ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ |
lasha_k |
Feb 7 2013, 02:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
დამლოცეთ მამაო..
როგორც ვიცით როდესაც ადამიანი ინათლება, აუცილებელი პირობააა მას უნდა ყავდეს ნათლია ....ნათლია პირობას დევს უფალთან რომ განაგდებს სატანას და შეუდგება ქრისტეს ...ასევე ნათლია პასუხისმგებელი იქნება თავის სულიერ შვილზე, მისი მოვალეობააა აღზარდოს ქრისტიანად და დააყენოს სულიერ გზაზე ....... სრულიად მისაღებია ის სწავლა რომ ნათლიამ უნდა იზრუნოს ბავშვზე და მას აუცილებლად ჭირდება ნათლია ....მაგრამ როცა ზრდასრული ადამიანი ინათლება (დავუშვათ 30 წლის) მაინტერესებს რა საჭიროა ნათლია? 30 წლის კაცს რომელიც გათვითცნობიერებული აქვს ყველაფერი , აზროვნებს, და დამოუკიდებლადაც შეუძლია რომ წარმართოს თავისი ცხოვრება ...მაგ დროს ნათლიას ხომ გაუჭირდება მისი სულიერ გზაზე დაყენება? .....30 წლის კაცს სრულიად შესაძლებელია ნათლიას არც დაემორჩილოს (რაზეც ვერ ვიტყვით ბავშვზე) .......ან რაღა დამორჩილებაზეა საუბარი? ...30 წლის კაცმა უკვე თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება ......ჩემის აზრით მასეთ შემთხვევაში ნათლიას საპასუხისმგებლო მდგომარეობაშიც ვაყენებთ ......საინტერესოა I საუკუნეში მოციქულები როცა ნათლავდნენ ზრდასრულ ადამიანებს თუ ითხოვდნენ ნათლია? მომიტევეთ მამაო, ცოტა კრიტიკული კითხვა დავსვი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე ეკლესიის პასუხი ..... წინასწარ დიდი მადლობა |
sopo... |
Aug 4 2013, 04:33 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
ადრეულ ასაკში ნათლობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ბავსვის ჩამოყალიბებამდე ყველა გადაწყვეტილებას იღებს მშობელი, მის გაფაწყვეტილებას ხომ ვერ დაელოდება რომელი წამალი მსცეს- იქნებ სულ არ უნდა სიცხის დამწევი რომელიც კუჭს დააზიანებს, რომელი საჭმელი უმჯობესა, თეთრი და შავის გარჩევას თავისივე შეხედულებით ასწავლის, ეს ყველაფერი თავისუფალი ნების დარღვევაა,
როცა გაიზრდება შეუძლია ყველაფერი გადაახარისხოს რელიგიაც შეიცვალოს ა.შ.ზომბი ხომ არაა,თავისუფალი ნება როცა ჩამოუყალიბდება მერე გამოიყენოს ანუ რადგან ეკლესიის სწავლების მიხედვით ნათლობის გარეშე ვერავინ მოხვდება სასუფეველში, ნათლობით მონიჭებული მადლის და შინაარსის გამო, და ვინ როდის მოკვდება ამის არცოდნის გამო ლოდინი არასწორია.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი