რეინკარნაცია სახარებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეინკარნაცია სახარებაში |
Alterego |
Aug 13 2013, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?
გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით? მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება. |
A.V.M |
Aug 14 2013, 12:45 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Alterego
სულ ესაა შენი პასუხები? ასე არ გამოვა ჩვენი თანამშრომლობა მეგობარო. მე თუ ყველა კითხვას ვცემ პასუხს , ასევე უნდა მოიქცე შენც. თუ გინდა ხელახლა დაგიდებ რაზე გაქვს საპასუხო , არ მეზარება . იქამდე კი რაც დაწერე იმას მივხედავ: ციტატა მაშინ როგორღა მოვლენ ხელმეორედ უკვე იქ წასულები? დაიბადებიან და იქნებიან ჩვენნაირი ადამიანები არა? თუ ეგრევე ხორცშესხმული ზრდასრული ადამიანები მოგვევლინებიან? თემას ნუ უხვევ ძალიან გთხოვ. შენ თუ გინდა მაგ საკითხზე საუბარი , კი ბატონო . საათობით ვიმუსაიფოთ , მაგრამ მხოლოდ მის შემდეგ რაც ამ საკითხს მოვრჩებით. ჩვენ შევთანხმდით რომ ელია და ელისე არ მომკვდარან , ანუ ისინი ხელახლა არც დაიბადებია , ანუ მათი რეინკარნაცია არ მომხდარა და არც მოხდება . ის რაც შენ დაწერე აბსოლიტურად სხვა თემაა და სიამოვნებით ვისაუბრებ მაშინ , როდესაც ამას მოვრჩებით . ციტატა ზუსტი ციტირება არ ვიცი მაგრამ ეგ მომენტი მახსოვს საიდუმლო სერობის დროს იესო ეუბნება მოციქულებს ) მგონი არ ვცდები მოიცა ჩემო კარგო . შენ დამიწერე რაღაცა , რომელზეც უნდა გაგცე პასუხი . ასეა ხომ? ხოდა მაშინ ძალიან გთხოვ რომ დამიზუსტო თუ რაზე მაქვს საპასუხებელი. რომელი სახარების რომელ თავსა და მუხლში წერია , რომ ხალხს იესო ესაია წინასწარმეტყველი ეგონა? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Alterego |
Aug 14 2013, 02:44 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
Alterego სულ ესაა შენი პასუხები? ასე არ გამოვა ჩვენი თანამშრომლობა მეგობარო. მე თუ ყველა კითხვას ვცემ პასუხს , ასევე უნდა მოიქცე შენც. თუ გინდა ხელახლა დაგიდებ რაზე გაქვს საპასუხო , არ მეზარება . იქამდე კი რაც დაწერე იმას მივხედავ: თემას ნუ უხვევ ძალიან გთხოვ. შენ თუ გინდა მაგ საკითხზე საუბარი , კი ბატონო . საათობით ვიმუსაიფოთ , მაგრამ მხოლოდ მის შემდეგ რაც ამ საკითხს მოვრჩებით. ჩვენ შევთანხმდით რომ ელია და ელისე არ მომკვდარან , ანუ ისინი ხელახლა არც დაიბადებია , ანუ მათი რეინკარნაცია არ მომხდარა და არც მოხდება . ის რაც შენ დაწერე აბსოლიტურად სხვა თემაა და სიამოვნებით ვისაუბრებ მაშინ , როდესაც ამას მოვრჩებით . მოიცა ჩემო კარგო . შენ დამიწერე რაღაცა , რომელზეც უნდა გაგცე პასუხი . ასეა ხომ? ხოდა მაშინ ძალიან გთხოვ რომ დამიზუსტო თუ რაზე მაქვს საპასუხებელი. რომელი სახარების რომელ თავსა და მუხლში წერია , რომ ხალხს იესო ესაია წინასწარმეტყველი ეგონა? ყველა კითხვაზე რაც დამისვი პასუხი არ მაქ მაგრამ რაზეც მაქ გიპასუხე ) შენ კიდე მეუბნები სხვაგან გადახვედიო არადა არსადაც არ გადავსულვარ, მეუბნები რომ არ მომკვდარანო და მე გეკითხები კარგი მაგრამ როგორი სახით მოვლენ მეთქი, ხელახლა დაიბადებიან, გაიზრდებიან და იქნებიან ჩვეულებრივი ადამიანები თუ მოვლენ უკვე ზრდასრული ადამიანების სახით ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი