რეინკარნაცია სახარებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეინკარნაცია სახარებაში |
Alterego |
Aug 13 2013, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?
გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით? მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება. |
A.V.M |
Aug 14 2013, 06:46 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
G_saxva
Alterego მოიცათ მეგობრებო. ასე თუ გაგრძელდება მსჯელობა მაშინ ავცდებით თემას . ეგ არ მაწყობს . დაიდო ხომ პირველი პოსტი? ხოდა იმას მივყვები . ძალიან გთხოვთ სანამ იმას არ ამოვწურავთ , სხვაზე არ გადავიდეთ . Alterego ციტატა ყველა კითხვაზე რაც დამისვი პასუხი არ მაქ მაგრამ რაზეც მაქ გიპასუხე მოიცადე ჩემო კარგო . შენ სერიოზული ბრალდებები წაუყენე ეკლესიას და მის სწავლებას და ასე შუა გზაზე მიტოვება არ გამოვა საქმის.თუ დავიწყეთ მივიდეთ ბოლომდე... არ მეზარება და დავდებ რაზე გაქვს საპასუხებელი და თუ რომელიმეზე არ იცი პასუხი , ძალიან გთხოვ მიაწერე ქვემოთ . 1- ციტატა ახლა ეს განვიხილოთ. შეგიძლია ეს მუხლი დამიციტირო სახარებიდან? ვის ეგონა იესო ისაია , მაინტერესებს... 2- ციტატა იქნებ მითხრა-რაზე დაყრდნობით მეუბნევი , რომ ეკლესია როდესმე-(მით უმეტეს გარკვეულ თარიღსაც მეუბნევი) ჯეროდა და ასწავლიდა რეინკარნაციის არსებობას... არგუმენტი , რომლის მიხედვითაც ეკლესიის მიერ , რეინკარნაციის არსებობა დასტურდება... 3- ციტატა ფერისცვალების დროს , მოსეს და ელიას გამოცხადება , რეინკარნაციის მაგალითი იყო თუ არა? იესოს გამოცხადება ჯვარცმის შემდეგ რეინკარნაციაა? და.ა.შ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Alterego |
Aug 14 2013, 08:17 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
G_saxva Alterego მოიცათ მეგობრებო. ასე თუ გაგრძელდება მსჯელობა მაშინ ავცდებით თემას . ეგ არ მაწყობს . დაიდო ხომ პირველი პოსტი? ხოდა იმას მივყვები . ძალიან გთხოვთ სანამ იმას არ ამოვწურავთ , სხვაზე არ გადავიდეთ . Alterego მოიცადე ჩემო კარგო . შენ სერიოზული ბრალდებები წაუყენე ეკლესიას და მის სწავლებას და ასე შუა გზაზე მიტოვება არ გამოვა საქმის.თუ დავიწყეთ მივიდეთ ბოლომდე... არ მეზარება და დავდებ რაზე გაქვს საპასუხებელი და თუ რომელიმეზე არ იცი პასუხი , ძალიან გთხოვ მიაწერე ქვემოთ . 1- 2- 3- 18 მოგვიანებით, როცა მარტო იყო და ლოცულობდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან. იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+ 19 მათ მიუგეს: „იოანე ნათლისმცემელიო, ზოგი ამბობს ელიაო, ზოგიც — ძველ დროს მცხოვრები ერთ-ერთი წინასწარმეტყველი აღდგაო“.+ 20 მაშინ ჰკითხა მან: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ პეტრემ მიუგო:+ „ღვთის ქრისტე“.+ 21 შემდეგ მკაცრად ელაპარაკა მათ და უბრძანა, არავისთვის ეთქვათ ეს,+ 22 და უთხრა: „კაცის ძემ მრავალი ტანჯვა უნდა გამოიაროს, უარყოფილი იყოს უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოკლან+ და მესამე დღეს აღდგეს“.+ რაც შეეხება მეორე კითხვას ფაქტები არ მაქვს მაგრამ გამიგია რო ესე იყო მესამე კითხვას რაც შეეხება ქრისტეს გამოცხადება რეინკარნაცია არ ყოფილა მაგრამ ზუსტად მაგაზე ვსვამ კითხვას. ელიას და ენოქის მიერ ანტიქრისტეს მხილება იქნება როგორც გამოცხადება თუ იქნებიან ისინი ადამიანები? მე როგორც ვიცი ისინი ადამიანები იქნებიან და ანტიქრისტე მხილების შემდეგ მოკლავს მათ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 03:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი