პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Aug 4 2013, 10:29 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
15:17 / 04-08-2013
პატრიარქი ახალგაზრდებს საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადგებისას ბრძანა, საპატრიარქოსთან უნდა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდული ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. "ამაზე ფიქრობს ხელისუფლებაც და ეს ცენტრი იქნება დამხმარე ქართული საზოგადოებისთვის. ახალგაზრდები, ვინც დაინტერსებულია სოფლის მეურნეობით, შეიკრიბეთ. მე ცოტა ხანში დავბრუნდები უცოხეთიდან, შეგხვდებით და განვიხილავთ თქვენს წინადადებებს. ძალიან გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის", - მიმართა პატრიარქმა საზოგადოებას. უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ადამიანის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანი არის ხატება ღვთისა და ღვთის ქმნილების გვირგვინი. "ხშირად ვფიქრობთ ადამიანის შესახებ და ვერ ვხსნით იმას, ვინ არის ადამიანი. ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცნებები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ადამიანი ძლიერია თავისი სულიერი სამყაროთი, მაგრამ ამავე დროს ძალიან უძლურია. ადამიანი შეიძლება ავიდეს ღმერთამდე და შეიძლება დაეცეს ჯოჯოხეთამდე, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს და ერთამენთს უნდა დავეხმაროთ", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, ადამიანის გაძლიერების უპირველესი საშუალება ღვთის მადლი და სულიწმიდის მადლია, რომელიც "არის უძლურთა მკურნალი და ნაკლოვანთა აღმავსებელი". "თუმცა ასევე არსებობს ბუნებრივი საშუალებები ადამიანის გასაძლიერებლად – ჩვენი მიწა, ბუნება, სამყარო, მცენარეები, ხეები. ძველად, ხალხი, როდესაც დაიღლებოდა, დაჯდებოდა მუხასთან, მიეყრდნობოდა ბეჭებით და უარყოფით ძალას მუხა იღებდა თავის თავზე", - ბრძანა უწმინდესმა. ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები დააჯილდოვა და ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/83337-pat...moutsodebs.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი