ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
ratinwt |
Aug 3 2013, 09:48 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-April 13 წევრი № 13,058 |
A.V.M
ციტატა რას ქვია აზრი ეკარგება? ციტატა ვინც ამბობს, რომ ადამი შეიქმნა მოკვდავი და მოკვდებოდა იმის მიუხედავად, შეჭამდა თუ არა აკრძალულ ნაყოფს მერეეე..... ანუ ეს წყევლა რომ ამოვიღოთ აზრი იკარგება თქო,მაგაზე ვამბობ. რამდენად მოკვდებოდა თუ არა, ეს ნამდვილად არ ვიცი. ანუ შემიძლია ჩემი ვარაუდები ვთქვა,მაგრამ უაზრობაა ახლა ადამიანების მხრიდან ამის განსაზღვრა. ციტატა პოზიცია , რომელსაც ახლა შენ იყენებ ძალიან მომგებიანადაა აღიარებული პოლემიკის პრინციპებიდან გამომდინარე , მაგრამ ჩვენთან ეგ არ გამოგვადგება.და რატომაა აღიარებული მომგებიანად იცი? მუდმივად ბრალდების მხარეს გიწევს ყოფნა და არა დაცვის მხარეს. დაცვის მხარეს მხოლოდ მაშინ შეიძლება აღმოჩნდე , როდესაც არასწორად დასმულ კითხვაზე ან გაგებულ საკითხზე კონტრარგუმენტს მიიღებ. მე არ ვაპირებ მხოლოდ ,,დარტყმების მოგერიებით'' დავკავდე , ამიტომ ამ საკითხის განხილვას გავაგრძელებ.თავს ქრისტიანად მიიჩნევ ეს სხვა თემაა . მე გეკითხები თუ კონკრეტულად რომელი რელიგიური კონფესიისადმი აპირებ თავის დაქვემდებარებას , რომელმა შემოინახა სრულყოფილად ქრისტეს სწავლება.თუ ვერცერთმა რელიგიამ ვერ შემოინახა სრულყოფილად ქრისტეს სწავლება და ამიტომ ახლის შექმნას აპირებ და მიგაჩნია რომ ეს იქნება ყველაზე მართებული?და.ა.შ.,. მოკლედ აღარ გავაგრძელებ , კი ხვდები როგორი პასუხის მიღება მსურს შენგან... არ ვიცი რა პოზიციაზე ლაპარაკობ , ან რა პოლემიკის მოგებაზე. ეს ის აზრია რასაც გულწრფელად ვფიქრობ, და არანაირი თვითმიზანი არ მაქვს პოლემიკის მოგების ან ვინმეს დამარცხების. არსებობს ხალხი თავისუფალი ქრისტიანები, ეკუმენისტები. ამ ეტაპზე არ მივაკუთვნებ თავს არცერთ კონკრეტულ ვიწროპარტიულ კონფესიას. შემიძლია ვთქვა რომ თავისუფლების ლიბერალური ქრისტესნიერი პრინციპებიდან გამომდინარე პროტესტანტიზმისკენ ვიხრები. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ აქეთ სრულყოფილები არიან და იქით ბნელები. ბნელი პროტესტანტიც ბევრია. მთავარი მაინც არის ინდივიდუალური თავისუფალი ადამიანი ,რომელიც თავად იაზრებს თუ რისი წამს ,რისი დაიჯეროს. თუნდ წაიკითხოს ბიბლია , მოიწონოს და იპოვოს თავისი ქრისტე , ესაა მთავარი. სად მოინათლება და ა.შ ჩემი აზრით ნაკლებად მნიშვნელოვანია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი