთანაც და ოსებთანაც. როგორც იცით, მე ვლადიკავკაზში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე და კარგად ვიცნობ ოსებს. ეს კეთილი, ნიჭიერი ხალხია. რაც შეეხება აფხაზეთს, 11 წლის განმავლობაში ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და ჩვენს შორის რაიმე დაძაბულობის ერთ შემთხვევასაც ვერ გავიხსენებ. ვფიქრობ, რომ არ არსებობს არც ჩიხი, არც - კედელი. როდესაც ჩვენ წინ აღმართულ კედელს ვაწყდებით, მას გვერდი უნდა ავუაროთ და ან კარი უნდა ვიპოვოთ, ან ფანჯარა, ან - გასასვლელი", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
რუსულ გამოცემასთან საუბარში ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

"ჩემი აზრით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვა სასულიერო პირებსაც და ელიტის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. ამას ხელს არაფერი უშლის მით უმეტეს, რომ უკვე ათი თვეა, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მზადაა მოლაპარაკებებისთვის და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებები შედგება", - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა და დასძინა, რომ თავად არ აწარმოებს მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით პოლიტიკური რანგის. მისივე განცხადებით, ყოველთვის ღიად აფიქსირებს საკუთარ აზრს და ფიქრობს, რომ დაუშვებელია თვალის დახუჭვა რუსეთსა და საქართველოს შორის შექმნილ სირთულეებზე.

"მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიყავით ძმები და ძმებად დავრჩებით. მთავარია, ერთმანეთისადმი გულწრფელები ვიყოთ.

ამას წინათ, მაგალითად, 300 მეტრით გადმოწიეს საზღვარი. რუსეთისთვის ეს არაფერს ნიშნავს, საქართველოსთვის კი ეს ძალიან ბევრია", - განაცხადა რუსულ გამოცემასთან საუბრისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის მხირდან ქვეყნის პრეზიდენტია, საქართველოს მხრიდან კი - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ისინი უნდა შეხვდნენ და გადაჭრან ეს საკითხები.

"საქართველო ღვითისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი დანაწევრება არ შეიძლება. ამას არ დაუშვებს ღვთისმშობელი. ეს დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე. აფხაზეთი და ცხინვალი - საქართველოს ტერიტორიის ნაწილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს ამ რთული სიტუაციიდან. ძალიან მიყვარს რუსეთი, სადაც სასულიერო სემინარიაში მივიღე განათლება და აკადემია დავამთავრე", - განაცხადა ილია მეორემ.

რუსულ გამოცემასთან საუბრისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ რუს და ქართველ ხალხს არა მხოლოდ მართლმადიდებლობა, არამედ კულტურა აერთიანებს.
"საქართველოს ძალიან უყვარს რუსული კულტურა. ქართველები კითხულობენ და ძალიან უყვართ რუსეთის ლიტერატურა და ფილოსოფია, განსაკუთრებით XIX საუკუნის. მახსოვს, როცა სემინარიისა და აკადემიის სტუდენტი ვიყავი, საბჭოთა პერიოდში ეს ლიტერატურა აკრძალული იყო, თუმცა მაინც ვახერხებდით ამ წიგნების კითხვას", - აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსულ გამოცემასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სტალინი ერთდროულად ქართველიც იყო და რუსიც.

"სტალინი წარმოშობით ქართველი იყო და შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერა, გალობა. როდესაც ის გარდაიცვალა, სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. მისი დაკრძალვისას ყველანი დარბაზში ვიდექით და ვტიროდით. მის შესახებ ბევრს გვესაუბრებოდა ჩვენი რექტორი, მამა კონსტანტინ რუჟიცკი, რომელმაც სტალინის შესახებ ბევრი იცოდა რუსეთის პატრიარქისგან ალექსეი I, ვისაც ძალიან უყვარდა სტალინი. ერთ-ერთი მიღების დროს, როცა სტალინი ალექსი I, მიტროპოლიტ ნიკოლაისა და პროტოპრესვიტერ ნიკოლაი კოლჩიცკის ხვდებოდა, სტალინმა ჰკითხა, რამ შეგაწუხათო? მათ კი უპასუხეს, მადლიერები ვართ თქვენი, რომ ტაძრები გახსენითო. "არა, ეს საკმარისი არ არის. გახსენით სასულიერო სემინარიები და აკადემიები", - უპასუხა სტალინმა. სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა. ასეთი პიროვნებები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა", - აღნიშნა ილია მეორემ და დასძინა, რომ სტალინი ყველასთვის ერთნაირი იყო და არ გამოყოფდა საქართველოს. მისივე აზრით, სტალინი მორწმუნე იყო, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წლებში.
რუსულ გამოცემასთან ინტერვიუს დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში რუსეთმა და საქართველომ ბევრი სასულიერო ფასეულობა შეიძინეს.
"ამიტომ თვალი უნდა მივადევნოთ, რომ არ დაიკარგოს ეს ფასეულობები- ჩვენი რწმენა, სამშობლო, კულტურა. რუს ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, აყვავებასა და კეთილდღეობას. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ხალხსაც. ასევე იმას, რომ აღარასოდეს იყოს რთული ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს შორის", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსული გამოცემა Кавказская Политика-სთან ინტერვიუს დროს.

მომზადებულია Кавказская Политика-ს მიხედვით.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/83068-saq...l#ixzz2ac9S5U5H


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
თათარაშვილი   პატრიარქი   Dec 13 2007, 10:42 PM
მხევალი ნინო   irakli888 http://church.ge/index.php?s=...   May 19 2010, 07:51 AM
A.V.M   ამ თემაში დავდებთ áƒ...   Nov 11 2011, 11:45 PM
A.V.M   18-24 ნოემბერს,სტულიაá...   Nov 22 2011, 09:00 PM
A.V.M   ყველას კარგად მოეხ...   Nov 28 2011, 04:01 PM
A.V.M   ...   Nov 28 2011, 06:52 PM
zaz   პოლიტიკისა და ეკლე...   Nov 28 2011, 07:01 PM
A.V.M   რასაც ეუბნევიან იáƒ...   Nov 28 2011, 07:04 PM
A.V.M   27 ნოემბერს უწმინდეá...   Dec 6 2011, 07:42 PM
llaasshhaa   მასეთ დროს სურვილი...   Dec 7 2011, 05:19 PM
A.V.M   სხვათა შორის მეც... ...   Dec 7 2011, 10:06 PM
აკაკი   აი ახალი ვიდეო ჩანáƒ...   Feb 21 2012, 11:27 PM
A.V.M   სრულიად საქართველá...   Sep 6 2012, 10:46 AM
A.V.M   დღეს.(6 სექტემბერს) ...   Sep 6 2012, 04:15 PM
marine   დღეს.(6 სექტემბერს) ...   Sep 6 2012, 04:19 PM
A.V.M   ამ თემის მოდერი ვაá...   Sep 12 2012, 05:49 PM
A.V.M   პატრიარქი საუბრობá...   Sep 19 2012, 10:14 PM
A.V.M   მოცემულ ლინკზე მოთ...   Sep 23 2012, 01:48 PM
A.V.M   სხვაგან რა ხდება დáƒ...   Sep 24 2012, 12:50 AM
.zakaria.   სხვაგან რა ხდება დá...   Sep 24 2012, 01:37 PM
A.V.M   თუნდაც 100% იყოს ჩემი...   Sep 24 2012, 04:02 PM
dr.house...   პატრიარქზეა ლაპარá...   Sep 24 2012, 04:12 PM
izi-bartki   Aseve 20 seqtembers,uwmidesma mogvmarta yvelas rom...   Sep 26 2012, 01:24 PM
ქევანა   ეს გამიჭირდება. მძá...   Sep 26 2012, 02:03 PM
A.V.M   ქევანა უზეთო მარხვ...   Sep 26 2012, 04:37 PM
A.V.M   პატრიარქი და სასჯე...   Oct 28 2012, 03:59 PM
G_I_O_R_G_I_   ესეც დღევანდელი პა...   Oct 28 2012, 05:26 PM
A.V.M   "იმედი მაქვს, ხელáƒ...   Oct 30 2012, 02:09 AM
A.V.M   mata არავინ გეუბნევა á...   Nov 11 2012, 12:00 AM
A.V.M   ზუგდიდის მაჟორიტაá...   Nov 14 2012, 02:56 AM
k@the   A.V.M პატრიარქთან რა კ...   Nov 14 2012, 02:27 PM
A.V.M   k@the მიმართვაა პატრი...   Nov 15 2012, 02:29 AM
A.V.M   პატრიარქმა ხელისუá...   Nov 23 2012, 08:30 PM
A.V.M   პატრიარქი სამშობლá...   Nov 28 2012, 03:00 AM
A.V.M   პატრიარქის 80 წლის ი...   Dec 28 2012, 10:26 PM
A.V.M   საქართველოს პატრიá...   Jan 8 2013, 02:23 PM
A.V.M   ილია მეორემ მსოფლი...   Jan 13 2013, 06:33 PM
A.V.M   დღეს , უწმინდესი და ...   Jan 16 2013, 03:23 PM
A.V.M   სრულიად საქართველá...   Jan 18 2013, 10:32 PM
qetevano   ბარემ ფოტოც :) http://s018.rad...   Jan 18 2013, 10:58 PM
A.V.M   უწმინდესმა და უნეტ...   Jan 19 2013, 06:55 PM
A.V.M   პატრიარქი მოსკოვშá...   Jan 20 2013, 10:48 PM
A.V.M   ილია მეორე - დარწმუá...   Jan 23 2013, 01:16 AM
A.V.M   საქართველოს კათოლá...   Jan 24 2013, 02:05 AM
qetevano   ...   Jan 28 2013, 10:09 PM
qetevano   http://www.youtube.com/watch?v=7_RhL5IkatI...playe...   Jan 28 2013, 10:25 PM
A.V.M   qetevano შეცდომით გაქვს ...   Jan 28 2013, 11:03 PM
qetevano   A.V.M არ იტვირთება მაი...   Jan 28 2013, 11:08 PM
A.V.M   ძალიან კარგი ვიდეო...   Feb 2 2013, 09:42 PM
A.V.M   22 თებერვალს უწმინდá...   Feb 24 2013, 09:42 PM
A.V.M   ექსკლუზიური ინტერá...   Apr 11 2013, 12:26 AM
A.V.M   ილია მეორე - კიდევ ე...   Apr 13 2013, 12:59 AM
A.V.M   პატრიარქმა ხარებიá...   May 3 2013, 08:19 PM
A.V.M   საქართველოს პატრიá...   May 17 2013, 09:07 PM
A.V.M   საქართველოს საპატá...   May 27 2013, 09:49 PM
A.V.M   ილია მეორემ ლაიმა áƒ...   Jun 3 2013, 10:17 PM
A.V.M   პატრიარქმაც მკითხá...   Jun 5 2013, 12:27 PM
G_saxva   პატრიარქი თეოკრატá...   Jun 5 2013, 12:46 PM
A.V.M   სრულიად საქართველá...   Jun 7 2013, 10:02 PM
A.V.M   პატრიარქი პარლამეá...   Jun 14 2013, 10:01 PM
qetevano   http://s019.radikal.ru/i639/1306/87/9b961941f333.j...   Jun 15 2013, 04:41 PM
A.V.M   საქართველოს სახელá...   Jun 18 2013, 11:29 AM
A.V.M   წიგნის კითხვის დღე...   Jun 24 2013, 01:00 AM
A.V.M   ილია მეორე: სკოლებáƒ...   Jun 25 2013, 12:14 AM
A.V.M   პატრიარქი - გალაკტáƒ...   Jun 29 2013, 09:20 PM
A.V.M   2013 წლის 30 ივნისს , ყოáƒ...   Jul 13 2013, 09:20 PM
A.V.M   ილია II რუსეთს ეწვევ...   Jul 17 2013, 08:09 PM
A.V.M   პატრიარქმა მახათაá...   Jul 18 2013, 08:29 PM
A.V.M   სრულიად საქართველá...   Jul 22 2013, 12:58 AM
A.V.M   იმედია, რომ კარგი შá...   Jul 23 2013, 03:40 PM
A.V.M   მოსკოვში საქართვეá...   Jul 24 2013, 12:13 AM
A.V.M   ორი ეკლესიის წინამ...   Jul 26 2013, 12:58 AM
A.V.M   ილია მეორე რუსეთში...   Jul 26 2013, 11:22 PM
A.V.M   პატრიარქი - რუსეთიáƒ...   Jul 29 2013, 12:57 AM
A.V.M   საზოგადოება 12:53 / 31-0...   Jul 31 2013, 01:38 PM
A.V.M   C9gx_XY-UFk   Aug 31 2013, 12:16 PM
A.V.M   პატრიარქი ტომას მე...   Sep 11 2013, 02:19 PM
A.V.M   ბიძინა ივანიშვილმá...   Sep 13 2013, 11:30 PM
A.V.M   ratinwt   Sep 17 2013, 12:08 AM
A.V.M   ახალი სასწავლო წელ...   Sep 17 2013, 02:43 AM
ratinwt   "არ შეიძლება ადამ...   Sep 22 2013, 02:12 AM
ratinwt   „მიხარია, რომ საუბáƒ...   Sep 24 2013, 05:17 PM
G_saxva   „მიხარია, რომ საუბá...   Sep 24 2013, 05:31 PM
qetevano   G_saxva გამგზავნეთ მე დá...   Sep 24 2013, 10:53 PM
G_saxva   G_saxva გამგზავნეთ მე დ...   Sep 25 2013, 09:19 AM
A.V.M   ratinwt დაუფიქრებლად გ...   Sep 25 2013, 02:33 AM
A.V.M   ილია მეორემ რიჩარდ...   Oct 15 2013, 12:03 AM
A.V.M   პატრიარქმა სამინიá...   Oct 19 2013, 01:08 PM
A.V.M   სრულიად საქართველá...   Oct 21 2013, 12:45 AM
A.V.M   სრულიად საქართველá...   Oct 27 2013, 05:56 PM
A.V.M   ილია II ივანიშვილს: áƒ...   Oct 31 2013, 12:34 AM
A.V.M   პატრიარქმა დღევანá...   Nov 4 2013, 12:33 AM
A.V.M   შს მინისტრი ილია ჭáƒ...   Nov 8 2013, 05:24 PM
G_saxva   პატრიარქმა ერი, მხáƒ...   Nov 8 2013, 05:27 PM
A.V.M   ხვალ პატრიარქი მეტ...   Nov 13 2013, 01:39 AM
A.V.M   შეხვედრა პატრიარქá...   Nov 18 2013, 01:09 AM
qetevano   ილია II-ს მსოფლიოს იáƒ...   Nov 23 2013, 12:21 AM
A.V.M   ილია მეორემ ისრაელ...   Nov 30 2013, 02:21 AM
shako1993   ერთი რამ მაინტერეს...   Dec 9 2013, 05:14 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th October 2026 - 11:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი