საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Aug 14 2013, 01:06 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
10:00 / 14-08-2013
სამ სასულიერო პირს მსახურების უფლება შეუჩერდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მღვდელთმსახურების უფლება სამ სასულიერო პირს შეუჩერდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორე ჭუაძემ განუცხადა. მისი თქმით, სამ სასულიერო პირს მღვდელთმსახურების უფლება სხვადასხვა დროით აქვთ შეჩერებული, ეს გადაწყვეტილება კი, საპატრიარქოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო. რაც შეეხება კომისიის გადაწყვეტილების მოტივს, თეოდორე ჭუაძემ მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ "ეს ეკლესიის შიდა საქმეა". საპატრიარქოში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა უბისისა და მარგვეთის მოსახლეობის დაპირისპირება სასულიერო პირებთან. მოსახლეობის ნაწილი სასულიერო პირებს აღსარების გათქმაში, ეკლესიის ქონების მიტაცებასა და მრუშობაში ადანაშაულებდა. საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია დაპირისპირებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მოსახლეობის ნაწილმა ეკლესიის კარი აჭედა. დღეს, საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრები შეხვდნენ მრევლს, სასულიერო პირებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანის საქმის შესწავლის მიზნით საპატრიარქოში სპეციალური კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ადგილობრივმა მრევლმა დახმარებისთვის საპატრიარქოს მიმართა. მეუფე ვახტანგს მრევლი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასა და საეკლესიო კანონების დაუცველობაში ადანაშაულებს. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/83895-sam...l#ixzz2bvsXlRxB დაუსჯელობის სინდრომი რომ შესუსტდა კარგია უკვე , მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ მხოლოდ ,,პაიკები'' არ გაიწირებიან... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი